ერდოღანს ძლიერი მეტოქე ჰყავს. JAMnews-ი მოკლედ გიყვებათ კანდიდატებზე და ზოგად პოლიტიკურ პროცესებზე" />

დღეს თურქეთი პრეზიდენტსა და პარლამენტს ირჩევს

ერდოღანს ძლიერი მეტოქე ჰყავს. JAMnews-ი მოკლედ გიყვებათ კანდიდატებზე და ზოგად პოლიტიკურ პროცესებზე

სტამბოლი. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

24 ივნისს თურქეთი პრეზიდენტსა და პარლამენტს ირჩევს. გამოკითხვების მიხედვით, მმართველ პარტიას პარლამენტში ხმათა უმრავლესობის მიღების ყველაზე დიდი შანსი აქვს, მაგრამ ახლანდელ ლიდერს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს მეორედ პრეზიდენტად გახდომა გაუჭირდება.

საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო მმართველობამდე

სინამდვილეში მორიგი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ 2019 წელს უნდა გამართულიყო. მისი ადრე ჩატარებისა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შეთავსების გადაწყვეტილება 2018 წლის თებერვალში მიიღეს.

•  რისთვის სჭირდება ერდოღანს ვადამდელი არჩევნები? JAMnews-ის დაწვრილებითი განმარტება

2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე თურქეთი საპარლამენტო რესპუბლიკა იყო და ქვეყნის მეთაურად პრემიერ-მინისტრი მიიჩნეოდა.

მაგრამ მას შემდეგ, რაც 2016 წლის 15-16 ივნისს სამხედროების ჯგუფმა სტამბოლსა და ანკარაში შეიარაღებული აჯანყება წამოიწყო და ხელისუფლებაში მოსვლის წარუმატებელი მცდელობა განახორციელა, ქვეყანაში ხანგრძლივმა საგანგებო მდგომარეობამ დაისადგურა.

შემდეგ, 2017 წლის აპრილში რეფერენდუმი ჩატარდა და მალე კონსტიტუციაში რამდენიმე შესწორება შეიტანეს. შედეგად, თურქეთი საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდა.

მომავალი არჩევნები ამ გადასვლას დაასრულებს, და ახლად არჩეული პრეზიდენტი ქვეყნის პირველი პირი გახდება.

საპრეზიდენტო არჩევნებში ექვსი კანდიდატი მონაწილეობს:

• ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რაჯეფ თაიფ ერდოღანი;

• მთავარი ოპოზიციონერი კანდიდატი – საპარლამენტო ფრაქცია სახალხო-დემოკრატიული პარტიის ლიდერი მუჰარემ ინჯე;

• თურქეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი (1996-1997), ოპოზიციური პარტია „იი“-ს („კარგი“) თვმჯდომარე მერალ აკშენერი;

• ამჟამად პატიმრობაში მყოფი ყოფილი დეპუტატი, ხალხთა დემოკრატიული პარტიის ლიდერი სელაჰატინ დემიტრაში;

• პარტია „სეადეტ“-ის („ბედნიერება“) თავმჯდომარე ტემელ კარამოლაოღლუ;

• პარტია „ვეტენ“-ის („სამშობლო“) თავმჯდომარე DoguPerinchek.

ვინ არიან ეს კანდიდატები და როგორია მათი წარმატების შანსები?

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

 

2014 წელს თურქეთის 12-ე პრეზიდენტად აირჩიეს. მანამდე ის 11 წლის განმავლობაში (2003 -დან 2014 წლამდე) ქვეყანას პრემიერ-მინისტრის რანგში მართავდა.

 

 

ერდოღანის მმართველობის პერიოდში თურქეთმა არამხოლოდ ეკონომიკურ კრიზისს დააღწია თავი, არამედ ათათურქის დროიდან ყველაზე მაღალი შედეგები აჩვენა.

2003 წლიდან 2009 წლამდე პერიოდში თურქეთმა ევროკავშირის ქვეყნებს შორის მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელს მიაღწია. ამავე პერიოდში ქვეყანამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ დავალიანება სრულად დაფარა. მოქალაქეთა სოციალური კეთილდღეობის დონე მკვეთრად ამაღლდა.

ერდოღანის პრემიერობის განმავლობაში ახალი ავტომაგისტრალები დაიგო, უზარმაზრი ხიდები აშენდა, მარმარილოს ზღვის ქვეშ კი სწრაფმავალი გვირაბი გაიყვანს.

ქვეყანაში აეროპორტების რაოდენობა 25-დან 57-მდე გაიზარდა, უნივერსიტეტების რიცხვმა კი –70-დან 186-ს მიაღწია.

მაგრამ 2009 წლიდან ეს სტაბილური განვითარება შენელდა, უმუშევრობის დონე 10-დან 14 პროცენტამდე გაიზარდა. თუკი 2002 წელს მიმდინარე დეფიციტი 2 პროცენტს შეადგენდა, 2014 წელს ამ მაჩვენებელმა 7,9 პროცენტს მიაღწია.

ერდოღანის მთავრობის ყველა მიღწევის მიუხედავად, ხელისუფლებაში ყოფნის პირველი დღიდანვე მას დიქტატორულ მიდრეკილებებში ადანაშაულებდნენ.

2013 წელს სტამბულში ხეების გაჩეხვასა და „გეზის“ პარკში მშენებლობას აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქცია ქვეყანაში არსებული ავტორიტარულობის წინაღმდეგ მიტინგში გადაიზარდა. ერდოღანმა მიტინგის დაშლის ბრძანება გასცა, შედეგად ერთი პოლიციელი და მიტინგის 7 მონაწილე დაიღუპა; დაშავდა 9 ათას ადამიანზე მეტი, და დააკავეს 126 პროტესტანტი.

2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს დაიღუპა 240 და დაიჭრა 2,200 ადამიანი. ერდოღანმა 100 ათასზე მეტი ადამიანის დაპატიმრების ბრძანება გასცა. უფლებადამცველები ირწმუნებოდნენ, რომ ბევრი მათგანი აწამეს, 22 ადამიანი ციხეებში, გაურკვეველ ვითრებაში დაიღუპა.

2016 წლის მოვლენებმა ერდოღანის როგორც დიქტატორის იმიჯი კიდევ უფრო გაამყარა.

•  მასობრივი პროტესტები და ათობით დაპატიმრებული – რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით გამართული პირველი აქცია

•  თურქეთი ერდოღანსა და გიულენს შორის: რა ხდება სამხრეთი კავკასიისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში – კლანების ომი, თუ დემოკრატიისთვის ბრძოლა?

მთავარი, რის გამოც, დღეს თურქეთში ერდოღანს გმობენ – ეს არის მისი პოლიტიკა, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი მამის, ათათურქის პროგრესულ იდეებს ეწინააღმდეგება.

კერძოდ, საუბარია ათათურქის პოსტულატზე სახელმწიფოსგან რელიგიური ინსტიტუტების გამოყოფის შესახებ. ერდოღანს, პირიქით, კონსტიტუციაში რელიგიური ხასიათის ცვლილებების შეტანის მცდელობა აქვს.

მრავალი ექსპერტის აზრით, ახლანდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერდოღანისა და მისი პარტიისთვის ყველაზე რთული იქნება

მაგალითად, ცნობილი ჟურნალისტი, გაზეთ „სიოზჩუ“-ს პოლიტიკური მიმომხილველი ემინ ჩოლაშანი წერს, – „პირველად ხდება, რომ ერდოღანს არჩევნების წინ შეშფოთებული მოლოდინი აქვს“.

„ხვდებიან, რომ ერთ-ერთ არჩევნებში დამარცხებისას ისინი წყლიდან ამოგდებული თევზებივით უსუსურები გახდებიან… ბოლო მოეღება მათი მეფობის ხანას… მეტისმეტ თავდაჯერებას… მომხრეების გამდიდრებას, ერთი სიტყვით ყველაფერს.

ის სასახლეს დატოვებს. ყველა სახელმწიფოებრივ უფლებამოისლებას დაკარგავს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დოკუმენტებისა და ხელწერილების გარეშე საკუთარი სიამოვნებისთვის დახარჯულ ტრილიონებს კი აწი მხოლოდ სიზმარში თუ ნახავს“.

ჩოლაშანს მიაჩნია, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებში საქმე მეორე ტურამდე მივა – ყველა პოლიტიკური ძალა ერდოღანის წინააღმდეგ გაერთიანდება.

მუჰარემ ინჯე

 

მუჰარემ ინჯე – ათათურქის მიერ შექმნილი და დღესდღეობით მთავარ ოპოზიციად მიჩნეული სახალხო-რესპუბლიკური პარტიის კანდიდატია. მას საპრეზიდენტო არჩევნებში ედროღანის მთავარ კონკურენტად ასახელებენ.

ინჯე – უკვე მეოთხე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და ფრაქციის ხელმძღვანელია. ის ერდოღანის მთავრობის მიმართ მკვეთრი და არგუმენტირებული კრიტიკით არის ცნობილი. გარდა ამისა, მან ერდოღანთან დებატებში ძლიერი ორატორის სახელი გაითქვა.

 

გაზეთმა „სოზჩუ“-მ გამოაქვეყნა ფრანგული გაზეთის Le Monde-ის ანალიტიკური მიმოხილვა, რომლის სათაურია „ადამიანი, რომელიც ერდოღანს უპირისპირდება“, და წერს, რომ დიდი ალბათობით ინჯე მეორე ტურში გადავა.

მერალ აკშენერი და ტემელ კარამოლაღუ

პრეზიდენტობის ამ ორ კანდიდატს, მართალია, დიდი შანსები არ აქვს, მაგრამ მათი მეთაურობით არსებული პარტიები „იი“ და „საადატი“ ბლოკ „მილიეტის“ რიგებში სახალხო-რესპუბლიკურ პარტიას ფეხდაფეხ მიჰყვებიან. თუკი ერდოღანი და ინჯე მეორე ტურში გადავლენ, ეს პარტიები ამ უკანასკნელს დაუჭერენ მხარს.

სელაჰატინ დემიტრაში

ეს კანდიდატი არჩევნებში მონაწილეობას ციხიდან იღებს. დემიტრაში – ხალხთა დემოკრატიული პარტიის ლიდერია და თურქი ქურთების ინტერესებს წარმოადგენს. ის სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატია, მაგრამ 2016 წლის ნოემბერში „არეულობის მოწყობის ხელშეწყობის“ ბრალდებით დააპატიმრეს.

დემიტრაშს პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში წარმატების განსაკუთრებული შანსი არ აქვს. მეორე ტურის შემთხვევაში, ის, სავარაუდოდ, ინჯეს დაუჭერს მხარს (უფრო სწორად, ერდოღანის წინააღმდეგ გამოვა), თუმცა თავად ამ თემაზე ჯერჯერობით არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

დოგუ პერინჩეკი

ყველაზე შეუმჩნეველ და წარმატების ყველაზე მინიმალური შანსის მქონე კანდიდატად მიიჩნევა.

პროგნოზები

სოციოლოგიურმა ჯგუფმა „რემერს“-მა წინასწარი გამოკითხვა ჩაატარა და მისი შედეგების მიხედვით ივარაუდა, რომ ძირითადი ბრძოლა მინიმალური განსხვავებით ერდოღანსა (41.8 პროცენტი) და ინჯეს (41.3 პროცენტი) შორის იქნება.

მკვლევარებს მეორე ტური გარდაუვლად მიაჩნიათ.

სტამბოლი. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews


ასევე წაიკითხეთ