ასეთი რეაგირება მოახდინა ტაიპ ერდოღანმა ღაზას სექტორში პროტესტების ჩახშობაზე" />

თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ტერორისტი უწოდა

ასეთი რეაგირება მოახდინა ტაიპ ერდოღანმა ღაზას სექტორში პროტესტების ჩახშობაზე

1 აპრილს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდოღანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბინიამინ ნეთანიაჰუს ტერორისტი და ოკუპანტი უწოდა, – იუწყება  Reuters.

ერდოღანის აზრით, ისრაელი – ტერორისტული სახელმწიფოა, რომლის სამიზნეც მშვიდობიანი მოსახლეობაა. ასეთი რეაგირება მოახდინა ერდოღანმა ღაზას სექტორსა და ისრაელში გამართულ პროტესტებსა და მათ ჩახშობაზე.

ნეთანიაჰუმ ერდოღანის გამონათქვამების საპასუხოდ თქვა, რომ „ისრაელის არმია არ აპირებს, რეაგირება მოახდინოს მათ ჭკუის სწავლებაზე, ვინც მშვიდობიან მოსახლეობას წლობით ბომბავს“. ისრაელის ხელისუფლების მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით, „ისრაელის არმია – ყველაზე მაღალი მორალური პრინციპების მქონე არმიაა“.

ისრაელისა და თურქეთის ურთიერთობის გაუარესების ახალი ეტაპი მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელის არმიამ ღაზას სექტორსა და ისრაელში პალესტინელების ამბოხება ჩაახშო. 30 მარტს პალესტინელები ისრაელის საზღვართან შეიკრიბნენ და საზღვრის მცველ ჯარისკაცებს ქვებისა და „მოლოტოვის კოკტეილების“ სროლა დაუწყეს. სხვადასხვა მონაცემებით, ისრაელის არმიის ქმედებების ჩახშობისას 15-დან 17 პალესტინელი დაიღუპა.

გაერომ და ევროკავშირმა პალესტინელების დაღუპვის გარემოებათა გამოძიებისკენ მოუწოდეს, თუმცა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, რომ გამოძიების აუცილებლობა არ არსებობს, დაღუპულთა ძირითადი ნაწილი კი – რადიკალური დაჯგუფებების წევრია.

 

 


ასევე წაიკითხეთ