მოსკოვმა უკვე "კიევის რეჟიმი" დაადანაშაულა " />

თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის მეთაური აფეთქების შედეგად დაიღუპა

მოსკოვმა უკვე "კიევის რეჟიმი" დაადანაშაულა

უკრაინის აღმოსავლეთში თვითგამოცხადებული პრორუსული “დონეცკის რესპუბლიკის” მეთაური, ალექსანდრ ზახარჩენკო დონეცკის ცენტრში აფეთქების შედეგად დაიღუპა.

უკრაინული ტელეკოპანია ჰრომადსკოეს ცნობით, აფეთქება ზახარჩენკოს რეზიდენციასთან ახლოს მდებარე კაფე “სეპარში” მოხდა.

ზახარჩენკოს დაღუპვა უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესმდივანმა ელენა გიტლანსკაიამ დაადასტურა. მისი თქმით, ეს ადგილობრივ დაჯგუფებებს შორის “შიდა ომების” შედეგი გახდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ზახარჩენკოს დაღუპვის უკან “კიევის რეჟიმი” დგას.

უწყების წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, “დონესკის რესპუბლიკის მეთაურის მკვლელობის სიტუაციაში ომის პარტია კიევში ტერორისტულ სცენარს ახორციელებს, რითაც რეგიონში ისედაც რთული სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენს… არ ასრულებს რა დაპირებებს მშვიდობასთან დაკავშირებით, კიევმა, როგორც ჩანს, სისხლიანი სასაკლაოს მოწყობა გადაწყიტა“.

უწყებამ საერთაშორისო თანამეგობრობისგან მომხდარის სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფა მოითხოვა.

უკრაინის უშიშროების სამსახური ბრალდებებს მომხდართან კავშირის შესახებ კატეგორიულად უარყოფს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ