ამინდის გამოკეთებისთანავე სოხუმის სანაპიროზე მაშინვე ჩნდებიან ანკესიანი პროფესიონალები" />

თევზაობის ორი ამბავი აფხაზეთიდან

ამინდის გამოკეთებისთანავე სოხუმის სანაპიროზე მაშინვე ჩნდებიან ანკესიანი პროფესიონალები

აი, ასე გამოიყურება ქალაქელი ფანატიკოსების თავზაობა:

ეს კი მეთევზეების მოყოლილი ორი ამბავია – ათასი მოსმენილიდან

ყველაზე გემრიელი ქაფშია

ალექსანდრ ტარიელოვიჩი არამხოლოდ 30-წლიანი სტაჟის მქონე მეთევზეა, არამედ ის  საზღვაო ფლოტის ყოფილი სამხედროც არის. როგორც ამბობს,  სათევზაოდ იმის გამო გადის, რომ სახლში სწყინდება. ასე კი სასიამოვნო საქმიანობას სასარგებლოს უთავსებს.

„მე პენსიონერი ვარ. დილიდან  სანაპიროზე გამოვდივარ, ნაცნობებს ვხვდები, ვებაასები, ახალ ამბებს ვიგებ – და ჩემი დღე ასე გადის“, – ამბობს ის.

ალექსანდრ ტარიელოვიჩმა ასეთი ისტორია გვიამბო.

„ომი მიმდინარეობდა, ქალაქში საჭმელი არ იყო, და ყველას ისე გაჰქონდა თავი, როგორც შეეძლო. ერთხელ ნაპირის გასწვრივ მივდიოდი და მთევზეების პატარა გემი დავინახე. გემბანზე ვიღაც ყმაწვილი იდგა, მივუახლოვდი და ლაპარაკი გავაბით. შევნიშნე, რომ გემბანზე ბადე იდო, და გავიფიქრე: აი, ახლა ამ ბადით ვითევზავებთ-მეთქი. ისიც დამთანხმდა. ნაპირიდან არც ისე შორს შევცურეთ, ბადე წყალში გადავაგდეთ და რამდენიმე ხანში უკან უზარმაზარი ზომის ქაფშიებით სავსე ამოვიღეთ.

ნაპირს რომ მივუახლოვდით, მაშინვე დავიწყეთ ამ ქაფშიების ყველასთვის დარიგება. ჩვენთვისაც დავიტოვეთ, რასაკვირველია. ადამიანები მადლიერებით გვართმევდნენ თევზს,  და მიდიოდნენ, მე კი შინაგანად სიამაყით ვიყავი სავსე, რომ რაღაც ძალიან კარგი გავაკეთეთ. ეს იყო ყველაზე გემრიელი ქაფშია, რაც კი ცხოვრებაში მიჭამია. ამ ამბავს ხშირად ვიხსენებ და ვფიქრობ, რომ იმ მომენტში უბრალოდ ღმერთმა გადმოგვხედა და შეგვიბრალა“. 

შური

ყველა მეთევზემ იცის, რომ ზოგჯერ მეთევზის აზარტი ზღვარს ცდება და შეშლილობად გადაიქცევა ხოლმე – ნადავლის ნებისმიერ ფასად მოპოვების სურვილად. ასეთი რამ მეთევზე თამაზსაც შეემთხვა, რომელიც ასევე ყოველდღიურად დგას სოხუმის სანაპიროზე.

აი, მისი ისტორია.

ერთხელ, დეკემბრის დილას მან სათევზაოდ წასვლა გადაწყვიტა, თუმცა ცუდი ამინდი იყო და რაიმე აზრიანის დაჭერის იმედი ნაკლებად ჰქონდა.

„როგორც ყოველთვის, იმ ტალღმტეხზე გავედი, რომელიც ჩემს სახლთან უფრო ახლოსაა. ყველაფერი დავაბინავე და თევზაობას შევუდექი. ჩემს გვერდით კიდევ ორი მეთევზე იჯდა. რამდენიმე საათს ვიჯექი და ვერაფერი დავიჭირე. ჩემს გვერდით მჯდომი კი ზედიზედ იჭერდა.

ისე გავბრაზდი, რომ თავი ვერ შევიკავე, ახლა გახსენებისაც მრცხვენია. მაგრამ, იმდენად გულდაწყვეტილი ვიყავი, რომ ქილიკი დავუწყე, მის განაწყენებას ვცდილობდი. მან კი მითხრა, რომ მისი მშურდა. ამის გაგონებაზე ფეხზე ავდექი და ისე გავაგრძელე მისი ლანძღვა. შემთხვევით მის თევზით სავსე სათლს წამოვედე და წყალში ჩავადგე.

ეს ძალიან სამარცხვინო იყო, ალბათ ყველა იფიქრებდა, რომ ასე განგებ მოვიქეცი. კიდევ კარგი, ის კაცი ჩემი გამომეტყველებით მიხვდა, რომ ამის გაკეთება არ მინდოდა. რასაკვირველია, მაშინვე ვერ მიხვდა, რადგან თავიდან კინაღამ ვიჩხუბეთ, მაგრამ შემდეგ მისთვის ყველაფრის ახსნა მოვახერხე. ხშირად ვიხსენებ ამ ამბავს, და გაკვეთილივით მახსოვს – ნუ შეგშურდება სხვისი“.

ფოტო:იბრაგიმ ჭკადუა

3U8A8320 copy

 სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ავტორის ტერმინოლოგია მის პოზიციას გადმოსცემს და, შესაძლოა, რედაქციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ