ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო აქტივისტები პარლამენტის წინ შარშან გამართულ აქციას იხსენებენ და ცვლილებებს ითხოვენ" />

თბილისში შინაგან საქმეთა მინისტრის ბიუსტი დადგეს, რომელიც მოსახლეობას ბოდიშს უხდის

ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო აქტივისტები პარლამენტის წინ შარშან გამართულ აქციას იხსენებენ და ცვლილებებს ითხოვენ

საქართველოს შს მინისტრის, გიორგი გახარიას ბიუსტი პარლამენტთან 12 მაისს გამოჩნდა. ის აქტივისტებმა დადგეს. ბიუსტს წითელი ღილაკი აქვს და მასზე ხელის დაჭერისას, მინისტრი საბოდიშო სიტყვას წარმოთქვამს.

ასევე, მთელი ქალაქის მასშტაბით გამოჩნდა ბანერები და პლაკატები, ერთი შეხედვით უცნაური წარწერებით: „დავიწყოთ ბოდიშით“, „არ არის თავისუფლება“, „ძალაუფლება და უფლებები ოლიგარქს“, „ჩვენ გვინდა ხელისუფლებას დაქვემდებარებული სასამართლო სისტემა“, „არ არის სიტყვის თავისუფლება“.

პროტესტის ასეთი ფორმა შეარჩიეს ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო აქტივისტებმა. 12 მაისი შეირჩა, როგორც 2018 წლის 12 მაისს, თბილისში, ორ პოპულარულ ღამის კლუბში ნარკოტიკების გამსაღებლებისა და და მომხმარებლების გამოვლენის მიზნით ჩატარებული პოლიციის აგრესიული რეიდის ერთი წლის თავი. მაშინ რამდენიმე ათეული ადამიანს სცემეს.

პოლიციის მოქმედებამ მაშინ ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციას გაუკეთა პროვოცირება. რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა პარლამენტთან. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი არა მხოლოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, არამედ, ასევე, თავისუფალი საზოგადოების დაცვაა.

„ვცეკვავთ ერთად და ვიბრძვით ერთად ჩვენი თავისუფლებისათვის“ – გახდა 2018 წლის 12-13 მაისის ორდღიანი აქციის მთავარი ლოზუნგი. პარლამენტის წინ მოედანზე ელექტრონული მუსიკა ჩართეს, ფერადი კვამლი გაუშვეს და ახალგაზრდები რამდენიმე საათის განმავლობაში გაუჩერებლად ცეკვავდნენ.

თბილისის ცენტრში კარვები იშლება. რამდენიმე ათასი ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს

კომენტარები: საქართველოში მენტალური განსხვავება ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფს შორის

სწორედ მაშინ, მომიტინგეებთან მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თავისი გამოსვლა ბოდიშის მოხდით დაიწყო რეიდის დროს პოლიციის უხეში მოქცევის გამო, მოქალაქეებს ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების მიმართულებით მუშაობის დაწყებას დაჰპირდა და სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდობასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის ურთიერთგაგების გზით, მშვიდობიანი ცხოვრების დაწყება შესთავაზა.

„ამ ინსტალაციით გვსურს შევახსენოთ მინისტრს, რომ მას შემდეგ, რაც საზოგადოებას საჯაროდ დაპირდა პრობლემის მოკლე დროში გადაწყვეტას, უკვე მთელი წელი გავიდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ჩვენ დავდგით მინისტრის ბიუსტი, რომელიც, როგორც თვითონ გააკეთა, იხდის ბოდიშს, მაგრამ ამას არაფრის გაუმჯობესება არ მოჰყვება“, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა, ალექსანდრე ჯავახიშვილმა.

„2018 წლის 12 მაისს სახელმწიფომ აგრესიული ძალა გამოიყენა არა უბრალოდ კონკრეტული კლუბების წინააღმდეგ, სადაც ახალგაზრდები იკრიბებიან და არა მხოლოდ ახალგაზრდების წინააღმდეგ – საერთოდ ქვეყნის წინააღმდეგ. და არ იქნებოდა სწორი, დღევანდელ დღეს ისე ჩაეარა, რომ არ გაგვეხსენებინა ერთი წლის წინანდელი მოვლენები“, – განუცხადა ჟურნალისტებს ტატო გეთიამ, კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რომელიც 2018 წლის რეიდისას დაზარალდა.

„ჩვენ პროტესტის ამ ფორმას იმიტომ მივმართეთ, რომ საზოგადოების ყველა დავალებას ხელისუფლება საპირისპირო ღონისძიებებით პასუხობს. შეიძლება ახლა, როდესაც გამოფენილია მოთხოვნები, რომ არ გვჭირდება თავისუფალი პრესა და დამოუკიდებელი სასამართლო, საბოლოოდ მივიღოთ ის, რაც გვინდა“.

ბანერები პოლიციამ მალევე მოხსნა, მაგრამ მინისტრის ბიუსტი ჯერ ისევ პარლამენტთან დგას. იქვე მობილიზებულია გაძლიერებული პოლიცია. თუმცა, სამართალდამცველების განცხადებით, ისინი თავიანთი უფროსის ბიუსტთან იმიტომ იმყოფებიან, რომ უზრუნველყონ წესრიგის დაცვა და, ასევე, დაიცვან საქართველოს მოქალაქეების უფლება „გამოხატვის თავისუფლების შესახებ და მეტი არაფერი“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ