მომხმარებლებს სკუტერების მოხმარების ინსტრუქცია - რუსულ ენაზე დახვდათ, აპლიკაციაც - რუსულ ენაზე, გადახდა კი, მხოლოდ რუბლებში აღმოჩნდა შესაძლებელი." />

თბილისში გასაქირავებელი სკუტერები გამოჩნდა. გადახდა რუსულ რუბლებში ხდება

მომხმარებლებს სკუტერების მოხმარების ინსტრუქცია - რუსულ ენაზე დახვდათ, აპლიკაციაც - რუსულ ენაზე, გადახდა კი, მხოლოდ რუბლებში აღმოჩნდა შესაძლებელი.

თბილისში, ე.წ. შეარინგის პრინციპით, თვითგორიალების ქირაობის სერვისი გამოჩნდა.

 სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა რეგისტრაცია და შემდეგ თვითგორიალას დაჯავშნა. აპლიკაციით იგებ, სად არის თავისუფალი, უთითებ, რა დრო გჭირდება იქამდე მისასვლელად და ანგარიშიდან გეჭრება თანხა.

ამ სერვისს ბევრი თბილისელი დიდი ხანია ელოდა, თუმცა მის გამოჩენას სიხარულის ნაცვლად, დიდი აჟიაოტაჟი მოჰყვა.

მომხმარებლებს სკუტერების მოხმარების ინსტრუქცია – რუსულ ენაზე დახვდათ, აპლიკაციაც – რუსულ ენაზე, გადახდა კი, მხოლოდ რუბლებში აღმოჩნდა შესაძლებელი. საქმე იმაშია, რომ მოწყობილობაზე GPS სისტემა რუსულმა კომპანიამ To Go დააყენა. ამავე ენაზეა აპლიკაციაც.

ფოტოების ავტორია ფეისბუკ-მომხმარებელი ნინო ფრუიძე, რომელმაც ახალი სერვისით სარგებლობა სცადა.

 

როგორც ბიზნესის ადგილობრივმა ფრენჩაიზმა ნიკო პაპაშვილმა marketer.ge-ს უთხრა, პრობლემა ორ კვირაში გამოსწორდება.

მანამდე კი, ქართული ფეისბუკი თბილისის მერიის მისამართით სალანძღავ სიტყვებს არ იშურებს.

“უკვე ოფიციალურად რუსეთი გავხდით?”;

“აი, კიდევ ერთი რუსული ბიზნესი შემოიყვანეს და რომ კითხო, დეოკუპაცია უნდათ”;

“ესენი  მგონი, უბრალოდ ძალიან სულელები არიან”;

“საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს უცხო ქვეყნის ვალუტით ვაჭრობას?” – წერენ ფეისბუკ-მომხმარებლები.

ადვილად პროგნოზირებადი იყო, რომ რუსულ წარწერებიანი სერვისი და რუსული ბიზნესი თბილისში, სადაც სამი კვირაა ანტისაოკუპაციო მიტინგები მიმდინარეობს, აუცილებლად გამოიწვევდა ვნებათაღელვას.

სხვათაშორის, თვითგორიალათი უკვე გაისეირნა თბილისის მერმა კახი კალაძემ და ფოტო ინსტაგრამზე გააზიარა:

თვითგორიალას ერთი წუთით 30 თეთრი ღირს. ქირაობა, ერთი საათით კი 15ლარი (რუბლებში რამდენია, თავად დათვალეთ).

 

 


ასევე წაიკითხეთ