საინტერესო ინფორმაციას, ლაივებს და ფოტოებს ვუყრით თავს " />

აქციის დაშლა პარლამენტთან. ონლაინ ტრანსლაცია

საინტერესო ინფორმაციას, ლაივებს და ფოტოებს ვუყრით თავს

განახლებადი ინფორმაცია

19.27 – პარლამენტის შენობაში დაიწყო ბიუროს სხდომა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვება. ის ამბობს, რომ რჩება კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომლის თანახმად, პროპორციული წესით არჩევნები ჩატარდება 2024 წელს.

19.06 – ალეკო ელისაშვილს პოლიციელები აკავებდნენ, თუმცა ის ვერ ჩასვეს მანქანაში.

• 18 დაკავებულის შესახებ იუწყება შსს.

• დაკავებულია “გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

18.50 – დაკავებულია ზუკა ბერძენიშვილი, მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი და “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერის, დავით ბერძენიშვილის შვილი.

•  ტვ ფორმულას არაჩვეულებრივი კადრი – მომიტინგე ზის ასფალტზე სპეცრაზმის კორდონის წინ და ფლეიტაზე უკრავს:

•  ტვ პირველის კადრი – როგორ გადააბიჯა სპეცრაზმმა მომიტინგეს:

18.26 – ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე შედარებით სიმშვიდეა. აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან რუსთაველზე და ამბობენ, რომ წასვლას არ აპირებენ. სპეცრაზმის მიერ პარლამენტთან ტერიტორიის გასუფთავების შემდეგ დემონსტრანტთა ნაწილმა მეტრო „თავისუფლების მოედანთან” გადაინაცვლა.ისინი გზის სავალ ნაწილზე, ასფალტზე სპეცრაზმის კორდონის წინ სხედან.

დემონსტრანტთა ნაწილი კვლავ პარლამენტთან რჩება. ისინი აგრძელებენ მიტინგს – მიკრიფონთან ერთმანეთს ენაცვლებიან გამომსვლელები.  თუმცა, გზის სავალ ნაწილს სამაფრთალდამცავები აკონტროლებენ და კარვებიც აღარ არის.

18.22 – ოპოზიცია ელჩებს ხვდება. შეხვედრა ამ წუთებში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობს.

18.16 – პარლამენტში ბიუროს სხდომა დაინიშნა. საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროსთვის ემზადება. როგორც “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს ინფორმაციას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უკვე პარლამენტში იკრიბებიან.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ.

18. 15 – სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ამ დროისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

აღნიშნულ ტერიტორიას სპეცრაზმი აკონტროლებს.

სამართალდმცავებმა ტერიტორიიდან აქციის რამდენიმე მონაწილეც გაიყვანეს. ჯერჯერობით დაკავებულთა რაოდენობა უცნობია. ასევე, აქციის დაშლისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

•  JAMnews-ის ფოტოკორესპონდენტის დავით ფიფიას ფოტოები

18.04 – მოქამაქეების ნაწილი კვლავ რჩება თავისუფლების მოედანთან. ისინი არ იშლებიან.

18:01 – პარლამეტის წინ დასუფთავების სამსახური გამოჩნდა, რომელიც კარვების აღების შემდეგ, ტერიტორიას ნარცენებისგან ასუფთავებს.

17.43 – ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, თუ ვინმე დაშავდება ან თავის შეფარება მოუნდება, შეუძლია ეროვნული ბიუბლიოთეკის შენობაში მივიდეს.

17.39 – აქცისს ორგანიზატორები ტრიბუნიდან მოუწოდებენ მომიტინგეებს, არ გაუწიონ წინააღმდეგობა სამართალდამცავებს და თავს გაუფრთხილდნენ.

17: 38 – სპეცრაზმი კარვებს შლის

17. 35 – კლინიკებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ იყვნენ მზად. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.ჟურნალისტები ამბობენ, რომ რამდენიმე კლინიკაში გადაამოწმეს და დაუდასტურეს, რომ მიიღეს დავალება საგანგებო რეჟიმში მუშაობის შესახებ.

ასე გამოიყურება პარლამენტის ზედა მხარე დემონსტრანტთა წყლის ჭავლით დაშლის შემდეგ.

17:28 – ოპერასთან მობილიოზებული სამართალდამცავების კიდევ ერთი ნაწილი  დაიძრა რუსთაველისკენ. არის წყლის ჭავლის მანქანაც.

ტვ პირველი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაკავებულია ირაკლი ნადირაძე – თბილისის საკრებულოს წევრი. დაკავებულები სხვებიც არიან.

5:25 – სამართალდამცავები მომიტინგეებს აკავებენ. კადრებში ჩანს, როგორ გაყავთ და როგორ სვამენ საპოლიციო მანქანებში მომიტინგეებს.

ჩანს კვამლიც – სავარაუდოდ, გაშვებულია ცრემლსადენი გაზი

რა ხდება რუსთაველის გამზირზე, პიონერთა სასახლესთან. “რადიო თავისუფლების” ლაივი

17:20 – გიგი უგულავა: “რუსეთი გაფორმდა დღეს საქართველოში”

17:18 – ეს არის დიქტატურა, ეს მთავრობა დასრულდა – ისმის მომიტინგეების შეძახილები

17:16 – წყლის ჭავლი გაუშვეს

კიდევ ერთი ლაივი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.


17.07 – “საქართველო” , “მშვიდობა”- სკანდირებენ მომიტინგეები. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ჭიშკარი გაიღო და იქედანაც გამოვიდნენ სპეცრაზმელები, ე.წ. რობოკოპები, რომლებიც არიან სპეციალური ფარებით, ჩაფხუტებით აღჭურვილი.

მომიტინგეები ხელს მაღლა სწევენ იმის ნიშნად, რომ აქცია მშვიდობიანია, თუმცა ტერიტორიიდან არ გადიან.

რობოკოპების უკან მოდის მანქანა, საიდანაც ქალის ხმა მეგაფონში პერიოდულად მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დატოვონ პარლამენტის ტერიტორია, გაიყვანონ ქალები და ბავშვები.

პარლამენტს  მიუახლოვდა ასევე წყლის ჭავლის მანქანა

სპეცრაზმი დემონსტრანტებს შლის

 

17:00 – სპეცრაზმი პარლამენტის შენობისკენ დაიძრა, სადაც დემონსტრანტები დგანან. წყლის ჭავლის მანქანა, 7 ავტობუსი

16.50 დემონსტრანტებვისთვის მიცემული დრო ამოიწურა. სამართალდამცავებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს დემონსტრანტებს გაათავისუფლონ პარლამენტის შესასვლელები.

16:50 – დავით ქაცარავა სპეცრაზმს მიმართავს. კადრში ჩანს მობილიზებული სპეცრაზმი. on.ge

ნუ იქნებით ბანკომატის პოლიცია… პრემიას ელოდებით? – დავით ქაცარავა საპოლიციო ძალებს მიმართავს

Posted by NEWS.On.ge on ორშაბათი, 18 ნოემბერი, 2019

16:47 – სპეცრაზმია მობილიზებული ჩიტაძის ქუჩაზე, უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი შენობის ეზოში.

16.40 – შსს-ის საპატრულო პოლიცის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, სამართალდამცავთა ოდენობის ზრდა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვისაა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, სამართალდამცავთა დამატებითი ჯგუფების მობილიზება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ხდება.

16:35 – ვრცელდება ინფორმაცია, რომ დააკავეს გიორგი რურუა.

16:30 – “გვარბევენ” წერს თავის ფეისბუკზე შოთა დიღმელაშვილი, მოძრაობა “სირცვილიას” ლიდერი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი

პარლამენტის შენობასთან სპეცრაზმია მობილიზებული. ისინი შენობისკენ მიემართებიან.

სპეცდანიშნულების რაზმებით დატვირთული ათამდე ყვითელი ავტობუსი დგას რესპუბლიკის მოედანთან. იქვე დგანან წყლის ჭავლის მანქანები.

კოლონა პარლამენტის შენობისკენ მიდის.

მომიტინგეები აგრძელებენ პარლამენტის პიკეტირებას. სპეცრაზმის გამოჩენის საპასუხოდ მათ ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს.

შსს-მ დღეს გააკეთა განცხადება, რომ პარლამენტის შენობის ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში ისინი სათანადო ზომებს მიმართავენ.

კოსტიტუციის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებდნენ დღეს სამართალდამცავებს “ქართული ოცნების” პოლიტიკოსებიც.


ასევე წაიკითხეთ