აკრძალვა ნაწილობრივია - უცხოელებს აფხაზეთიდან გასვლა შეუძლიათ. რა დროით დაიხურა ენგურის ხიდი - უცნობია. " />

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო სოხუმმა ენგურის გამშვები პუნქტი დაკეტა

აკრძალვა ნაწილობრივია - უცხოელებს აფხაზეთიდან გასვლა შეუძლიათ. რა დროით დაიხურა ენგურის ხიდი - უცნობია.

20 ივნისიდან თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, აფხაზეთმა საქართველოსთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტი დაკეტა. 

ენგურის ხიდი ნაწილობრივ დაუხურა – უცხოელებს აფხაზეთიდან გასვლა შეუძლიათ, მაგრამ შესვლის უფლება არ აქვთ.

„საქართველოში პროვოკაციული ხასიათის საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელიც გავლენას ახდენს აფხაზეთის სახელმწიფოებრიობაზე. აქციები ზუგდიდის რაიონშიც, აფხაზეთის მოსაზღვრე ტერიტორიაზეც იმართება. აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურმა შეიმუშავა და ახორციელებს რეაგირების აუცილებელ კომპლექსურ ღონისძიებებს“,ნათქვამია აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

• მეგობარი თუ ოკუპანტი?

• პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: დარტყმები ოლიგარქზე ქვეყნის შიგნიდან და ქვეყნის გარედან

თავდაპირველად ენგურის ხიდის დახურვის ინიციატივით, მიმდინარე კვირის დასაწყისში, ოპოზიციონერი დეპუტატი, დმიტრი დბარი გამოვიდა. მას მხარი რამდენიმე სხვა დეპუტატმაც დაუჭირა.

მართალია, პროტესტი საქართველოში დიდი ხანია მწიფდებოდა და დაკავშირებულია მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და პირადად მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ არსებულ დიდ უკმაყოფილებასთან, ქუჩის აქციების უშუალო მიზეზად რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი იქცა.

19 ივნისს, თბილისში მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეა უნდა გახსნილიყო. რატომღაც, მისი გახსნის უფლება რუს დეპუტატს, გავრილოვს გადაეცა და რატომღაც, მან სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მჯდომმა გახსნა.

სხდომათა დარბაზი აღშფოთებულმა ოპოზიციამ დატოვა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში გამოჩენა, „პროტოკოლური შეცდომა“ იყო, მაგრამ თბილისის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

• მშვიდობიანი აქციები საქართველოს პარლამენტთან. ფოტორეპორტაჟი

21 ივნისს, გამთენიას თბილისში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა დაარბია საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია, რომელიც წინა დღის საღამოს შვიდი საათიდან მიმდინარეობდა. ჟურნალისტების შეფასებით, ქუჩაში გამოსული იყო არანაკლებ 30 ათასი ადამიანი, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელების, ასევე – პრემიერისა და სპიკერის გადადგომას მოითხოვდნენ. 200-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

21 ივნისს, დღისით საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ეს მომიტინგეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. 

24 ივნისს საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება.

ამჟამად პროტესტანტების მთავარ მოთხოვნად შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა რჩება.

ფოტო :პატრიკ სალატი  , JAMnews

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ