დაკარგვამდე რამდენიმე დღით ადრე აფგან მუხტარლი ჯემნიუსთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ საქართველოში ყოფნა უსაფრთხო აღარ არის " />

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დაიკარგა

დაკარგვამდე რამდენიმე დღით ადრე აფგან მუხტარლი ჯემნიუსთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ საქართველოში ყოფნა უსაფრთხო აღარ არის

თბილისში დაიკარგა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი, რომელიც გუშინ სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. მისმა მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ უკვე მიმართა პოლიციას. აფგანი ერთ წელზე მეტია თბილისში ცხოვრობს. ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე მას აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან პრობლემები ჰქონდა.

გასულ კვირას ჯემნიუსმა ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა აზერბაიჯანელ პოლიტდევნილებზე, რომლებიც საქართველოს აფარებენ თავს. ამ რეპორტაჟის ერთ-ერთი გმირი სწორედ აფგანი იყო. ჯემნიუსთან საუბარში ის ამბობს, რომ ბოლო 6-7 თვეა აზერბაიჯანელ ატქივისტებს საქართველოში პრობლემებს უქმნიან.

ჯემნიუსი დაუკავშირდა აფგანის მეგობარს, აზერბაიჯანელ აქტივისტს დაშგინ აგარალრის, რომელიც ასევე პოლიტიკური თავშესაფარის მაძიებელია და თბილისში ცხოვრობს.

ბოლოს სწორედ აგარალრიმ ნახა დაკარგული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი:

“რვის წუთები იქნებოდა, კოლმეურნეობაზე კაფე “ლოქალ თეისთში” ვიჯექით. აფგანმა თავის ცოლს დაურეკა და კითხა, სახლში მოვდივარ და რამე ხომ არ წამოვიყოლოო. ცოლმა უთხრა, პური წამოიღეო. ამ ზარის შემდეგ, ავდექით და გარეთ გამოვედით. მე იქვე გაჩერებასთან დავდექი, ავგანი ქუჩის მეორე მხარეს უნდა გადასულიყო. ჩემი მარშრუტკა მალე მოვიდა და წავედი. მას შემდეგ აფგანი არავის უნახავს და სახლშიც არ დაბრუნებულა,” – ჰყვება დაშგინ აგარალრი.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანიდან გამოქცეულ ჟურნალისტებსა და ატქივისტებზე დევნა გააქტიურდა.

“ჩვენ მუდმივად ვგრძნობდით, რომ გვითვალთვალებდნენ. ყოველთვის დაგვყვებოდა რამდენიმე ადამიანი. აფგანმა ერთხელ ფოტოებიც გადაუღო. ქართველები არ იყვნენ, აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ – ისე ახლოს დაგვყვებოდნენ, რომ სულ გვესმოდა აზერბაიჯანული საუბრის ნაწყვეტები,” – ამბობს ის.

ჯემნიუსი ინფორმაციისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. იქ გვითხრეს, რომ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ამავე თემაზე

"ახალი კასაბლანკას" ჯაშუშური ვნებები

აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის წევრს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის წევრს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

აზერბაიჯანში ინტერნეტ-ტელევიზიის დირექტორს ექვსწლიანი პატიმრობა მიესაჯა

აზერბაიჯანში ინტერნეტ-ტელევიზიის დირექტორს ექვსწლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბელარუსმა აზერბაიჯანს გადასცა ბლოგერი ლაპშინი, რომელსაც ბრალად ედება ყარაბაღში უკანონოდ ჩასვლა

ბელარუსმა აზერბაიჯანს გადასცა ბლოგერი ლაპშინი, რომელსაც ბრალად ედება ყარაბაღში უკანონოდ ჩასვლა

თავისუფლება აფგანს! ქართველი ჟურნალისტები აზერბაიჯანელი კოლეგის მხარდასაჭერად აქციას მართავენ

თავისუფლება აფგანს! ქართველი ჟურნალისტები აზერბაიჯანელი კოლეგის მხარდასაჭერად აქციას მართავენ

მუხტარლის ოჯახს საქართველოში დაცვა დაენიშნა, ადვოკატი საქმის პროკურატურისთვის გადაცემას ითხოვს

მუხტარლის ოჯახს საქართველოში დაცვა დაენიშნა, ადვოკატი საქმის პროკურატურისთვის გადაცემას ითხოვს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ეძებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ეძებს

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ