გლეხები ამბობენ, რომ თამბაქოს მიმართ ინტერესი დაიკარგა. ისტორია 15 ფოტოში " />

რა მოხდა აზერბაიჯანის თამბაქოს წარმოებაში?

გლეხები ამბობენ, რომ თამბაქოს მიმართ ინტერესი დაიკარგა. ისტორია 15 ფოტოში

ოდესღაც შაქის რაიონში (რომელიც  ჩრდილო-დასავლეთ აზერბაიჯანში მდებარეობს) მეთამბაქოეობა ყვაოდა. ადგილობრივების თქმით, საბჭოთა პერიოდში სოფელ ყარადაღლიში (შაქიდან 20 კილომეტრში მდებარე დასახლებულ პუნქტში) წელიწადში 40-50 ტონა თამბაქოს კრეფდნენ, ახლა კი  ერთ წელიწადში  მოწეული მოსავალი 3-4 ტონას არ აჭარბებს.

გლეხების თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ თამბაქოს მიმართ ინტერესი გაქრა. ადგილობრივი ფირმები ვერ უზრუნველყოფენ წარმოების ისეთ მასშტაბებს, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა, როდესაც თამბაქოს უზარმაზარ ქარხნებში აწარმოებდნენ. მათ ნაკლები ნედლეული სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, მეწარმეები ფერმერებისგან ძალიან იაფად ყიდულობენ ფოთოლს. თავად ფერმერები კი მუშებს  ერთ კილოგრამ თამბაქოს ფოთოლში კიდევ უფრო ნაკლებს უხდიან.

თამბაქოს შემგროვებლების ჩვეულებრივი სამუშაო დღე დილის 8 საათზე იწყება და საღამოს 7 საათზე მთავრდება. თამბაქოს მარტში თესავენ, მოსავალს კი ივლის-აგვისტოში იღებენ. თამბაქოს ცხელი, უნალექო ამინდი უყვარს და გრილი ზაფხულის შემთხვევაში  კრეფა, შესაძლოა, ოქტომბრამდეც კი გაჭიანურდეს.

კრეფის გარდა სარეველების გამარგვლაც საჭიროა.

პირველად თაბაქოს ფოთლებს  დათესვიდან ორი თვის შემდეგ კრეფენ. ამის შემდეგ კიდევ ერთი თვე უნდა გავიდეს იმისთვის, რომ ახალი ფოთლები წამოიზარდოს. ამ ფოთლებსაც კრეფენ, პრესავენ და მზეზე გასაშრობად კიდებენ.

ერთი კილოგრამი გამხმარი ფოთოლი 1-2 მანათი (დაახლოებით 1 დოლარი) ღირს. ათი საათის მაძილზე მუშაობით 18-20 დოლარის მიღება შეიძლება.

თამბაქოს ფოთლები დაახლოებით ორი კვირის მანძილზე შრება. თითო თოკზე თითო კილოგრამი თამბაქო კიდია.


ასევე წაიკითხეთ