ცნობილი საოპერო მომღერალი 80 წლის იყო" />

ზურაბ სოტკილავა გარდაიცვალა

ცნობილი საოპერო მომღერალი 80 წლის იყო

80 წლის ასაკში მოსკოვში ქართველი საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა გარდაიცვალა.

2015 წელს ზურაბ სოტკილავას სიმსივნე აღმოუჩინეს. მან მკურნალობის კურსი რუსეთსა და გერმანიაში გერმანიაში გაიარა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში  პროფესიულ საქმიანობასაც დაუბრუნდა.

 

ზურაბ სოტკილავა 1937 წელს სოხუმში დაიბადა.

1965 წელს ზურაბ სოტკილავამ თბილისის კონსერვატორია დაამთავრა. 1966 წლიდან 1968 წლამდე ლა სკალას სტუდენტი იყო. 1974 წლიდან ზურაბ სოტკილავა მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი იყო.

2016 წელს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ სოტკილავა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. სახელგანთქმულ ტენორს ჯილდო საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობისა და საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე წარმოჩენისთვის მიენიჭა.

ვიდრე საოპერო მომღერალი გახდებოდა, ზურაბ სოტკილავა ფეხბურთს თამაშობდა.  “სოხუმში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ჩვენს სახლთან იყო დიდი მინდორი სადაც მთელი ზაფხული ბიჭებთან ერთად ბურთს ვაგორავებდით. მწვრთნელები მოდიოდნენ და გვაკვირდებოდნენ… ერთხელაც, როდესაც 12 წლის ვიყავი, მოვიდა ჩემთან მწვრთნელი და ორი წლის შემდეგ აფხაზეთის ახალგაზრდულ გუნდში აღმოვჩნდი, ხოლო 19 წლისა უკვე თბილისის “დინამოში” ვთამაშობდი”, – იხსენებდა მომღერალი  თავის  ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.


ასევე წაიკითხეთ