ყველაზე ნაკლებად საქართველოს მოქალაქეებს მოსწონთ პრეზიდენტი, რომელიც სულ რაღაც 10 თვის წინ აირჩიეს " />

ვის ენდობიან ქართველები? NDI-ის კვლევის მთავარი ციფრები

ყველაზე ნაკლებად საქართველოს მოქალაქეებს მოსწონთ პრეზიდენტი, რომელიც სულ რაღაც 10 თვის წინ აირჩიეს

მამაკაცი კუჩაში ბროშურით

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა – 60 პროცენტი მთავრობის საქმიანობას აფასებს უარყოფითად.

გასული წლის დეკემბერთან შედარებით მთავრობის მუშაობას უარყოფითად 48 პროცენტი აფასებდა. ეს მაჩვენებელი 12 პროცენტითაა გაზრდილი. გაუარესებულია სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ლიდერების მიმართ ნდობაც.

 ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ახალი პრეზიდენტი?

• მოსახლეობის ნახევარი კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდის. როგორ ცხოვრობენ საქართველოში?

ნახეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრები NDI-ის კვლევიდან:

* გაითვალისწინეთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 13-29 ივლისს, სამთავრობო ცვლილებებამდე ჩატარდა.

ვინ არის ლიდერი?

პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში თბილისის მერი კახი კალაძე ლიდერობს. ყველაზე მეტად გამოკითხულებს სწორედ მისი საქმიანობა მოსწონთ (45 პროცენტი).

ყველაზე ნაკლებად კი პრეზიდენტის, რომელიც სულ რაღაც 10 თვის წინ აირჩიეს. გამოკითხულთა 40 პროცენტი სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას ცუდად და ძალიან ცუდად აფასებს და მხოლოდ 12 პროცენტი დადებითად.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, გამოკითხვის ჩატარების დროს ის ამ პოსტზე ახლადდანიშნული იყო. თუმცა, ფაქტია, რომ იმ მომენტისთვის დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა – უმრავლესობას მისი საქმიანობის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. უმეტესობამ – 35 პროცენტმა თქვა რომ არ იცის, როგორ საქმიანობს თალაკვაძე.

როდესაც აღნიშნული გამოკითხვა ჩატარდა, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იყო, შესაბამისად მონაცემები ახალი პრემიერის გიორგი გახარიას საქმიანობასთან დაკავშირებით კვლევაში არ არის.

სამაგიეროდ კვლევიდან ვიგებთ, რომ გადადგომის მომენტში ბახტაძის საქმიანობას მოსახლეობის უმეტესობა აფასებდა არც კარგად და არც ცუდად – საშუალოდ (34 პროცენტი). კარგად მისი საქმიანობა მხოლოდ 12 პროცენტმა შეაფასა, უარყოფითად კი – 28-მ.

ეკლესია პირველია

აქ კვლავ უპირობო ლიდერი ეკლესიაა.

მოსახლეობის 64 პროცენტი ამ ინსტიტუციის საქმიანობას დადებითად აფასებს. 20 პროცენტი საშუალოდ და მხოლოდ 5 უარყოფითად.

ინსტიტუციების რეიტინგში ბოლო ადგილზე პარლამენტია. მოსახლეობის 42 პროცენტს მისი მუშაობა არ მოსწონს და მხოლოდ 8 პროცენტია კმაყოფილი. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პარლამენტს ყველაზე დაბალი რეიტინგი სწორედ ახლა აქვს.

ნდობის რეიტინგში ეკლესიას სერიოზულ კონკურენციას არც მეტი არც ნაკლები იუსტიციის სახლები უწევენ. ამ დაწესებულებების საქმიანობას, რომელთა მთავარი კონცეფცია ერთ შენობაში თავმოყრილი ასობით სახელმწიფო სერვისია, მოსახლეობის 57 პროცენტი დადებითად აფასებს.

ტრადიციულად, დადებითად აფასებენ საქართველოს მოქალაქეები ასევე ქართული ჯარის საქმიანობას (53 პროცენტი).

რაც შეეხება პოლიციას. მისი საქმიანობა გამოკითხულთა 42 პროცენტს მოსწონს და 14 არ მოსწონს. 37 პროცენტი მას საშუალოდ აფასებს.

სახალხო დამცველის აპარატს უფრო ენდობა (25 პროცენტი) ვიდრე სასამართლოს. 37 პროცენტმა ცუდად და ძალიან ცუდად შეაფასა სასამართლოს მუშაობა და მხოლოდ 10 თქვა, რომ სასამართლო კარგად მუშაობს. პროკურატურის საქმიანობა მხოლოდ 12 მოსწონს. 27 პროცენტი ამ უწყებას უარყოფითად აფასებს.

პოლიტიკური პარტიები

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართულ ოცნებას” მხარს მოსახლეობის 20 პროცენტი დაუჭერდა მხარს, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” – 9 პროცენტი, პრორუსულ “პატრიოტთა ალიანსს” – 4 პროცენტი და “ევროპულ საქართველოს” – 4.

26 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის, ვის მისცემდა ხმას, 19 პროცენტი ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა.

ამასთან გამოკითხულთა უმრავლესობა (45 პროცენტი) ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.

კითხვას ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდით თუ არა, გამოკითხულთა 41 პროცენტმა უარყოფითად უპასუხა.

არჩევნებში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში კი, უმრავლესობას (57 პროცენტი) გადაწყვეტილი არ აქვს, თუ ვის მისცემდა ხმას.

კვლევის ჩატარების პერიოდში მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნება ჯერ დააანონსებული არ ჰქონდა და შესაბამისად, მასზე კითხვა დასმული არ არის.

20 ივნისი 

გამოკითხულთა 20 ივნისის მოვლენებში პასუხისმგებელი ხელისუფლებაა (43 პროცენტი). უმრავლესობა (68 პროცენტი) ასევე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა აქციის დაშლისას. 71 პროცენტი ფიქრობს, რომ გადამეტებული ძალის გამო პასუხი სათანადოდ არავინ აგო.

ეთანხმებით თუ არა, რომ შს მინისტრი გახარია უნდა გადადგეს – აქ აზრი თითქმის ორად გაიყო, თუმცა 46 მიიჩნევს, რომ უნდა გადადგეს. 39-მა პროცენტმა თქვა, რომ  არ უნდა გადადგეს.


ასევე წაიკითხეთ