აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციას უარყოფს " />

ვინ არის პასუხისმგებელი აფხაზეთში წესრიგის დაცვაზე – რუსი თუ აფხაზი სამხედროები?

აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციას უარყოფს

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ და აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთმანეთთან არაოფიციალურად იკამათეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცები უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე.

აფხაზეთი: როგორ გამოიყურება ცხოვრება ელექტროენერგიის გარეშე

• რითი განსხვავდება აფხაზეთი შვეიცარიისგან?

სოციალურ ქსელებში მაშინვე რამდენიმე ათეული აღშფოთებული კომენტარი გამოჩნდა აფხაზეთის ხელისუფლებისადმი მოთხოვნით, რომ რეაგირება მოეხდინათ ამ ინფორმაციაზე.

„თუკი დღეს ამას გავატარებთ, ხვალ საერთოდ არავინ არაფერს შეგვეკითხება… რა მიზეზები არსებობს იმისათვის, რომ აფხაზეთში წესრიგი რუსმა პოლიციელებმა დაიცვან?“, – წერენ სოციალურ ქსელებში აღშფოთებული ადამიანები.

განცხადება გააკეთა რამდენიმე საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ:

„ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც პროვოკაციას და ველოდებით ხელისუფლებისგან ამ ინფორმაციის დადასტურებას ან უარყოფას“, – განაცხადა საზოგადოებრივმა მოძრაობა „აპსხარამ“.

რამდენიმე საათის შემდეგ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია უარყო.

„მაისის სადღესასწაულო ღონისძიებების მიმდინარეობისას წესრიგის დაცვას მთლიანად უზრუნველყოფს აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ფლობს ყველა აუცილებელ საშუალებასა და ძალას მოქალაქეებისა და სტუმრების უსაფრთხოების დასაცავად“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ამავე დროს, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთოდ არ ახსენა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო, რომელმაც არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, მაგრამ ჟურნალისტებს მოუწოდა, „კორექტულად მოექცნენ ინფორმაციას და არ დაუშვან გადაუმოწმებელი მონაცემების გავრცელება“.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ