დღე დასრულდა: სამხედრო აღლუმით, კონცერტებით, რუსეთის პრეზიდენტისგან მილოცვით" />

ვიდეო: აფხაზეთში ომის დასრულების 25 წლისთავს როგორც გამარჯვების დღეს, ისე ზეიმობენ

დღე დასრულდა: სამხედრო აღლუმით, კონცერტებით, რუსეთის პრეზიდენტისგან მილოცვით

30 სექტემბერი აფხაზეთში ხელისუფლებისთვისაც და ყველა ადამიანისთვის მთავარ დღესასწაულად მიიჩნევა. ეს არის 1992-1993 წლის აფხაზეთის ომის დასრულების დღე. 2018 წლის ივლისიდან ამ დღეს აფხაზეთში გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღეს უწოდებენ.

მთლიანობაში დღესასწაულს სამი დღე ეთმობა. გაიმართა ასევე სამხედრო აღლუმი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მისალოცი დეპეშა გაუგზავნა აფხაზეთის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას;

„მინდა დავადასტურო, რომ რუსეთი მომავალშიც ყოველმხრივ დახმარებას აღმოუჩენს აფხაზეთის ხელისუფლებასა და ხალხს მათ წინაშე მდგარი ამოცანების გადასაწყვეტად“, – ნათქვამია დეპეშაში.

სოხუმში გამართულ მათავარ სადღესასწაულო კონცერტზე აფხაზეთისა და რუსეთის სახალხო მსახიობმა ხიბლა გერმაზავამ საგანგებოდ საიუბილეო თარიღისთვის ირინა სეკაჩევას ლექსზე მაქსიმ ფადეევის მიერ დაწერილი ახალი სიმღერა, „ჩემო აფხაზეთო“ შეასრულა. ბრიფინგზე ხიბლა გერმაზოვამ თქვა, რომ ის სპეციალურად ჩამოვიდა, რათა აფხაზი ხალხისთვის ეს თარიღი მიელოცა.

ასევე ვებვერდზე იხილავთ: სოხუმის დაცემის დღე – ასე იხსენებენ საქართველოში 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის დასრულების დღეს  

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს ქართულ შეიარაღებულ ძალთა დამარცხებით დასრულდა.

 ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, ორივე მხრიდან 13 ათას ადამიანზე მეტი დაიღუპა. 1992-1993 წლების ომში აფხაზეთის მხრიდან არანაკლებ ოთხი ათასი ადამიანი დაიღუპა – და  ყველა დაღუპულის სახელი სოხუმში მემორიალზე წერია.

 დევნილად იქცა 300 ათასი ადამიანი, უმეტესწილად – ეთნიკური ქართველები.

ასევე ვებვერდზე იხილავთ: ფოტოარქივი ქართული ოჯახები 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის შემდეგ აფხაზეთს ტოვებენ

2008 წელს აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. საქართველოს მთავრობამ, თავის მხრივ, ეს ტერიტორია ოფიციალურად გამოაცხადა ოკუპირებულად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ