კომპანია "ბორჯომის" შესანიშნავი პროექტი - როგორ იცვლებოდა თბილისი" />

ვებგვერდზე თავმოყრილი 125 წელი

კომპანია "ბორჯომის" შესანიშნავი პროექტი - როგორ იცვლებოდა თბილისი

‘გულისამაჩუყებელია’, ‘საოცარია’, ‘მადლობა ბორჯომს ამ მოგზაურობისთვის’, ‘ცრემლი ვერ შევიკავე’ – ამ სიტყვებით აზიარებდნენ ქართველი ფეისბუკ მომხმარებლები მინერალური წყალი ‘ბორჯომის’ ახალ ვებ-გვერდს, რომელიც კომპანიამ თავის 125 წლის იუბილეს მიუძღვნა.


ციფრული პროექტი სახელწოდებით ‘ბორჯომი 125′ ვიზიტორებს დროში თავგადასავლებით სავსე მოგზაურობას სთავაზობს.

‘ბორჯომის’ ბოთლის ევოლუციასთან ერთად ნახავთ, როგორ ვითარდებოდა ცხოვრება თბილისში.

2

ერთი ჩვეულებრივი თბილისური ბინის ინტერიერი თქვენ თვალწინ ცამეტჯერ შეიცვლება. უცვლელი ამ ინტერიერში მხოლოდ ‘ბორჯომის’ ბოთლია, რომელიც ყველა დროსა და ეპოქაში თბილისური ოჯახის მაგიდაზე დგას.

3-1

‘ბორჯომის’ 125– წლიანი ისტორია ათწლეულებადაა დაყოფილი. ღილაკზე თითის ერთი დაჭერით თქვენ ერთი ეპოქიდან მეორეში გადახვალთ და ნახავთ,რა ხდებოდა მაშინ თბილისში – როგორ აწყობდნენ სახლებს, რითი ერთობოდნენ, რას კითხულობდნენ,რა მუსიკას უსმენდნენ,რა ინტერესები ჰქონდათ…

პროექტი ქართულმა კრეატიულმა სააგენტო BetterFly-მ განახორციელა.კომპანიაში ამბობენ, რომ ‘დაუვიწყარი მოგზაურობის’ ორგანიზება მარტივი არ ყოფილა და ამისთვის მასშტაბური კვლევის ჩატარება გახდა საჭირო. ეპოქისთვის დამახასიათებელი საგაზეთო ამონარიდები მწერალმა დიმიტრი ხუფენიამ შეაგროვა, მუსიკოსმა თორნიკე ქარჩხაძემ კი, არქივების და თანამედროვე ტექნიკის მეშვეობით, ფაქტობრივად ხელახლა შექმნა თითოეული დეკადისთვის დამახასიათებელი ხმები.

ფოტოების თვალიერებისას არ დაგავიწყდეთ ‘დააკლიკოთ’ გაზეთებს, ფირსაკრავებსა და ტელევიზორს.ძველი საკერავი მანქანის ნოსტალგიური ხმაურიც არ გამოგრჩეთ და 30-იან წლებში დარაბებით ყრუდ დახურული ფანჯრებიც.
ნახეთ და შეაფასეთ:  www.125.borjomi.com

4

1

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ