წყალი უკვე ერთი თვეა არ მოდის. ხელისუფლება არავითარ ზომებს არ იღებს" />

ეჩმიაძინის მაცხოვრებლებმა დღეს ერთ-ერთი საავტომობილო გზა გადაკეტეს

წყალი უკვე ერთი თვეა არ მოდის. ხელისუფლება არავითარ ზომებს არ იღებს

photo: 1in.am

ეჩმიაძინის მაცხოვრებლებმა, რომელიც სომხეთის დედაქალაქის მახლობლად მდებარეობს, დღეს ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს: ისინი წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ.

ეჩმიაძინის მაცხოვრებლები ჰყვებიან, რომ მათ, დაახლოებით ერთი თვეა, სასმელი წყალი არ აქვთ. მათ შესაბამის ორგანოებს თხოვნით მიმართეს, რომ ეს სიტუაცია მოეგვარებინათ, თუმცა პრობლემის გადაჭრის ყველა დაპირება ფუჭი აღმოჩნდა, და ქალაქის იმედგაცრუებულმა მოსახლეობამ საავტომობილო გზის გადაკეტვა გადაწყვიტა, რომ როგორღაც ყურადღება მიეპყრო.

„ორ თვეზე მეტია, წვეთი ნორმალური წყალი არ გვაქვს. ვისაც არ მივმართეთ, ყველგან იმას გვეუბნებიან, რომ ყველაფერი მოგვარდება, თუმცა არაფერი გვარდება“, – ჩივის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, და აღნიშნავს, რომ თუ ეს საკითხი არ გადაიჭრება, გზას ისევ გადაკეტავენ.

კიდევ ერთმა ასაკოვანმა ქაბატონმა თქვა, რომ ასეთ სიცხეში უწყლოდ ცხოვრება წარმოუდგენელია: „ ბანაობაც შეუძლებელია და ტუალეტში სიარულიც. ასე როგორ უნდა ვიყოთ? სამარცხვინოა, ჩვენს შენობაში 70 ადამიანი ცხოვრობს, და წყალი არავის აქვს“.

მაცხოვრებლები ჰყვებიან, რომ უფლებამოსილ ორგანოებში მათ ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს სცემდნენ: ჯერ უთხრეს, რომ წყალი ავარიის გამო არ იყო, თითქოს მილებთან დაკავშირებით შეიქმნა პრობლემა, შემდეგ დაჰპირდნენ, რომ ამ პრობლემას ერთ-ორ დღეში გადაჭრიდნენ, თუმცა აქამდე ვერ გადაჭრეს.

„ახლა ის დრო აღარ არის, რომ ადამიანები წყურვილით იხოცებოდნენ, და თეთრეულის გარეცხვა არ შეეძლოთ. ჯერ ჭურჭელს ვაგროვებთ, შემდეგ ქალები ვიკრიბებით და სათლებით წყლის მოსატანად მივდივართ, რომ გავრეცხოთ. სად გინახავთ, რომ ბავშვი ქუჩაში თამაშის შემდეგ სახლში მოვიდეს და ხელების  დაბანა არ შეეძლოს?“ – ჩივის ერთ-ერთი მოსახლე.

ქალაქის ხელმძღვანელობას ჯერ პასუხი არ გაუცია, თუ რატომ არ აქვს მოსახლეობას წყალი, და ეს სტუაცია როდის შეიცვლება.


ასევე წაიკითხეთ