პროსამთავრობო ჟურნალისტების ჯგუფის აგრესიულმა პროტესტმა ევროპელები აიძულა, პრეს-კონფერენცია შეეწყვიტათ და დარბაზი დაეტოვებინათ " />

ეუთოს დამკვირვებლებმა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნები გააკრიტიკეს

პროსამთავრობო ჟურნალისტების ჯგუფის აგრესიულმა პროტესტმა ევროპელები აიძულა, პრეს-კონფერენცია შეეწყვიტათ და დარბაზი დაეტოვებინათ

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გამართული ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვირვებელთა ბიუროს მისიისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეს-კონფერენცია პროსამთავრობო ჟურნალისტების აგრესიული ქცევის გამო შეწყდა.

დამკვირვებლებმა თავიანთ წინასწარ მოხსენებაში საარჩევნო პროცესის დროს გამოვლენილი დარღვევის მრავალრიცხოვანი ფაქტი აღნიშნეს.

რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში ჩატარდა იმ ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ვითარებაში, რაც მართლაც დემოკრატიული საარჩევნო კამპანიისთვის აუცილებელია“, – ნათქვამია მოხსენებაში.(დოკუმანტის სრული ტექსტი იხილეთ აქ.)

დარღვევებთან დაკავშირებით მისიის წარმომადგენლის სიტყვებმა რამდენიმე პროსამთავრობო მედიაგამოცემის რედაქტორის მწვავე პროტესტი გამოიწვია.

ჟურნალისტები ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვირვებელთა ბიუროს მისიისა და ეუთოს წევრებისგან მაღალ ტონალობაში მოითხოვდნენ, რომ მათ თავიანთი ანგარიში შეეცვალათ. ერთ-ერთმა რედაქტორმა მისიის ანგარიშს უწოდა „აზერბაიჯანელი ხალხის შეურაცხყოფა, რომელიც ანტიაზერბაიჯანული ძალების მიერ არის დაწერილი, და რეალობისგან შორს დგას“. ამავდროულად ზოგიერთი გამპროტესტებელი მისიის წარმომადგენელთა მისამართით აშკარად შეურაცხმყოფელ რეპლიკებს ისროდა. ამის საპასუხოდ, ეუთოს დამკვირვებლებმა პრეს-კონფერენცია შეწყვიტეს და სხდომათა დარბაზი დატოვეს.

დაახლოებით ნახევარ საათში, მას შემდეგ, რაც წესრიგის დაცვის გარანტია მიიღეს, მისიის წარმომადგენლები დარბაზში დაბრუნდნე ნდა პრეს-კონფერენცია დაასრულეს.

მალე ისინი ადგილებზე დაბრუნდნენ, პრეს-კონფერენციის დასრულების შესახებ განაცხადეს, და დასძინეს, რომ მონიტორინგის შედეგები ბეჭდური სახით არსებობს და მათი გაცნობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ევროპელი დამკვირვებლების კრიტიკულმა ანგარიშმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკმაყოფილებაც გამოიწვია.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროსგან, ეუთოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეისგან იმ დარღვევების დამტკიცება მოითხოვა, რომელთა შესახებაც მათ განაცხადეს.

დღეს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიღეს, მათ მიმართ აზერბაიჯანის მხრიდან გადამწყვეტი პროტესტი გამოითქვა“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნები 11 აპრილს ჩატარდა. მასში რვა კანდიდატი მონაწილეობდა. წინასწარი შედეგების მიხედვით, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ქვეყნის მოქმედმა ხელმძღვანელმა ილჰამ ალიევმა, რომელმაც ხმათა 86%-ზე მეტი დააგროვა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ