სპეციალისტები ამას გვალვას, საქონლის საკვებზე ფასის მატებასა და ექსპორტის მოცულობის ზრდას უკავშირებენ" />

ერევანში ხორცი და კარაქი გაძვირდა

სპეციალისტები ამას გვალვას, საქონლის საკვებზე ფასის მატებასა და ექსპორტის მოცულობის ზრდას უკავშირებენ

ფოტო: ლუსი სარკისიანი, JAMnews

ბოლო ათი დღის განმავლობაში, ერევნის მღაზიებში კარაქისა და ხორცის ფასებმა მკვეთრად მოიმატა. ოფიციალური მონაცემებით, კარაქი 30%-ით გაძვირდა, ხოლო ხორცი, სახეობის მიხედვით –  20-30%-ით.

თუ რას უკავშირდება ეს,  ამის შესახებ ოფიციალური განმარტებები ჯერ არ არსებობს. მხოლოდ ეკონომიკური კონკურენციის დაცვის კომიტეტიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ ხორცის ბაზარი – მათ კომპეტენციაში არ შედის. ვაჭრები კი ჩივიან, რომ ბოლო ათი დღის განმავლობაში თითქმის ვერაფრის გაყიდვა ვერ მოახერხეს – გაძვირებულ პროდუქტებს ძალიან ცოტა ადამიანი ეტანება.

ხორცის ფასების ზრდა ციფრებით

ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში ერევანში

  • 1 კგ. ძროხის ხორცი 2100 დრამი ($4,4) ღირდა,
  • ცხვრის ხორცი ღირდა 2200 დრამი ($4,6),
  • ღორის ხორცი – დაახლოებით 2600 დრამი($5,4).

სექტემბრის ბოლოდან

  • ძროხის ხორცი გაძვირდა 300-400 დრამით ($0,6-0,8),
  • ცხვრის ხორცი – 500-600 დრამით ($1-1,2),
  • ღორის ხორცი – 800-1000 დრამით ($1,6-2).

 

კარაქის ფასის ზრდა ციფრებით

ორი თვის წინათ კარაქის 200-250-გრამიანი შეკვრის ყიდვა 750-800 დრამად ($1,5-1,6) შეიძლებოდა. ახლა ის 980-1000 დრამი($2-2,1) ღირს; კარგი ხარისხის კარაქი, რომელიც წონით იყიდება, 1400 დრამით(თითქმის სამი დოლარით) გაძვირდა – 2800 დრამიდან($5,8)  4200 დრამამდე ($8,8).

JAMnews-თან საუბრისას ეროვნული საკრებულოს დეპუტატმა,  ეკონომიკური საკითხების მუდმივი კომისიის თავმჯდომრემ, სომხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ხოსროვ არუთუნიანმა თქვა, რომ გაძვირების მიზეზები ჯერ გარკვეული არ არის, თუმცა საკითხი კიდევ განიხილება.

მან აღნიშნა, რომ ამ პროდუქტების ბაზრები მონოპოლიზებული არ არის, ამიტომ  არ შეიძლება გაძვირება რომელიმე ოლიგარქის სახელს დავუკავშიროთ. მან ფასების ზრდის რამდენიმე შესაძლო მიზეზი დაასახელა, რაც, მისი თქმით, კიდევ უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს.

 „შესაძლოა, მეტი მყიდველი გაჩნდა, მოთხოვნა გაიზარდა, და ფასმაც ამიტომ მოიმატა. არ გამოვრიცხავ, რომ მეწარმეებს საქონელი საზღვაგარეთ გააქვთ, და შესაბამისად, შიდა ბაზარზე საქონლის მცირე მოცულობა რჩება – და ფასი იზრდება, რადგან მოთხოვნა მაღალია, საქონელი კი ცოტა. შესაძლოა მეწარმეეებისთვის ხორცის რუსულ ბაზარზე გატანა უფრო ხელსაყრელი გახდა, ვიდრე მისი ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვა. კარაქს რაც შეეხება, ვვარაუდობ, რომ მისი ფასი იმ ქვეყნებში გაიზარდა, საიდანაც სომხეთში მისი იმპორტირება ხდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი რამ ცხადია: ხელისუფლებას არავითარი გავლენა არ მოუხდენია, და ფასების ზრდა არ დაურეგულირებია“, – განმარტა ხოსროვ არუტუნიანმა.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის „აგრარულ-გლეხური გაერთიანების“ ხელმძღვანელმა გრაჩ ბარბერიანმა აღნიშნა, რომ პრობლემა ჯერ კიდევ ზაფხულში წარმოიშვა. მან თქვა, რომ ზაფხულში სომხეთში გვალვა იყო, და ბალახი გახმა, რამაც საქონლის საკვების ფასის ზრდა გამოიწვია. ამიტომ, ფერმერები, რომლებსაც საქონელი უნდა გამოეკვებათ, იძულებული გახდნენ ადგილობრივი წარმოების ხორცის და კარაქის ფასი გაეზარდათ.

 „ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, თუ 25 დღის განმავლობაში ნალექი არ მოდის, სახელმწიფო გვალვის შესახებ აცხდებს. მაგრამ სომხეთში ეს არ გააკეთეს, და ადამიანები ვერ მიხვდნენ, რომ ეს გვალვა იყო, ბალახი ხმებოდა და მომავლში საქონლის საკვების ნაკლებობა იქნებოდა. უკვე ივლისში უნდა მოეთიბათ მთაში ბალახი, მწვანე ბალახი უნდა მოეთიბათ, რომ თავიდან აეცილებინათ ეს სიტუაცია, რომელშიც დღეს აღმოჩნდნენ, თან ტყეებში გაჩენილ ხანძრებსაც ასცდებოდნენ“, – აღნიშნა გრაჩ ბერბერიანმა.

მან ასევე თქვა, რომ თივა დაახლოებით სამჯერ გაძვირდა: თუკი წინათ 1შეკვრა  400-700 დრამი ($0,8-1,4) ღირდა, ბალახის ხარისხის მიხედვით, ახლა ეს ციფრი 2000-2500 დრამამდე ($4,2-5,2) გაიზარდა.


ასევე წაიკითხეთ