კინომოღვაწეებმა მუზეუმს მათ მიერ შემონახული ის უნიკალური ნივთები გადასცეს, რომლებიც ოდესღაც სომხური კინოების გადაღებისას გამოიყენებოდა" />

ერევანში სომხური კინემატოგრაფის მუზეუმი გაიხსნა

კინომოღვაწეებმა მუზეუმს მათ მიერ შემონახული ის უნიკალური ნივთები გადასცეს, რომლებიც ოდესღაც სომხური კინოების გადაღებისას გამოიყენებოდა

ერევანში სომხური კინოს მუზეუმი გაიხსნა და გახსნასთან დაკავშირებით ექსპოზიცია მაშინვე შეივსო ახალი მასალებით, რომლებიც სომხური კინოს შესახებ გვიამბობენ. სომეხმა კინემატოგრაფისტებმა საკუთარი კერძო კოლექციებიდან ახალი ექსპონატები წარმოადგინეს. მათ მუზეუმს სიმბოლური ექსპონატები აჩუქეს – ნივთები, რომლებსაც სომხური კინოების გადაღებისას იყენებდნენ: კინოკამერები, კინოფირები, ფოტოკამერები, გასანათებელი ტექნიკა, ფილმების საუნდტრეკების ხელნაწერი ნოტები.

კულტურის მინისტრს არმენ ამირიანს მიაჩნია, რომ ეს მუზეუმი რაღაც დროის შემდეგ ძალიან პოპულარული გახდება:

 „ვფიქრობთ, ეს ჩვენი სამუზეუმო სამყაროს ერთ-ერთი საუკეთესო მუზუმია, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ხშირად მონახულებადი“.

კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარემ არუთიუნ ხაჩატრიანმა მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა:

 „შთაგონებული ვარ იმით, რომ  გვექნება სინემათეკა, რომელიც რაღაც მკვდარი და შემთხვევითი კი არა, არამედ მოქმედი მუზეუმი იქნება, სადაც მეცადინეობები ჩატარდება, ფილმები აღდგება, მასტერ-კლასები გაიმართება, გვექნება ბიბლიოთეკა, ფილმოთეკა,  ფილმების სანახავი პატარა დარბაზი. ასე რომ,  ჩვენი ოცნების განხორციელებას გავაგრძელებთ – მაყურებლისთვის სომხური კინემატოგრაფის გაცნობას. აღმოჩნდა, რომ კინო არ კვდება, ის კიდევ უფრო საჭირო, და მთელი მსფლიოსთვის კიდევ უფრო საინტერესო ხდება, ის სერიოზულ, მნიშვნელოვან იარაღად იქცევა“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ