ფესტივალი ეძღვნება ალქიმიკოს ავედის ზილჯიანს, რომელიც, თურმე ჯაზთან და როკთან კავშირშია" />

საერთაშორისო ფესტივალი Jazz Fest-2017 ერევანში

ფესტივალი ეძღვნება ალქიმიკოს ავედის ზილჯიანს, რომელიც, თურმე ჯაზთან და როკთან კავშირშია

ერევანში საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი Yerevan Jazz Fest-2017 დაიწყო. უკვე მესამე წელია, ფესტივალი ჯაზის ცნობილ მუსიკოსებსა და მოყვარულებს უყრის თავს.

ფესტივალი მარკუს მილერის და მისი ჯგუფის გამოსვლით დაიწყო. დახურვის ცერემონიაზე  კი კუბელი გონსალო რუბალკაბა გამოვა.

„ჯაზი ყოველთვის მოდაშია. როდესაც მეუბნებიან, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯაზი მოდური გახდა, ვპასუხობ: ჯაზი 60-იანებშიც მოდური იყო, 70-იანებშიც და 80-იანებშიც, და დღემდეც. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ტრადიციების შენარჩუნება, რომლებსაც 1938 წელს ჩეყარა საფუძველი. ატრემი აივაზიანი, კონსტანტინ ორბელიანი, მარტინ ვარდაზარიანი, სტეპან შაკარიანი, არნო ბაბაჯანიანი – ჩვენ მათი მიმდევრები ვართ.

ჩვენ მომდევნო თაობის წარმომადგენლები ვართ, ასე ვთაქვათ – სამოციანელები. ჩვენ მათგან იმით განვსხვავდებით, რომ მათ დიდი ჯგუფები – ბიგ-ბენდები ჰყავდათ. 60-იანების დასაწყისში ჩვენ ბრიუსოვსკის ინსტიტუტში პატარა ბენდი შევქმენით და ამის შემდეგ სოკოებივით აღმოცენდა პატარა ჯგუფები, ჯაზური მოძრაობები, რაც დღემდე გრძელდება, და ეს ჩემთვის მხოლოდ სასიხარულოა“, – ამბობს ჯაზმენი ლევონ მალხასიანი.

მას მიაჩნია, რომ ამგვარი ჯაზის ფესტივალები ერევნელებისთვის ნამდვილი დღესასწაულია, ჯაზმენებისთვის კი ეს არის სივრცე თვითრეალიზაციისა ახალი კავშირების დამყარებისთვის.

სხვათა შორის, Yerevan Jazz Fest ყოველწლიურად  მსოფლიოში სახელგანთმულ  რომელიმე სომეხ პიროვნებას ეძღვნება; ამჯერად ის მიეძღვნა ალქიმიკოს ავედის ზილჯიანის ხსოვნას, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნეში ცხოვრობდა. ის,  ყველა ალქიმიკოსის მსგავსად, სხვადასხვა ნივთიერების შეერთებით ცდილობდა ოქროს მიღებას და 1618 წელს მიიღო შენაერთი, რომლისგანაც განსაკუთრებული ჟღერადობის დასატყამი თეფშები შექმნა. შემდეგ მან დააარსა კომპანია Zildjian, რომელიც დღემდე ამ თეფშებს აწარმოებს და მსოფლიოში ჯაზის და როკ-ჯგუფებისთვის განკუთვნილი დასარტყამი ინსტრუმენტების მწარმოებელ და მიმწოდებელ საუკეთესო კომპანიად არის მიჩნეული.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ