ქალაქის მერია ამ გზით ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებასა და დედაქალაქის მუდმივი საცობებისგან გადარჩენას ცდილობს" />

ერევანში მეტროს კიდევ კიდევ ორ სადგურს და ფუნიკულიორს ააშენებენ

ქალაქის მერია ამ გზით ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებასა და დედაქალაქის მუდმივი საცობებისგან გადარჩენას ცდილობს

მეტროს ორი სადგური მომავალში ერევნის ცენტრს აჩაპნიაკისა და დავიდაშენის საცხოვრებელ უბნებთან დააკავშირებს. ქალაქის მთავარი არქიტექტორი აპირებს, რომ დედაქალაქში დააბრუნოს საბაგირო გზა, რომელიც წინათ დედაქალაქის რაიონ ნორ ნორკს ცენტრთან აკავშირებდა.

 მეტროს ახალი სადგურები

ერევნის მთავარმა არქიტექტორმა არტურ მესჩიანმა თავისი ასდღიანი მუშაობის შედეგების შეჯამებისას, დღეს განაცხადა, რომ აჩაპნიაკის თემში მეტროს სადგურის მშენებლობის პროექტი უკვე ამოქმედებულია. მოგვიანებით მეტროს ხაზს დედაქალაქის დავიდაშენის რაიონშიც გაიყვანენ.

მეტროს ახალი სადგურები  ხელს შეუწყობს იმ მიწისზედა ტრანსპორტის განტვირთვას, რომელიც ერევნის ცენტრს ქალაქის გარეუბნებთან აკავშირებს.

მესჩიანმა განაცხადა, რომ ინვესტორები უკვე არსებობენ, და შემუშავებულია სერიოზული და რთული სისტემა:

 „ვამზადებთ პროექტს გათვლებითა და არქიტექტურული გადაწყვეტით მეტრო – ეს სტრატეგიული ობიექტია, და არამხოლოდ ტრანსპორტი, აჩაპნიაკის ხაზზე უკვე 150 მილიონია დახარჯული“.

ერევნის მეტროპოლიტენი 1981 წელს დაარსდა. ახლა დედაქალაქში სულ 12 სადგური ფუნქციონირებს – ყველა მათგანი საბჭოთა დროს არის აშენებული.

ახალი საბაგირო გზა ერევანში

არტურ მესჩიანმა ასევე დააანონსა ახალი საბაგირო გზის მშენებლობაც, რომელიც ერევნის ცენტრს ნორ ნორკის რაიონთან დააკავშირებს.

მთავარი არქიტექტორის აზრით, ამ პროგრამის განხორციელება უფრო სწრაფად მოხერხდება, რადგან ამისთვის უფრო მოკრძალებული თანხებია საჭირო, ვიდრე სადგურების მშენებლობისთვის.

„საბაგირო“ 12-14 ადამიანზე გათვლილი კაბინებით იმუშავებს.

 „ვინაიდან დღესდღეობით იმის საშუალება არ გაგვაჩნია, რომ [ამ მიმართულებით] მეტროპოლიტენის ხაზი გავიყვანოთ, ამ საკითხის ოპტიმალურ გადაწყვეტად საბაგირო გზა იქცევა“.

წინათ ერევანში, 1967 წლიდან 2004 წლამდე – საბაგირო გზა სწორედ ამ  მიმართულებით მოქმედებდა. იმ დროს ამ გზით დღეში 500 ადამიანი სარგებლობდა.

გასეირნება ერევანში — რჩევები მათთვის, ვინც სომხეთის დედაქალაქში პირველადაა

 ერევანში უკანონო მშენებლობებს ომი გამოუცხადეს

ერევანი ელექტროსადენებისა და გაზის მილების „ქსელისგან“ გათავისუფლდება

არქიტექტორის აზრით, სომხეთის დედაქალაქში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა – ელექტრო და გაზის სადენების ზედმეტად დიდი რაოდენობაა.

მესჩიანმა აღნიშნა, რომ მათი მიწის ქვეშ ჩაფლვა და ყველაფრის დაერთება – საკმაოდ მოცულობითი და რთული სამუშაოა.

 „ქუჩების აღჭურვის ფარგლებში, იგეგმება მათი ქვით მოპირკეთება. და ამ ამოცანის გადაჭრა შესაძლებელია. ერევანი ელექტრო და გაზის სადენების ქსელისგან უნდა გასუფთავდეს“.

ვინ არის მესჩიანი

არტურ მესჩიანს სომხეთში უფრო არქიტექტორად იცნობენ, ვიდრე მუსიკოსად. კომპოზიტორს, თითქმის ყველა თაობის ადამიანის საყვარელი სიმღერების ავტორს  დიდი პატრიოტის სახელი აქვს, რომელსაც მუდამ აქტიური სამოქალაქო პოზიცია გააჩნია. ამასთან დაკავშირებით ბევრი მის დანიშვნას სერიოზულ იმედებს უკავშირებს.

 


ასევე წაიკითხეთ