პროტესტის მიზეზია განათლების სამინისტროს პროექტი უმაღლეს სასწავლებლებში სომხური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის არასავალდებულო სწავლების შესახებ" />

ერევანში მეამბოხე სტუდენტებს პედაგოგები შეუერთდნენ – მათ ერთდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს

პროტესტის მიზეზია განათლების სამინისტროს პროექტი უმაღლეს სასწავლებლებში სომხური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის არასავალდებულო სწავლების შესახებ

სომხური ენა, სომხური ლიტერატურა, სომხეთის ისტორია, განათლების მინისტრი, არაიკ არუთიუნიანი, საფაკულტეტო საგნები, არასავალდებულო საგნები, გაფიცვა, პედაგოგები, სტუდენტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, მჯდომარე გაფიცვა, დაშნაკები

ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება. ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სომხური ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები 6 ნოემბრიდან სწავლის პროცესში არ მონაწილეობენ. ისინი ასე აპროტესტებენ „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების შესახებ“ ახალი კანონპროექტის მიღებას. მინისტრის ახალი პროექტის თანახმად, სომხური ენის, ლიტერატურისა და სომხეთის ისტორიის სწავლა არაჰუმანიტარული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის არასავალდებულო გახდება.

13 ნოემბერს სტუდენტების აქციას პედაგოგებიც შეუერთდნენ და ერთდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს. სტუდენტების აქციის დაწყებისთანავე ისინი მათ პროტესტს მხარს უჭერდნენ, რაც სწავლის პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმით გამოიხატებოდა, მაგრამ თავად მათ გაფიცვა ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ.

უკვე 6 ნოემბერს სტუდენტების საპროტესტო აქციის საპასუხოდ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  განცხადებით გამოვიდა.  მასში ნათქვამი იყო, რომ „პროექტის მიღების შემდეგაც კი ნებისმიერი უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილი იქნება, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, უნდა ისწავლებოდეს თუ არა სავალდებულო წესით ეს საგნები ყველა ფაკულტეტზე“.

მაგრამ ამან სიტუაცია ვერანაირად ვერ განმუხტა. აქციების გრძელდება.

რატომ გადაწყვიტეს პედაგოგებმა გაფიცვა

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიისა და ისტორიის ფაკულტეტების პედაგოგებმა ერთდღიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა გამოაცხადეს. სტუდენტურ მოძრაობასთან სოლიდარობის ნიშნად შეერთების გადაწყვეტილება ერთობლივ კრებაზე მიიღეს.

 „ორი ფაკულტეტის პედაგოგები მხარს უჭერენ ამ გაფიცვას, რომლის მიზანია უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტში საგნების – „სომხური ენისა, „სომხეთის ისტორიის“  სავალდებულო სწავლების შესახებ მუხლი შენარჩუნდეს”, –  ამბობს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი სომხური ენის კათედრის გამგე იური ავეტისიანი.

პედაგოგები აცხადებენ, რომ მზად არიან, ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის განათლების მინისტრის არაიკ არუთიუნიანის მონაწილეობით,  ამ საკითხზე იმსჯელონ.

 „ჩვენ მოველით, რომ განათლების სამინისტრო ან უფლებამოსილი ორგანო უახლოეს მომავალში მოაწყობს განხილვას, რომელშიც ყველა დაინტერესებული, კომპეტენტური მხარე მიიღებს მონაწილეობას“, – თქვა იური ავეტისიანმა.

სამი კლასი  ერთ შენობაში. ბავშვები გახარებულები არიან, მასწავლებლები – დაბნეულები

სხვა აქცია იმავე მიზეზით

პარალელურად გრძელდება პარტია „დაშნაკცუტიუნის“ ახალგაზრდული ფრთის  აქცია. ის 7 ნოემებერს დაიწყო. მას შემდეგ განათლების სამინისტროს შენობის წინ მიმდინარეობს მჯდომარე აქცია მოთხოვნით – „მთავრობის სხდომა არაიკ არუთიუნიანის გარეშე“.

ერევანში ასეულობით ახალგაზრდა განათლების მინისტრის გადადგომას მოითხოვს – რა დააშავა მინისტრმა?

ახალგაზრდები მოითხოვენ, რომ განათლების მინისტრი რაც შეიძლება სწრაფად გადადგეს. არაიკ არუთიუნიანმა თავიდანვე განაცხადა, რომ მანამდე არ აპირებს წასვლას, ვიდრე საკუთარ საქმიანობას თავადვე არ მიიჩნევს არაეფექტიანად.

რას ამბობს პრემიერი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი 8 ნოემბერს სტუდენტებს შეხვდა და მინისტრს მხარი დაუჭირა.

საფრანგეთში სომხეთის დიასპორასთან შეხვედრაზე 12 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანი განათლების სფეროში არსებულ რეფორმებს შეეხო.

ნიკოლ ფაშინიანმა ამ საკითხისადმი მთავრობის მიდგომა განმარტა. მისი თქმით, მისი მთავრობის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას  სიღარიბის დაძლევა წარმოადგენს, სწორედ ამაზეა გათვლილი ახალი რეფორმები.

 „ჩვენ ისტორიული შანსი მოგვეცა, რომ მაქსიმალურად სწრაფად  გადავჭრათ სიღარიბის საკითხი. ამჟამად ქვეყანაში იმის ასპროცენტიანი გარანტია არსებობს, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს პროფესიონალმა კარგად ანაზღაურებადი სამუშაო იშოვოს. ამ სფეროში ახლა 3-4 ათასი ვაკანსიური სამუშაო ადგილია, და ასე იქნება ხვალაც, მომდევნო დღეს, უახლოეს წელიწადს, მეორე წელიწადსაც… პოტენციური 4 ათასი სამუშაო ადგილი სულ იქნება.

ჩვენ იმ განათლების სისტემის, რომელიც ისეთი ადამიანების თაობას ზრდის, რომლებიც სუფრასთან სადღეგრძელოებს ამბობენ (თამადები), ისეთი სისტემით შეცვლა გვსურს, რომელიც ინჟინრებს ამზადებს. ჩვენ ინჟინრები გვჭირდება. მათ საშუალება ექნებათ, რომ მაღალანაზღაურებადი სამუშაო მაშინვე იშოვონ …  და  ჩვენი  მრეწველობის, სამხედრო მრეწველობის, ტექნოლოგიების სფეროში ეს მნიშვნელოვანი საკითხი გადავჭრათ, რადგან ეს არამხოლოდ სიღარიბის დაძლევის საკითხს გადაწყვეტს, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების დონესაც აამაღლებს“.


ასევე წაიკითხეთ