სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ 13 ადამიანია ბრალდებული" />

ერევანში დააკავეს სომხეთში ევროპის კავშირის საგრანტო პროგრამების კოორდინატორი

სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ 13 ადამიანია ბრალდებული

სომხეთში ევროპის კავშირის საგრანტო პროგრამების დელეგაციის კოორდინატორი მაირინე პაპაიანი განსკუთრებულად დიდი ოდენობის თანხების მიტაცების ბრალდებით არის დაკავებული.

სამძებრო კომიტეტის შეტყობინების თანახმად, მარინე პაპაიანმა ეს თანხები იმ საგრანტო სახსრებიდან მიითვისა, რომელიც ევროკავშირმა სომხეთს გამოუყო.

ძიების მასალების მიხედვით, საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლის სახელიც არ არის მითითებული, 2008 წელს ევროსაბჭოს დელეგაციის გრანტის კონკურსში მონაწილეობდა. კონკურსის შედეგების მიხედვით, ხელი მოეწერა რამდენიმეწლიან საგრანტო შეთანხმებას. ორგანიზაციის ანგარიშზე გადაირიცხა ფული, თუმცა მან ვალდებულებები არ შეასრულა. ორგანიზაციის თავმჯდომარეს ბრალად ფულის მიტაცება ედება. მითვისებული ფულის ოდენობა 67,335 დრამს უტოლდება ( დაახლოებით 135 ათას ევროს), – წერს გამოცემა News.am.

სამძებრო ორგანოები აღნიშნავენ, რომ ორგანიზაციამ მოამზადა დოკუმენტები, რომლებიც ხარჯების მიზანშეწონილობის შესახებ ცრუ ჩვენებებს შეიცავდა; სწორედ ეს დოკუმენტები წარედგინა ევროკავშირს. საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს ბრალი სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პუნქტი 1, ნაწილი 3-ის (განსაკუთრებულად დიდი ზომით ჩადენილი თაღლითობა) და 325-ე მუხლის, ნაწილი 2-ის( წინასწარი შეთანხმებით, ადამიანების ჯგუფის მიერ დოკუმენტების, ბეჭდების, ბლანკების, სახელმწიფო ნომრებისა და სატრანსპორტო საშუალებების გაყალბება, გაყიდვა ან გამოყენება) მიხედვით წარედგინა. როგორც დღეს გამოცემა „ახალი ამბები-სომხეთი“ იუწყება, ზარალი უკვე ანაზღაურებულია.

პაპიანი 26 აპრილს დააკავეს. აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, კიდევ 13 ადამიანია ბრალდებული, სამ მათგანზე გამოცხადებულია ძებნა. მათ ასევე ჰბრალდებათ სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის მიერ გამოყოფილი საგრანტო სახსრების მოპარვა, ქურდობისთვის ხელის შეწყობა და დოკუმენტების გაყალბება.


ასევე წაიკითხეთ