“პურის მომტანი მოკლეს“, - სკანდირებდნენ მსვლელობის მონაწილეები და იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრების გადადგომას ითხოვდნენ" />

ერევანში არტურ სარგსიანის სიკვდილთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს მომხდარი ოპოზიციასა და პოლიციელების დაპირისპირების სიმბოლოა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

“პურის მომტანი მოკლეს“, - სკანდირებდნენ მსვლელობის მონაწილეები და იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრების გადადგომას ითხოვდნენ

16 მარტს, 15:40 „აც ბეროხ“ [თარგმანში „პურის მომტანი] არტურ სარგსიანი სამედიცინო ცენტრ „სომხეთში“ „გულ-ფილტვის უკმარისობით დაიღუპა“. ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-მდივნის ანაიტ აიტაიანის თქმით, სარგსიანი საავდმყოფოში 15 მარტს მოათავსეს, და იმავე ღამეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს. ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამ ცნობამ სომხეთის მოსახლეობა ააფორიაქა: ადამიანებმა ერევნის ცენტრში მოიყარეს თავი – თავისუფლების მოედანზე, მაშტოცის პროსპექტის სავალი ნაწილი გადაკეტეს, შემდეგ კი იუსტიციის სამინისტროსკენ დაიძრნენ.

2016 წლის 17 ივლისს შეიარაღებულმა ჯგუფმა სომხეთის პოლიციის საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ტერიტორია დაიპყრო, ასევე – მანამდე ერთი თვით ადრე დაკავებული ოპოზიციონერის, ჟირაირ სეფილიანის განთავისუფლებასა და პრეზიდენტ სარგსიანის გადადგომას ითხოვდა.

 

26 ივლისს არტურ სარგსიანმა საკუთარი ავტომობილით გადაკვეთა პოლიციის რკალი, რათა დაჯგუფების წევრებისთვის პური მიეწოდებინა. არტურ სარგსიანს, რომელსაც მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში „პურის მომტანი“ დაერქვა, ბრალად დაედო პოლიციის საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ტერიტორიაზე შეჭრა და „ამ ქვედანაყოფის კუთვნილი ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიების დაპყრობა -დაკავება“

 

9 თებერვლამდე არტურ სარგსიანი ქვეყნიდან გაუსველობის ხელწერილით გაათავისუფლეს. თუმცა, 9 თებერვალს სასამართლომ მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა და მისი ორი თვით დაპატიმრება გადაწყვიტა, რაც დაკავებულის მხრიდან სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 131-ე მუხლის დარღვევით ახსნა (გაუსვლელობის ხელწერილის პირობების დარღვევა). პასუხად, სარგსიანმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელმაც 23 დღეს გასტანა და სერიოზული ზიანი მიაყენა მის ჯანმრთელობას.

საპროტესტო აქციის დღე – 16 მარტი – მანამდე იყო დანიშნული, და სულ სხვა მოთხოვნების წამოყენება იგეგმებოდა. აქციაში თავად არტურ სარგსიანიც აპირებდა მონაწილეობის მიღებას. დემონსტრანტები აპირებდნენ ერევანში რუსეთის საელჩოსთან მისვლას, სადაც უნდა მომხდარიყო ხელმოწერების შეგროვება 2 აპრილს საელჩოს თავზე აღმართული რუსული დროშის დაშვების თაობაზე [ამ დღეს 2016 წელს მთიან ყარაბაღსა დ აზერბაიჯანს შორის ოთხდღიანი ომი დაიწყო].

აქციის ორგანიზატორები ამ მოთხოვნის არსს იმით ხსნიდნენ, რომ აპრილის ომის დროს სომეხი ჯარისკაცები სწორედ იმ რუსული იარაღით იღუპებოდნენ, რომელიც რუსეთის ფედერაციამ აზერბაიჯანს მიჰყიდა.

Protest action, Artհur Sargsyan

“პურის მომტანის“ სიკვდილმა თვდაპირველის სცენარი შეცვალა. მსვლელობის დროს მონაწილეები სკანდირებდნენ: „არტურ! არტურ!“ და „პურის მომტანი მოკლეს“. მსვლელობას პოლიციის თანამშრომლები მიაცილებდნენ.

პოლიციის უფროსის მოადგილე ოსიპიანი პერიოდულად ცდილობდა აქტივისტების დარწმუნებას, რომ სახლებში წასულიყვნენ, და მოუწოდებდა მათ, მხარეებს შორის შეტაკების პროვოკაცია არ გამოეწვიათ.

აქციის ორგანიზატორები პასუხობდნენ, რომ შეტაკების პროვოცირება არ სურთ, პოლიციის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, და მათი მიზანია – იუსტიციის სამინისტროსთან მისვლა და იქ შავლენტშემოხვეული პურის დატოვება.

დემონსტანრები ასევე მოითხოვდნენ ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრების გადადგომას, რომლებსაც „პურის მომტანის“ სიკვდილში ადანაშაულებდნენ.

Protest action, Artհur Sargsyan

პოლიცია დიდხანს არწმუნებდა აქციის მონაწილეებს, დაეტოვებინათ სამინისტროს მიმდებარე ტერიტორია. საბოლოოდ, აქციის მონაწილეები დათმობაზე წავიდნენ, იმ პირობით, რომ ღონისძიებებს 17 მარტს გააგრძელებენ.

Фотографии Photolure

ასევე წაიკითხეთ