აქტიურად განიხილება გარდამავალი მართლმსაჯულების მექანიზმები" />

ევროპის საბჭო სომხეთის სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესში ჩაერთო

აქტიურად განიხილება გარდამავალი მართლმსაჯულების მექანიზმები

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპის საბჭოს შესთავაზა, რომ მან სომხეთს არა უბრალოდ დახმარება გაუწიოს, არამედ სასამართლო სისტემის რეფორმირებაში უშუალო მონაწილეობა მიიღოს.

 პრემიერმა თავის მომხრეებს სასამართლოების წინააღმდეგ გამართული აქციის შეწყვეტისკენ მოუწოდა

სომხეთის ექს-პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი პატიმრობიდან გათავისუფლებულია

რატომ არის აუცილებელი რეფორმები

მართლმსაჯულების სისტემაში რადიკალური რეფორმების გატარების გადაწყვეტილებას ხელისუფლება ამჟამინდელი სასამართლო სისტემისადმი მოსახლეობის უნდობლობით ხსნის.

 „მთავრობისა და პარლამენტისგან განსხვავებით, სასამართლოები ხალხის ნდობით არ სარგებლობს. სწორედ ამიტომ ხდება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები საზოგადოებაში მუდმივად მღელვარებას იწვევს, საზოგადოება ჩვენს სასამართლო სისტემას უბრალოდ არ ენდობა, და ეს შესაძლოა, მუდმივი კრიზისის წყარო გახდეს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ქვეყანას მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაში ევროპელი სპეციალისტები დაეხმარებიან. დელეგაცია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სამდივნოს გენერალური დირექტორის მეთაურობით სომხეთში  კონკრეტულ ნაბიჯების შესახებ სამსჯელოდ ჩამოვიდა – თუ როგორ დაეხმარონ გარდაქმნების მიმდინარეობას. კრისტოს ჯაკუმოპოლისმა განაცხადა, რომ სტრუქტურა სომხეთის ხელისუფლების მიერ სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება და ყველანაირად ხელს შეუწყობს.

ევროპელი ექსპერტების მოსაზრება

მართლმსაჯულების რეფორმირების სპეციალისტი, ევროპული პოლიტიკის ფონდის „ღია საზოგადოება“ მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ისკრა კიროვა ფიქრობს, რომ გასული წლის ქუჩის საპროტესტო აქციები და ხელისუფლების შეცვლა, მათ შორის, იმიტომაც მოხდა, რომ ადამიანები სასამართლოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ:

 „სომხეთი მართლაც საჭიროებს ძირეულ ცვლილებებს. წინა ხელისუფლება სასამართლოს შემადგენლობას სრულად აკონტროლებდა. ყბადაღებული სასამართლო სისტემა ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებოდა, რათა სწორედ ეს ხელისუფლება შეენარჩუნებინა.

ამავდროულად ექსპერტი სომხეთის მოქმედ ხელისუფლებას ურჩევს, რომ სერიოზულად გაიაზროს და არ შეცდეს იმ მექანიზმების შერჩევისას, რომლებსაც რეფორმების დროს მიმართავს:

 „სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და მისმა მთავრობამ საერთაშორისო პარტნიორებს და საკუთარ ხალხს ნათლად უნდა დაანახონ, რომ მართლმსაჯულების სისტემის შეცვლის საკითხში სერიოზულად არიან განწყობილები და რეფორმების სწორი მიმართულებით გასატარებლად მოწადინებულები არიან“.

რით დაიწყო ყველაფერი

ყველაფერი სასამართლოს მიერ რობერტ კოჩარიანის პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებით დაიწყო. მოსამართლემ მთიანი ყარაბაღის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების ბაკო სააკიანისა და არკადი გუსაკიანის შუამდგომლობა გაითვალისწინა. ისინი, საკუთარი თავმდებით, კოჩარიანისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვდნენ, მის მიერ „ორი სომხური რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში, ყარაბაღის ომსა და სომხური ჯარის შექმნაში შეტანილი უზარმაზარი წვლილის გათვალისწინებით“.

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, საკონსტიტუციო წყობის დამხობისა და სამი მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით, ხუთ თვეზე მეტ ხანს პატიმრობაში იმყოფებოდა.

ამ გადაწყვეტილებით ქვეყნის ათასობით მოქალაქე უკმაყოფილო დარჩა. ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ადამიანებს ქუჩებში გასვლისა და სასამართლოების დაბლოკვისკენ მოუწოდა. მან განმარტა, რომ ამით საკუთარ მომხრეებს სასამართლო სისტემის რეფორმირების გადაწყვეტილების მხარდაჭერას სთხოვს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ინფორმირებული მოქალაქე“ გამოთვლებით, ნიკოლ ფაშინიანის მოწოდებას დაახლოებით 1100 ადამიანი გამოეხმაურა. აქცია რამდენიმე საათს გრძელდებოდა.

აქციის პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა პირდაპირი ეთერით განმარტა, თუ ზუსტად როგორ აპირებს სასამართლო სისტემის რეფორმირებას:

  1. უკლებლივ ყველა მოსამართლემ უნდა გაიაროს ვეტინგი [კეთილსაიმედოობის შემოწმება – JAMnews]. ანუ საზოგადოება მოსამართლეების პოლიტიკური კავშირების, მათი ქონების, ასევე წარსულში მათი საქმიანობის, მათი პროფესიული და პირადი თვისებების შესახებ საქმის კურსში უნდა იყოს.
  2. ყველა ის მოსამართლე, რომელთა გადაწყვეტილებები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ დარღვევად არის აღიარებული, უნდა წავიდეს ან გადადგეს.
  3. ყველა ის მოსამართლე, რომელიც თავად ათვითცნობიერებს, რომ ობიექტური ვერ იქნება, უნდა გადადგეს.
  4. ორი თავის განმავლობაში უნდა დაინერგოს გარდამავალი მართლმსაჯულების მექანიზმები, რომლებიც მთავრობამ წინა შვიდი-რვა თვის განმავლობაში შეიმუშავა.
  5. პარლამენტმა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის საკანონმდებლო ბაზა უნდა შექმნას.

ჯერჯერობით სომხეთში გარდამავალი მართლმსაჯულების მექანიზმებს აქტიურად განიხილავენ – ერთიანი აზრი არ არსებობს. ევროპელი ექსპერტები გამოცდილების გაზიარებასა და შესაძლო ვარიანტებიდან სომხეთისთვის ყველაზე წარმატებულის შერჩევაში დახმარებას ჰპირდებიან.


ასევე წაიკითხეთ