ცენტრალურ საარჩევნო კომისისას კიდევ ერთი კვირა აქვს 2 აპრილს ჩატარებული არჩევნების შედეგების შესაჯამებლად" />

ევროპელმა დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები „კარგად იყო ორგანიზებული

ცენტრალურ საარჩევნო კომისისას კიდევ ერთი კვირა აქვს 2 აპრილს ჩატარებული არჩევნების შედეგების შესაჯამებლად

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, არჩევნებში მონაწილე 9 პოლიტიკური ძალიდან სომხეთის პარლამენტში წარმოდგენილი იქნება – ოთხი:მმართველი რესპუბლიკური პარტია, ბლოკი „ცარუკიანი“, ბლოკი „ელკი“ და პარტია სომხეთის რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი.

სომხეთის რესპუბლიკურ პარტიას, რომელმაც ხმათა უმრავლესობა მიიღო, ახალ პარლამენტში 58 დეპუტატი წარადგენს, ბლოკ „ცარუკიანს“- 30, „ელკს“- 9, პარტია დაშნაკცუტიუნს -7 დეპუტატი.

ეუთოს ადამიანის უფლებათა დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ 2 აპრილს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები „კარგად იყო ორგანიზებული და მთლიანობაში დაცული იყო თავისუფლებები“. დამკვირვებლებზე უარყოფითი შთაბეჭდილება მოახდინა წინასაარჩევნოდ ქრთამების დარიგებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ „სანდო წყაროებისგან“ მიღებულმა ცნობებმა.

ეუთოს ადამიანის უფლებათა დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს სადამკვირვებლო მისიის კოორდინატორმა, იგნასიო სნაჩეს ამორმა შედეგების შეჯამებისას მოუწოდა „საპარლამენტო უმრავლესობასა და ხელისუფლებას, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო საზოგადოებრიობასათან პარტნიორობის რეფორმირების გზით განაგრძონ სვლა.“

სომხეთის პრეზიდენტი ასევე გამოვიდა განცხადებით, მადლობა გადაუხადა პოლიტიკურ ძალებს აქტიური და მთლიანობაში კორექტული პოლიტიკური ბრძოლისთვის: „ეს იყო ლამაზი ბრძოლა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებული აზრებისა და პოზიციების დაპირისპირებასა და შეჯერებას“.

სარგსიანი ამ არჩევნებზე ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით ხმის მიცემის პროცედურასაც შეეხო (ხდებოდა ამომრჩეველთა ელექტრონული იდენტიფიკაცია და იღებდნენ თითის ანაბეჭდებს): „ჩვენ საარჩევნო პროცესის ახლებური ორგანიზება მოვახდინეთ, და ამის წყალობით, ყველაზე უხეში დარღვევების მნიშვნელოვანი ნაწილი წარსულს ჩაბარდა.

სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი ამ არჩევნებში მონაწილეობდა როგორც „სომხეთის ეროვნული კონგრესის – სომხეთის სახალხო პარტიის“ ბლოკის წევრი. ამ ბლოკმა ამომრჩეველთა ხმების ორ პროცენტზე ნაკლები მიიღო.

არჩევნების შეფასებისას ტერ-პეტროსიანმა განაცხადა: „ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ თუ სომხეთის რესპუბლიკური პარტია, „აყვავებული სომხეთი“(პარტია, რომელსაც ცარუკიანი მეთურობს), სომხეთის რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი და „ელკი“ როგორ განავითარებენ „ვეფხვისებრი ნახტომებით“ ეკონომიკას, უზრუნველყოფენ მილიარდიანი ინვესტიციების მოზიდვას, გააძლიერებენ ჯარს, შეაჩერებენ ემგრაციას, და მოაგვარებენ ჩვენი ხალხის ძირითად პრობლემას – ყარაბაღის კონფლიქტს“.

ბლოკი არჩევნებზე მიდიოდა დევიზით: მშვიდობა, შერიგება, კეთილმეზობლობა“, საარჩევნო კამპანიის დროს ყურადღებას ამახვილებდა ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაზე, და ტერიტორიულ დათმობებს გულისხმობდა. ექსპერტები მოელოდნენ, რომ ბლოკის შედეგი ცხადყოფდა, თუ სომხური საზოგადოების რომელი ნაწილია მზად ყარაბაღის საკითხში დათმობებზე წასასვლელად https://jam-news.net/?p=26556&lang=ru

პარტია „სომხურმა აღორძინებამ“, რომელმაც ოთხ პროცენტზე ოდნავ ნაკლები ხმა მოიპოვა და სადეპუტატო მანდატები ვერ მიიღო, თავის პოსტსაარჩევნო განცხადებაში აღნიშნა, რომ მათი მეტოქეები ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდნენ და ამომრჩველების მასობრივი მოსყიდვის ხერხს მიმართავდნენ:

პარტიის წარმომადენელთა თქმით, სომხეთში პირველად მოხდა, რომ ტელევიზიების მხრიდან ყოველმხრივი გაშუქების წყალობით, შესაძლებელი გახდა წინასარჩევნო პროგრამების წარდგენა. მაგრამ იდეა მატერიალური და ადმინისტრაციული ბერკეტების წინაშე დამარცხდა. პარტია აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების გასაჩივრებას არ დაიწყებს, არ მიიღებს მონაწილეობას რაიმე პოსტსაარჩევნო მიტინგსა თუ ღონისიებაში. პარტია ულოცავს და წარმატებებს უსურვებს პარლამენტში მოხვედრილ ყველა ძალას“.

ცენტრალურ საარჩევნო კომისისას კიდევ ერთი კვირა აქვს 2 აპრილს ჩატარებული არჩევნების შედეგების შესაჯამებლად.


ასევე წაიკითხეთ