ევროკავშირი დაინტერესებულია სომხეთში ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარებით, რაც ქვეყნის რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს" />

ევროკავშირმა ერევანში გაჩერებებზე მზის პანელები დადგა

ევროკავშირი დაინტერესებულია სომხეთში ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარებით, რაც ქვეყნის რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს

armenpress.am

სომხეთში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორ გაჩერებაზე მზის პანელები დადგეს, და ამიერიდან მათი საშუალებით შესაძლებელი გახდება მობილური ტელეფონების, პლანშეტებისა და სხვა მოწყობილობების დატენვა. ეს პანელები აქ ევროპის კავშირის ინიციატივის – „ენერგოეფექტურობის დღეები სომხეთში“- ფარგლებში დაიდგა.

ერთ-ერთი პანელის მუშაობა სომხეთში  ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა პიოტრ სვიტალსკიმ  დღეს პირადად შეამოწმა. მან ამ გაჩერებას „ევროკავშირის მზიანი გაჩერება“ დაარქვა.

ელჩის განაცხადებით, გაჩერებებზე პანელები იმისთვის დაიდგა, რომ ქვეყანაში განახლებადი მზის ენერგიის გამოყენების სტიმულირება მოხდეს, ეს ბატარეები გაჩერებებზე ერთი წლის განმავლობაში დარჩება, შემდეგ კი ისინი იმ დაწესებულებებს გადაეცემათ, რომლებსაც ისინი ყველაზე მეტად სჭირდებათ – მაგალითად, საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

„სომხეთში ბევრი მზეა და ამ ბუნებრივი სიმდიდრით უნდა ვისარგებლოთ. სომხეთში ენერგეტიკის სფერო პრიორიტეტულია, ამიტომ, ადგილობრივ, სათემო და სახელმწიფოებრივ დონეზე ენერგოეფექტურობის გასავითარებლად ევროკავშირი მას გრძელვადიან დახმარებას უწევს.

სომხეთის საექსპერტო და პოლიტიკურ წრეებში მუდმივად გაისმის აზრი, რომ სომხეთი „რუსული ბუნებრივი აირის ნემსზე ზის“, და ენერგეტიკის სფეროში ალტერნატივების ძიებაა  საჭირო.

ამასთან დაკავშირებით ელჩმა სვიტალსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის კავშირი სრული სერიოზულობით ეკიდება სომხეთის დამოუკიდებლობის საკითხს. ეთნიკური დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის სომხეთისთვის: „სომხეთში ძალიან ბევრ რამეს მისი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის დასახმარებლად ვაკეთებთ“.

პიოტრ სვიტალსკი იუწყება, რომ ენერგეტიკული პროგრამების განსახორციელებლად სომხეთს 30 მილიონ ევროზე მეტი გამოეყო, და ამ თანხის დიდი ნაწილი სომხეთსა და საქართველოს შორის გადამცემი ხაზის მშენებლობას მოხმარდება.

“ ჩვენი დაკვირვებებით, ალტერნატიული, აღდგენადი ენერგიის წყაროები სხვა ქვეყნებზე არ არის დამოკიდებული, მზის ენერგია მთლიანად თქვენია. ისეთი ქვეყნისთვის როგორიცაა სომხეთი, რომელსაც ნავთობი, ბუნებრივი აირი ან ნახშირი არ გააჩნია, ეს მართლაც მნიშვნელოვანი რესურსია“, – აღნიშნა სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

ელჩის თქმით, დადგა დრო, რომ  ამ მიმართულებით ინვესტიციები ჩაიდოს: „უფრო იაფი ენერგიის მიღებას და უფრო დამოუკიდებლად ყოფნას ყველა სომეხი ისურვებდა. ევროკავშირს მიაჩნია, რომ დროთა განმავლობაში ერთიც იქნება და მეორეც“.

 


ასევე წაიკითხეთ