დღის წესრიგში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაა " />

ევროკავშირი სომხეთს ფინანსურ დახმარებას უზრდის

დღის წესრიგში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაა

ევროპის კავშირმა რევოლუციის, ანუ 2018 წლის აპრილში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სომხეთს რეფორმებისთვის დაფინანსება გაუზარდა. 2019 წელს ევროკავშირის მიერ სომხეთისთვის გაცემული თანხა მეტია, ვიდრე წინათ.

მხოლოდ ქალებისთვის — როგორ აამოქმედეს სომხეთში „სოციალური ბიზნესი“

სომხეთი – ნავთსაყუდელი უცხოელებისთვის

 „2019 წელს ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა 40 მილიონ ევროდ არის შეფასებული. გათვალისწინებულია ასევე დამატებითი ფონდი 25 მილიონი ევროს ოდენობით“, – განაცხადა ევროპული ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებულ საპარლამენტო სხდომაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოგრაბ მნაცკანიანმა.

რომელ რეფორმებს დაუჭირა მხარი ევროკავშირმა

2014 წლიდან ევროკავშირმა სომხეთს დაახლოებით 120 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება გამოუყო.

დაფინანსება გამოყოფილი იყო ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროგრამებისთვის, ინოვაციებისთვის, კანონიერების გამყარებისა და ბიზნეს-გარემოს განვითარებისთვის. ევროკავშირი ქვეყანას თანადგომას უცხადებდა არჩევნების ჩატარებასა და საერთაშორისო კავშირებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე ენერგეტიკის სფეროს ეფექტიანობის ასამაღლებელი პროგრამების მხრივ.

ახლა მოსალოდნელია იურიდიული  და განათლების სისტემის რეფორმირების მხარდაჭერა.

2014 წლიდან სომხეთმა, გრანტების სახით, სამეზობლო საინვესტიციო ფონდის საშუალებით 70 მილიონი ევრო მიიღო. მთლიანობაში ევროკავშირის ინვესტიციებმა 400 მილიონ ევროზე მეტი შეადგინა.

თანამშრომლობის გამყარება

ევროკავშირთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნეოდა. და 2017 წლის 24 ნოემბერს ევროკავშირსა და სომხეთს შორის ხელი მოეწერა  ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმებას.

2018 წლის 11 აპრილს ქვეყნის პარლამენტის მიერ მისი რატიფიცირება მოხდა. თანაც, ეს იყო ერთ-ერთი იმ მცირედ დოკუმენტთაგანი, რომელმაც სომეხი დეპუტატების ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღო. დოკუმენტს მხარი ევროპარლამენტმაც დაუჭირა. შეთანხმება 2018 წლის 1 ივნისიდან ნაწილობრივ ძალაში შევიდა. საბოლოოდ ის ძალაში მას შემდეგ შევა, როდესაც მისი რატიფიცირება ევროკავშირის წევრი 28-ვე ქვეყნის მიერ მოხდება. მოცემული მომენტისთვის ეს 13-მა ქვეყანამ გააკეთა.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია

სომხეთის ხელისუფლებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია პრიორიტეტებს შორისაა. ევროპული ინტეგრაციის საკითხების საპარლამენტო კომისიის სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ზოგრაბ მნაცკანიანმა დეპუტატებს უთხრა:

 „ეს საკითხი დღის წესრიგის პრიორიტეტებს შორისაა. მოცემულ კონტექსტში სამუშაო მიმდინარეობს როგორც ევროკავშირში – კომისიისა და საბჭოს მიერ, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნების დახმარებით. ვცდილობთ, უზრუნველვყოთ დიალოგი წევრ ქვეყნებთან იმ პოტენციალის, შესაძლებლობების საექსპერტო შეფასებისთვის, რაც სომხეთში ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე დიალოგის დაწყებისთვის არის შექმნილი“.

მობილობის პარტნიორობის დოკუმენტს სომხეთმა და ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2011 წელს მოაწერეს ხელი. მხარეებმა ვალდებულება აიღეს, რომ

  • გაიზარდოს მობილობა ევროკავშირისა და სომხეთის მოქალაქეებს შორის;
  • უზრუნველყოფილ იქნას მიგრაციული ნაკადების უკეთესი მართვა;
  • აღიკვეთოს და შემცირდეს უკანონო იმიგრაცია.

ამასთან დაკავშირებით ხელი მოეწერა კიდევ ერთ შეთანხმებას – ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ. ის 2014 წლის იანვარში შევიდა ძალაში. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმების აღსრულების მარეგულირებელი ერთობლივი კომიტეტის სხდომები ყოველწლიურად აფიქსირებდნენ, რომ ამ შეთანხმებების პირობები სრულდებოდა. სწორედ ამან გახადა შესაძლებელი იმ საზღვართან მისვლა, როდესაც უკვე  ევროკავშირსა და სომხეთს შორის უვიზო რეჟიმის დამყარების თაობაზე დიალოგის დაწყება შესაძლებელია.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ