სომხეთმა წელს ევროკავშირიდან 87 ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებით უკვე 58 განაცხადი მიიღო" />

ევროკავშირიდან დეპორტირებული სომეხი მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა

სომხეთმა წელს ევროკავშირიდან 87 ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებით უკვე 58 განაცხადი მიიღო

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უკიდურესად გაიზარდა ევროპის კავშირის ქვეყნებიდან სომხეთში დეპორტირებული ადამიანების რიცვხი. ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა გაგიკ ეგანიანმა, რომელმაც შემდეგი ციფრები მოიყვანა: „2014 წელს ჩვენ ორი განაცხადი მივიღეთ, 2015-ში – 36 განაცხადი 62 პირთან დაკავშირებით. 2016 წელს 74 განაცხადი იყო, წელს კი, 2017 წლის 30 აგვისტოს მონაცემებით, 87 პირთან მიმართებაში –  58 განაცხადი“.

მიგრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა ასევე წარმოადგინა  ევროპული ქვეყნებიდან  ამა თუ იმ პირის სომხეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი მოთხოვნების სტატისტიკა. 2016 წელს 225 მსგავსი მოთხოვნა შემოვიდა, ხოლო 2017 წლის 30 აგვისტოს მონაცემებით – 544.

2013 წელს სომხეთმა და ევროპის კავშირმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რეადმისიის შესახებ, რომლის თანახმად, ხორციელდება სომხეთის იმ მოქალაქეების დეპორტაცია, რომელბიც ევროპის ქვეყნებში არალეგალურად იმყოფებიან.  


ასევე წაიკითხეთ