პასუხები კითხვებზე: რატომ გადის ბრიტანეთი ევროკავშირიდან, ვინ და რატომ უჭერს მხარს, ვინ არის წინააღმდეგი და ასევე, რას უნდა ველოდოთ" />

ევროკავშირთან კრიზისის გამო დიდი ბრიტანეთიდან საერთაშორისო ბიზნესი გადის

პასუხები კითხვებზე: რატომ გადის ბრიტანეთი ევროკავშირიდან, ვინ და რატომ უჭერს მხარს, ვინ არის წინააღმდეგი და ასევე, რას უნდა ველოდოთ

CNN-ის ვერსიით, მსოფლიოს წამყვანი კომპანიების პროგნოზები და მოქმედებები დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის არსებულ კრიზისთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად იცვლება.

საუბარია დასავლეთ ევროპაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც დაიწყო 2016 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით. მას შემდეგ დაშორების პირობებზე მიდის მოლაპარაკებები. პროცესი ჩიხშია შესული, თან სდევს ინტრიგები და ახალი რეფერენდუმის ჩატარების მოწოდებით დიდ ბრიტანეთში მილიონიანი საპროტესტო აქციები. ეს ყველაფერი სერიოზულ გავლენას ახდენს ბევრ საერთაშორისო პროცესზე.

 

ყველაფერი, რაც ბრექსიტის შესახებ უნდა იცოდეთ: რატომ გაჩნდა ეს ინიციატივა, მისი მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების არგუმენტები.

EasyJet

ამ საბიუჯეტო ავიაკომპანამ განაცხადა, რომ ბრექსიტის გამო არსებული გაურკვევლობა მომავალთან დაკავშირებით, ევროპაში ავიაგადაზიდვებზე მოთხოვნას ამცირებს, რის შედეგადაც, ექვს თვეში კომპანიამ 359 მილიონი დაკარგა.

ყოფილი ჩეხი ბარმენის ფეიკ-სიახლეების იმპერია

Citigroup

ამ საბანკო ჯგუფმა უკვე განაცხადა თავისი გეგმების შესახებ, რომ აპირებს დიდი ბრიტანეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში გაიტანოს თავისი აქტივები, რომელიც, დაახლოებით, ტრილიონ დოლარს შეადგენს.

Airbus

მსოფლიოს ორი უმსხვილესი ავიასამშენებლო კომპანიიდან ერთ-ერთმა განაცხადა, რომ უკონტროლო ბრექსიტის შემთხვევაში, ის შეწყვეტს შეკვეთების მიღებას დიდ ბრიტანეთში, სადაც ისინი 14 ათას სამუშაო ადგილს ქმნიან.

McDonald’s

კომპანიას არ შეუძლია უზრუნველყოს საკუთარი პროდუქციის ხარისხი და უსაფრთხოება, თუკი ბრექსიტი შეთანხმების გარეშე მოხდება.

Sony

კომპანია აპირებს თავისი ევროპული შტაბბინა დიდი ბრიტანეთიდან ამსტერდამში გადაიტანოს.

Nissan

ავტომწარმოებელმა უკვე უარი თქვა Nissan X-Trail-ის მოდელის წარმოების გეგმებზე დიდ ბრიტანეთში არსებულ ქარხანაში, სადაც შვიდი ათასი ადამიანია დასაქმებული.

Ford

კომპანიამ განაცხადა, რომ ქაოსურმა ბრექსიტმა მას 2019 წელს, შესაძლოა, 900 მილიონის ზარალი მიაყენოს.

BMW

ავტომწარმოებელმა, რომელიც დიდ ბრიტანეთში ლეგენდარულ Mini-ს მოდელებს აწარმოებს, განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში, წარმოებას აჩერებს.

Schaeffler

კომპანიამ, რომელიც ავტომწარმოებელი და აეროკოსმოსური დარგების მიმწოდებლად ითვლება, განაცხადა დიდ ბრიტანეთში ორი ქარხნის დახურვის თაობაზე, „რწმენის არარსებობის გამო“.

Siemens

ეს კომპანია დიდ ბრიტანეთში 5 მილიარდზე მეტი დოლარის პროდუქციას ყიდის და 15 ათას სამუშაო ადგილს ქმნის.

მისი ხელმძღვანელობის აზრით, „რექსიტის გამო დაწყებული ქაოსი ანგრევს დიდი ბრიტანეთის რეპუტაციას და ყველას სასაცილოდ აქცევს“.

ყველაფერი ბრექსიტის შესახებ

ტერმინი ბრექსიტი შედგება ორი ინგლისური სიტყვისგან Britain და exit – და ეს ნიშნავს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლას.

ეს სიტყვა დიდ ბრიტანეთში, 2016 წლის მაისში გამართული რეფერენდუმის შემდეგ გაჩნდა, სადაც მინიმალური უპირატესობით (ორ პროცენტზე ნაკლებით) გაიმარჯვეს გასვლის მომხრეებმა.

დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ეს ამ საკითხზე მოწყობილი მეორე რეფერენდუმი იყო. პირველი 1975 წელს გაიმართა და მაშინ ევროკავშირის წევრობის მომხრეებმა გაიმარჯვეს.

რით არიან ის უკმაყოფილო ბრიტანელები, რომლებმაც ხმა ევროკავშირიდან გასვლას მისცეს? 

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეები, ძირითადად, კონსერვატიული პარტიის მხარდამჭერები არიან, ასაკოვანი ადამიანები, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ აქვთ.

ამ ადამიანებს სჯერათ, რომ ევროკავშირიდან გასვლა მეტ სამუშაო ადგილს გააჩენს ქვეყნისთვის ტრადიციულ სფეროებში – მაგალითად, სოფლის მეურნეობასა და თევზის ინდუსტრიაში, ასევე, შეაჩერებს მიგრანტების ნაკადს ბრიტანეთში.

რატომ არის ახალგაზრდობა და ოპოზიცია ბრექსიტის წინააღმდეგი?

ბრექსიტის მოწინააღმდეგეები, ძირითადად, ახალგაზრდები არიან, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ და ბიზნესკომპანიებში მუშაობენ. პარლამენტში ბრექსიტის წინააღმდეგ გამოდის ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტია“, მაგრამ მის პოზიციას იზიარებს ზოგიერთი დეპუტატი მმართველი, კონსერვატიული პარტიიდანაც.

ეს ადამიანები საკუთარ კარიერას უკავშირებენ, ძირითადად, არა დიდი ბრიტანეთისთვის ტრადიციულ მეურნეობებს, არამედ, სამუშაო ადგილებს მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში. სწორედ ეს სამუშაო ადგილები დაზარალდება ბრექსიტის შემთხვევაში და ახალგაზრდობის ამ ნაწილს პერსპექტივაში ქვეყნის დატოვება და ნიდერლანდებში ან გერმანიაში გადასვლა მოუწევთ.

რაც შეეხება ოპოზიციის მხარდაჭერას, ბევრი ექსპერტის აზრით, ამაში გამოიხატება ლეიბორისტების ბრძოლა პოლიტიკური ოპონენტების – კონსერვატორების წინააღმდეგ.

რატომ არ არის ევროკავშირი ბედნიერი ამ პერსპექტივით?

დიდი ბრიტანეთი – მეხუთეა თავისი ზომით მსოფლიო ეკონომიკაში. მისი დაკარგვა – დარტყმაა მთელი ევროკავშირის ეკონომიკისთვის.

საზოგადოების გაყოფა ბრიტანეთში და სეპარატიზმის საფრთხე

2016 წლის რეფერენდუმის შედეგებმა მასშტაბური გაყოფა გამოიწვია არა მხოლოდ საზოგადოებაში, არამედ დიდი ბრიტანეთის პარლამენტსა და ხელისუფლებაშიც.

ამას გარდა, ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგ მკვეთრი პოზიცია დააფიქსირეს ამომრჩევლებმა გაერთიანებული სამეფოს სამი ნაწილიდან – შოტლანდიიდან, უელსიდან და ჩრდილოეთ ირლანდიიდან. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში, შოტლანდიის მმართველი პარტია საკუთარი რეფერენდუმის გამართვით იმუქრება – რომლის საკითხიც შოტლანდიის დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლა იქნება.

ხელისუფლება ბრექსიტთან დაკავშირებით გაიხლიჩა. მაგრამ 2019 წლის მარტის შემდეგ ეს აღარ არის არსებითად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ხელისუფლებას ბრექსიტის პროცესის ხელმძღვანელობის შესაძლებლობა ჩამოერთვა. გადაწყვეტილების მიღების უფლება პარლამენტს გადაეცა.

თუმცა ამის გაკეთება ძალიან ძნელი აღმოჩნდა. რეფერენდუმზე მხოლოდ ერთი კითხვა იყო, რომლისთვისაც ან „დიახ“, ან „არა“ უნდა გეპასუხა და ეს საკითხი წყდებოდა უბრალო უმრავლესობით. პარლამენტში კი საჭიროა ბრექსიტთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხების გადაწყვეტა, რომლებზეც ბრექსიტის მოწინააღმდეგეები და მომხრეები შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ბოლო ვადა 2019 წლის 29 მარტი იყო. მაგრამ ქვეყანამ ვერ მოახერხა შეთანხმების მიღწევა. გასვლის ახალ თარიღად 12 აპრილი დასახელდა. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკავშირის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა, რომ ვადა 30 ივნისამდე გაუგრძელონ.

ყველაზე მოსალოდნელი სცენარი ამ ეტაპზე

ყველაზე სარისკო სცენარად ითვლება ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლა (no deal Brexit). ეს დიდი დარტყმა იქნება ბრიტანეთის ეკონომიკისთვის, რომელიც ღრმად არის ინტეგრირებული ევროპაში. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაიხუროს ათობით წარმოება, ათობით ათასი ადამიანი დარჩეს სამსახურის გარეშე, მოსალოდნელია ფასების სერიოზული მატება და საქონლის დეფიციტი, მაგალითად, წამლების.

ყველაზე მოსალოდნელი სცენარი ამ ეტაპზე:

  • დიდი ბრიტანეთი დარჩება ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ კომპონენტში – საბაჟო კავშირში.
  • გაიმართება ახალი რეფერენდუმი.
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ