23 რუსი დიპლომატი ლონდონს ტოვებს - ასეთი რამ, 30 წელია, არ მომხდარა" />

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას პასუხი გასცა

23 რუსი დიპლომატი ლონდონს ტოვებს - ასეთი რამ, 30 წელია, არ მომხდარა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ქვეყნის პარლამენტს იმ ღონისძიებათა სია გააცნო, რასაც მისი მთავრობა ყოფილ საბჭოთა მზვერავ, სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილზე რუსეთში დამზადებული ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების, „ნოვიჩოკის“ გამოყენებით განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ გაატარებს.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ამ ქმედებებს რუსეთის მიერ მათ ტერიტორიაზე „მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ სამხედრო ძალის მასშტაბურ გამოყენებად აფასებს“.

საპასუხოდ:

— 23-მა რუსმა დიპლომატმა, რომლებიც სადაზვერვო საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილები, ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანა უნდა დატოვოს;

— ქვეყნებს შორის შეწყდება ყველანაირი ორმხრივი კონტაქტი, მათ შორის – არ შედგება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის ლონდონში ვიზიტი;

— დიდი ბრიტანეთის არც ერთი ოფიციალური წარმომადგენელი და სამეფო ოჯახის არც ერთი წევრი არ დაესწრება რუსეთში გამართულ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს;

— მოხდება შეთავაზება საკონმდებლო შესწორებების თაობაზე, რაც რუსი ჩინოვნიკებისა და ოლიგარქების კუთვნილი აქტივების გაყინვასა და დაპატიმრებას გააიოლებს, იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მათ წარმოშობას ვერ განმარტავენ. 50 000 ფუნტზე მაღალი ღირებულების ყველა აქტივი შემოწმდება;

— დიდი ბრიტანეთი, რუსეთის ქმედებების განხილვის მიზნით, გაეროს უშიშროების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევას მოითხოვს;

— სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილზე თავდასხმის დროს გამოყენებული ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების ნიმუშები ქიმიური ნივთიერებების ამკრძალავ ორგანიზაციას გადაეცემა;

ტერეზა მეის წინადადებებმა პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პარტიისა და პარლამენტის პრაქტიკულად ყველა წევრის მხარდაჭერა მიიღო.


ასევე წაიკითხეთ