და იგი თავის ბებიას მიუძღვნა" />

დემნა გვასალიამ “მოდის ოსკარი” მიიღო

და იგი თავის ბებიას მიუძღვნა

ქართველ დიზაინერს დემნა გვასალიას CFDA Fashion Awards-ის “საერთაშორისო ჯილდო” Vetement-ისა და Balenciaga-სთვის შექმნილი კოლექციებისთვის გადასცეს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პოსტსაბჭოთა ქვეყნის დიზაინერი მოდის ინდუსტრიაში ამ ყველაზე პრესტიჟურ ჯილდოს იღებს.

დაჯილდოების ცერემონიალი მანჰეტენ-ცენტრში გაიმართა.

დემნა გვასალიამ მიღებული ჯილდო ბებიას მიუძღვნა.

გვასალია თავის ინტერვიუებში ხშირად ამბობს, რომ მისთვის “შთაგონების მთავარი წყარო ბებია იყო, რომელსაც არაჩვეულებრივი გემოვნება ჰქონდა”.

გვასალია 1981 წელს სოხუმში დაიბადა. ის ანტვერპენის სამეფო აკადემიის (Antwerp Royal Academy of fine arts) კურსდამთავრებულია. 2009 წლიდან ის Maison Margiela-ში მუშაობს, 2013 წლიდან კი, ფრანგულ სახლის Louis Vuitton-ის მთავარ დიზაინერებს შორისაა.

2016 წლის ოქტომბერში გვასალია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი გახდა.

მას აქვს საკუთარი ბრენდი Vetements, რომელიც მოდის სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არემთხვეოდეს 

ასევე წაიკითხეთ