სინდისის თავისუფლების კომიტეტის განცხადება თითქმის პუტინის 2011 წლის მიმართვის გამეორება იყო " />

დაღესტანში ხელისუფლებამ კინოთეატრებს მოუწოდა, „ამორალური ფილმები“ არ უჩვენონ

სინდისის თავისუფლების კომიტეტის განცხადება თითქმის პუტინის 2011 წლის მიმართვის გამეორება იყო

დაღესტანში „ამორალური ფილმები“ გაქირავებაში არ უნდა გავიდეს – ნათქვამია კინოთეტრების მფლობელებისადმი დაღესტნის სინდისის თავისუფლების კომიტეტის ხელმძღვანელის მაგომედ აბდურაჰმანოვის მიმართვაში.

დაღესტანში მოქმედი კინოთატრების მფლობელებმა ახალგაზდობის სულიერი განვითარების თვლასაზრისით თავიანთი პასუხისმგებლობა უნდა გაათვითცნობიერონ, მათ უნდა გამოიმუშაონ „საწარმოს შიდა ეთიკური კოდექსი, რომლის მიხედვითაც ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილი კინოპროდუქციის ჩვენების რეგლამენტირება მოხდება, – აბდურაჰმანოვის ამგვარი მოწოდების შემცველი მიმართვა დაღესტნის სინდისის თავისუფლებისა და რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კომიტეტის პრეს-სამსახურმა გაავრცელა, – იტყობინება „კავკაზსკი უზელი“.

„მოცემული მიმართვა – არ არის პოზიციის თავს მოხვევის მცდელობა, ან რაიმე სწორი ფორმატის დაცვის იძულება. ეს უფრო თხოვნაა კინოთეტრების მფლობელთა მიმართ, რომ მათ სქმეში თვითკონტროლი ჩართონ, დაიწყონ თვითცენზურის პრაქტიკის შემოღება და შეწყვიტონ გაქირავებაში ისეთი ფილმების გაშვება, რომლებიც ჩვენი საზოგადოების ზნეობრივ საფუძველს ძირს უთხრის, მაყურებლის სიმპათიას დამნაშავეების მხარეს მიმართავს, ქადაგებს ძალადობას,ნარკოკულტურას, ალკოჰოლიზმს, და რელიგიური და ოჯახური ფასეულობების მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას აყალიბებს.

აბდურაჰმანოვის მიმართვა აქტიურად გავრცელდა რუსულ ვებგვერდებზე, ასევე სოციალური ქსელების ისლამისადმი მიძღვნილ ჯგუფებში.

ამ ტექსტის ძირითადი ნაწილი უმნიშვნელო განსხვავებით ემთხვევა ვლადიმირ პუტინის კინემატოგრაფისტებისადმი გზავნილს, რომელიც მან 2011 წელს წაიკითხა, როდესაც ის რუსეთის პრემიერი იყო. ასე რომ, პუტინსაც და დაღესტნელი კინოთეტრების მფლობელებისადმი მიმართვის ატორსაც კარგად მოეხსენებათ „კინოს დამაჯერებლობის მძლავრი უნარი“ და ისიც, „თუ ამა თუ იმ ემოციის გადაცემის რა შესაძლებლობებია მასში ჩადებული“;

ეკრანებზე გამოსულ ფილმებს ორივე „ეგერთ წოდებული“ ყვითელი პრესის პროდუქციას ადარებს; ორივე აღნიშნავს, რომ კინო „სამცნიერო პროგრესთან ერთად ვითარდება“ და „ადამიანების გონებასა და სულზე ზემოქმედების ახალ ძალას იძენს“.

პუტინის მიმართვაში ნათქვამი იყო თვითკონტროლისა და კინოს მუშაკთა მხრიდან პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე. ეთიკური კოდექსის დადებითი გამოცდილების თვალსაზრისით, პრემიერს მაგალითად მოჰყავდა ჰეიზის ეთიკური კოდექსი, რომელიც აშშ-ში 1930 წელს მიიღეს. კინოსაზოგადოების წარმომადგენლებთან პუტინის იმ შეხვედრის ჩანაწერი დღემდე ხელმისაწვდომია YouTube-ზე. მიმართვის ტექსტი გამქრალია რუსეთის ხელსიუფლების პორტალიდან, თუმცა იქიდან გადაბეჭდილი ვარიანტები ასევე ღიად მისაწვდომია.

მანამდე დაღესტანში არაერთხელ გავრცელებულა იმ კულტურული მოვლენებისგან ადამიანების დაცვის მოწოდებები, რომლებიც ტრადიციულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება. 2015 წლის თებერვალში ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა საზოგადოებას ეროტიკული რომანის „ნაცრისფრის 50 ელფერის“ ეკრანიზაციის ჩვენების ბოიკოტირებისკენ მოუწოდეს. 2016 წლის ივნისში კასპიიკაში განთავსდა პლაკატი მუსიკის მოსმენის ცოდვიანობის შესახებ, ხოლო 2016 წლის აგვისტოში სოციალურ ქსელებში მოკვლის მუქარები გავრცელდა მათ მიმართ, ვინც ჰოლიში საღებავების ფესტივალზე წასვლას აპირებდა.


ასევე წაიკითხეთ