კომპლექსი 18939 წელს ციხესიმაგრე ახულგოზე შეტევის ადგილას გაიხსნა " />

დაღესტანში კავკასიური ომის მსხვერპლთა მემორიალი გახსნეს

კომპლექსი 18939 წელს ციხესიმაგრე ახულგოზე შეტევის ადგილას გაიხსნა

დაღესტანში კულტურულ-ისტორიული კომპლექსი „ახულგო“გაიხსნა,  რომელიც  კავკასიის ომის მსხვერპლთა მოგონებას ეძღვნება.

მემორიალი, რომელიც უნცუკულის რაიონში ახულგოს მთაზე დაიდგა, 17-მეტრიან სასიგნალო კოშკისა და საგამოფენო დარბაზისგან შედგება. იქ გამოფენილია ფრანც რუბოს პანორამის  „ ახულგოს აულის აღება“ რეპროდუქციები,  ასევე კავკასიური ომის ეპოქის სახელმწიფო მოღვაწეთა და სამხედრო ხელისუფალთა პორტრეტები.

გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს დაღსტანის ხელმძღვანელმა რამზან აბდულატიპოვმა, სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

როგორც მემორიალის გახსნაზე რამაზან აბდულტალიპოვმა განაცხადა, „ჩვენ უნდა გადავლახოთ წარსულის კონფლიქტების ნეგატიური შედეგები და თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების  პოტენციალი გავზარდოთ“.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი არამარტო ამ მემორიალის გახსნა, საერთო ხსოვნისა და ბედის უკვდავსაყოფად, არამედ ჩვენი სამშობლოს ერთიანობის გამყარებაც და მომვალი თაობის იმ შეგნებით გაზრდა, რომ ჩვენ ერთი სახელმწიფოს წარმომადგენლები ვართ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს მემორიალი“, – განაცხადა რამაზან აბდულატიპოვმა.

ახულგოს იერიში კავკასიის ომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლაა. 1839 წლის ივლის-აგვისტოში რუსულმა არმიამ, რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, შტურმით აიღო ახულგოს ციხე-სიმაგრე, რომელიც იმამ შამილის რეზიდენციას წარმოადგენდა და აუღებლად მიიჩნეოდა. შეტევისას  ათასამდე ციხესიმაგრის მცველი და 600-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

კავკასიური ომის შედეგად (1817 – 1864 წლები) რუსეთმა ჩრდილოეთი კავკასიის მთიანი რეგიონები შეიერთა. ასობით ათასმა მთიელმა, ძირითადად ჩერქეზებმა, რუსეთის ხელისუფლება არ მიიღო და იძულებულები გახდა მშობლიური მხარე მიეტოვებინათ.


ასევე წაიკითხეთ