სომეხი უფლებადამცველები პროტესტს გამოთქვამენ" />

თურქეთის მოქალაქე ქურთი დისიდენტი თავშესაფარს სომხეთში ითხოვს, მაგრამ ხელისუფლება უარზეა

სომეხი უფლებადამცველები პროტესტს გამოთქვამენ

თურქეთის მოქალაქე ჯევრიე ოკუიუჯუ ყალბი პასპორტით სომხეთის საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს. სომეხი უფლებადამცველების თქმით, იგი სამშობლოში პოლიტიკურ დევნას გაურბის, თუმცა სომხეთის ხელისუფლება თურქეთისთვის მის გადაცემას აპირებს.

ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის ოფისის მონაცემების თანახმად, ჯევრიე ოკიუჯუ ქურთი აქტივისტია. თურქეთიდან გაქცევის მიზეზად ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო მისი დევნა იქცა. ჯევრიე ოკიუჯუ თურქეთის ქურთების „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ წევრია.

 „ჩვენს ოფისს თურქმა პარტნიორებმა მიმართეს, და აცნობეს, რომ თურქეთის მოქალაქემ ჯევრიე ოკიუჯუმ სომხეთის საზღვარი პოლიტიკური დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გადაკვეთა. ჩვენმდე მოღწეული ცნობების თანახმად, ის რომელიმე დასავლურ ქვეყანაში გამგზავრებას აპირებდა, რათა იქ პოლიტიკური თავშესაფარი მოეთხოვა“. 

ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის ოფისი ასევე იუწყება, რომ სომხეთის ხელისუფლება აპირებს, რომ ჯევრიე ოკიუჯუ თურქეთს გადასცეს:

„თურქეთში დაბრუნება მისი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. რადგანაც სამშობლოში მისი დაპატიმრების გადაწყვეტილებაა გამოტანილი, დაბრუნებისას ის პატიმრობაში აღმოჩნდება და, შესაძლოა, აწამონ კიდეც.

თურქეთის მოქალაქის გადაცემა სომხეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა იქნება“.

ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის ოფისი დაბეჯითებით მოითხოვს, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ჯევრიე ოკიუჯუ  თურქეთს არ გადასცეს და მას ქვეყნის ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად შესვლის ნება დართონ.

 „პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნა, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში არადამიანური მოპყრობა, რასაც ჩვენ თურქეთში ვხედავთ, იმის საფუძველს წარმოადგენს, რომ სომხეთმა ეს მოქალაქე ანკარას არ გადასცეს“, – მიაჩნია ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის ოფისის თავმჯდომარეს არტურ სკუნცს.

JAMnews-სთან საუბრისას უფლებადამცველმა ასევე განაცხადა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხოეთის მოქალაქე თავშესაფრის მიღების მიზნით სომხეთში გარბის:

„სომხეთში წინათაც გაქცეულან. და იმის ნაცვლად, რომ კანონის მიხედვით მოქცეულიყვნენ, ამ ადამიანებს, ისე როგორც თურქეთის მოქალაქეს, აკავებდნენ. არ შეიძლება დააკავო ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ