ქვეყნები ცდილობენ ტერიტორიული დავის გადაწყვეტას, რომელიც უკვე 73 წელია გრძელდება " />

დაასრულებენ თუ არა რუსეთი და იაპონია მეორე მსოფლიო ომს? – პუტინი იაპონიის პრემიერს შეხვდა

ქვეყნები ცდილობენ ტერიტორიული დავის გადაწყვეტას, რომელიც უკვე 73 წელია გრძელდება

REUTERS/Yuri Maltsev

ამ კვირაში მოსკოვში იაპონიის პრემიერ-მინისტრ აბესა და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. მთავარი თემა იყო მშვიდობიანი შეთანხმების დადება, რომელიც ორ ქვეყანას საშუალებას მისცემს, გამოვიდნენ ფორმალური საომარი მდგომარეობიდან, რომელიც 1945 წლიდან გრძელდება. რა უშლის ამას ხელს?

რატომ არ მთავრდება ომი

1945 წელს სსრკ-მ ჰიტლერის მოკავშირე იაპონიას ომი გამოუცხადა. ამის ერთ-ერთი შედეგი ის გახდა, რომ საბჭოთა კავშირის ჯარი სამხრეთ კურილიის ქედის კუნძულებზე (შიკოთანი, ჰობომაი, იტურუპი, კუნაშირი) დაეშვა, და ეს კუნძულები საბჭოთა ტერიტორიად გამოაცხადა.

მას შემდეგ იაპონია სსრკ-სა და რუსეთთან მშვიდობიანი ხელშეკრულების დადებაზე უარს ამბობს და ამ ტერიტორიების დაბრუნებას მოითხოვს.

• სტალინი, პუტინი, პუშკინი – რუსების გმირები

• ლუგარის ლაბორატორია კვლავ რუსი ჩინოვნიკების სამიზნე გახდა

• ცენტრალურ აფრიკაში დახოცილი რუსი ჟურნალისტების საქმე: რა დასკვნამდე მივიდა გამოძიება? 

რატომ არის ეს კუნძულები იაპონიისთვის მნიშვნელოვანი

  კუნაშირი, ჰობომაი, იტურუპი და შიკოთანი – ჩრდილოეთის ზღვის პატარა კუნძულებია. ახლა აქ ძირითადად რუსი სამხედროები და მათი ოჯახების წევრები ცხოვრობენ.

მაგრამ იაპონიისთვის ამ კუნძულების კუთვნილება პრინციპული საკითხია.

პირველ რიგში, იქ მათი ოჯახის წევრები არიან დასაფლავებულები ეს იაპონელებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

მეორეც, ისტორიული ვითარების გამო, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი იაპონური სახელმწიფოებრიობისა და თვითშეგნების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს.

რისთვის სჭირდება რუსეთს კუნძულები

რუსეთისთვის სამხრეთი კურილიის კუნძულებზე კონტროლის დამყარებას არავითარი ეკონომიკური აზრი არ გააჩნია.

1945 წელს ეს კუნძულები სამხედრო თვალსაზრისით ფასეული ჩანდა – როგორც ფორფოსტი იაპონიის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკის სამხედრო ბაზების წინააღმდეგ. ახლა კი მათ სამხედრო შინაარსიც დაკარგული აქვთ.

რაზე მიმდინარეობს დავა

მცდარი საგარეო პოლიტიკისა და დასავლური სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკა კრიზისში აღმოჩნდა. მას მწვავედ ესაჭიროება ინვესტიციები. რუსეთი იაპონიისგან ინვესტიციებს, ტერიტორიული დათმობის სანაცვლოდ, ელოდება.

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს შეუერთდა, მაგრამ კუნძულების საკითხი მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მან შესაძლოა, პოზიცია შეიცვალოს, თუკი კომპრომისი მიღწეული იქნება.  

როგორი შეიძლება იყოს კომპრომისი

ახლა რუსეთ-იაპონიის მოლაპარაკებებზე იაპონიის კუნძულების ეტაპობრივ დაბრუნებაზე მსჯელობენ. ჯერ – ორის, დანარჩენების ბედი მოგვიანებით გადაწყდება.

მაგრამ ვლადიმირ პუტინისა და სინძო აბეს შეხვედრების შედეგების მიხედვით, მხარეთა პოზიციები ჯერჯერობით ძალიან დაშორებულია. თებერვალში მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გადაწყდება, ივლისში კი რუსეთის პრეზიდენტი იაპონიაში გაემგზავრება.

აი, წამყვანი რუსი ექსპერტის, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილის გიორგი კუნაძის აზრი:

— რამდენიმე თვის წინათ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ცხადად მიანიშნა, რომ  ის კომპრომისისთვის მზადაა. იაპონელი ლიდერის ცნობიერებაში მომხდარი ამგვარი „დიდი გარდატეხის“ მიზეზი ზედაპირზე დევს: მისთვის მნიშვნელოვანია, რომ იაპონიასა და ჩინეთს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, რუსეთი ამ კონფლიქტიდან განზე დარჩეს.

რუსეთის პრეზიდენტს თავისი მიზეზები აქვს: ისტორიული გარღვევა დიად სახელმწიფოსთან, დიდი „შვიდეულის წევრ“ ქვეყანასთან ( რომლიდანაც ჩვენი ქვეყანა სამარცხვინოდ გამოაძევეს) ურთიერთობაში – ეს პოლიტიკური წარმატებაა, რაც ახლა ადრინდელზე გაცილებით მეტად ფასობს.


ასევე წაიკითხეთ