აქტივისტებისა და ხელისუფლების ბრძოლა შენობების კედლებზე მიმდინარეობს - ზოგი წერს და ხატავს, სხვები შლიან, და ასეა ყოველ დღე" />

გრაფიტი მინსკში პოლიტიკური ბრძოლის საშუალებად იქცა

აქტივისტებისა და ხელისუფლების ბრძოლა შენობების კედლებზე მიმდინარეობს - ზოგი წერს და ხატავს, სხვები შლიან, და ასეა ყოველ დღე

მიხაილ მიასნიკოვიჩი – ბელარუსის რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარე

გასული წლის გაზაფხულზე მინსკის ცენტრში, ერთ-ერთ კედელზე ბელარუსის შრომის ექს-მინისტრის მარიანა შიოტკინას გამოსახულება გაჩნდა. ჩინოვნიკის გამოსახულების გვერდით ეწერა: „უმუშევრობის გადასახადი ჩემი მოგონილია“.

კომუნალური სამსახურის მუშაკებმა შიოტკინას გამოსახულება საკმაოდ სწრაფად გადაღებეს – და ყველაფერი ამით დაიწყო.

გამოსახულების ადგილას გაჩნდა წარწერა: “თავად ხომ გესმით“ – და გრაფიტის ავტორებმა ნამდვილი პროექტი აამოქმედეს.

როგორც Euroradio მოგვითხრობს, მალე მთელ ქალაქში გაჩნდა პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიასნიკოვიჩის გამოსახულებები წარწერით: „საგზაო გადასახადი მე დავაწესე“. მალე „შიოტკინას კედელზე“ (სწორედ ასე უწოდებენ მას სოციალურ ქსელებში) მიასნიკოვიჩის პორტრეტი გადაღებეს, თუმცა ქალაქის აქტივისტები არც ამან დააბრკოლა. რამდენიმე დღეში კედელზე მიასნიკოვიჩის ბევრი პატარ-პატარა გამოსახულება გაჩნდა.

მოგვიანებით „შიოტკინას კედელზე“ მუდამ ჩნდებოდა ახალი გრაფიტები. ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ შუნევიჩის პორტრეტი, ტექსტით : “მე ვამაყობ НКВД-ს ფორმითა და მეთოდებით“, „ომონელების“ გამოსახულებები ამგვარი წარწერებით: „ადამიანებს ჩვენ და ბიჭები ვიტაცებთ“, მარტინ ლუთერ კინგის ციტატა: “ნურასდროს დაგავიწყდებათ: რასაც ჰიტლერი გერმანიაში აკეთებდა, ყველაფერი კანონიერი იყო“.

კომუნალური სამსახურის მუშაკები გრაფიტებს ოპერატიულად ღებავდნენ, მაგრამ ეს ახლების გაჩენას ხელს სულაც არ უშლიდა.

“მწვანე კაცუნები”, რომლებმაც ყირიმის რუსეთთან შეერთების შემდეგ გაითქვეს სახელი, აქ ბელარუსში მოსეირნეებად არიან გამოსახული 

„მწვანე კაცუნების“ გადაღებვა

უმაღლესი რანგის ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ მინსკელი ახალგაზრდების ქუჩის შემოქმედება მათ საკმაოდ გულზე ხვდებათ. ბელარუსის რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარემ მიასნიკოვიჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა: „საერთოდ, სქელკანიანი ვარ, თუმცა, რასაკვირველია, ასეთი რაღაცეები მაღელვებს“.

მინსკის პოლიციამ აქმდე ვერ შეძლო წარწერების ავტორთა ვინაობის დადგენა, თუმცა სამართალდამცავი ორგანოები ჩინოვნიკების მისამართით გამოთქმული უსიამოვნო ფრაზებისთვის ვინმეს დასჯის აუცილებლობას მაინც გრძნობენ – ამიტომ, მათ დააპატიმრეს ოლეგ ლარიჩევი, რომელიც ფეისბუკზე შექმნილ საზოგადოებას, სახელად Signal-ს, ხელმძღვანელობს. სწორედ ეს საზოგადოება იუწყებოდა ხოლმე პირველი ახალი გრაფიტების შესახებ.

ლარიჩევს, ვითომდა საზოგადოებრივ ადგილას უცენზურო ლანძღვის გამო, 5 დღე-ღამით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ყველა კარგად ხვდებოდა, რომ ეს ჩინოვნიკების მისამართით შექმნილი გრაფიტების შესახებ გამოქვეყნებულ პოსტებზე საპასუხო რეაქცია იყო.

„შიოტკინას კედელი“ პროტესტის მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. ახლა გრაფიტები პოლიტიკური ქვეტექსტით მთელ მინსკში ჩნდება.

მაგალითად, მინსკის ერთ-ერთ რაიონში მრავალსართულიანი სახლის კედელზე, უკვე ბევრი წელია, არსებობს დიდი გამოსახულება სახელწოდებით „მინსკი-მოსკოვი“. მასზე გამოსახულები არიან ბიჭუნა (მინსკი) და გოგონა (მოსკოვი). ნახატი ორი ქვეყნისა და ხალხის მეგობრობის სიმბოლოს წარმოადგენს. არცთუ დიდი ხნის წინ ქალაქის აქტივისტებმა ამ გამოსახულებას მავთულხლართი მიახატეს. მათ ის ბიჭუნას ხელში არსებულ თაიგულსა და გოგონას თავზე ყვავილების გვირგვინს შორის „ჩააწნეს“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ