აზერბაიჯანში 1990 წლის 20 იანვრის მსხვერპლებს იხსენებენ" />

გლოვის დღე ბაქოში: ოპოზიციის მსვლელობა და პოლიციის კორდონები

აზერბაიჯანში 1990 წლის 20 იანვრის მსხვერპლებს იხსენებენ

პოლიციამ წინააღმდეგობა გაუწია სამგლოვიარო მსვლელობას, რომლის ჩატარებასაც, პარტია “აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის” ლიდერის ალი ქერიმლის მეთაურობით, ოპოზიცია აპირებდა. მსვლელობა 1990 წლის მოვლენების 29 წლისთავის პატივსაცემად უნდა გამართულიყო. იმ დღეს – 19-დან 20 იანვრამდე ღამით საბჭოთა ჯარის შემოსვლის შედეგად ბაქოს ასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ყოველწლიურად 20 იანვარს ათასობით ადამიანი მიდის „შეჰიდების ხივანში“, სადაც ტრაგედიის მსხვერპლები არიან დასაფლავებულები. ინციდენტი დღის მეორე ნახევარში მოხდა.

 

ალი ქერიმლის მიერ მსვლელობისკენ მოწოდება წინა დღეს, 19 იანვარს, პოლიტპატიმრების მხარდამჭერ მიტინგზე გაისმა.

• ფოტოები და რეპორტაჟი ბაქოში 19 იანვარს გამართული ოპოზიციის მიტინგიდან

• ევროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ბლოგერის გათავისუფლება მოითხოვა

პოლიციამ „შეჰიდების ხეივნის“ მისადომები გადაკეტა და იქ მხოლოდ მცირერიცხოვან ჯგუფებს უშვებდა. ამავდროულად, ალი ქერიმლის თქმით, მან ოპოზიციონერები ნაწილებად „დაყო“ , და ამით აქციას მასშტაბი დაუკარგა, თუმცა ისინი ხეივანში მოხვდნენ.

ამის შემდეგ, დაახლოებით დღის 4 საათზე პოლიციის კორდონების წინ რიგითი მოქალაქეების უზარმაზარი მასა შეიკრიბა, რომლებიც იქ საფლავებზე ყვავილების დასაწყობად მივიდნენ. ადამიანები ძალიან უკმაყოფილოები იყვნენ იმით, რომ მათ არ ატარებდნენ, მაგრამ შემდეგ საკუთარი რიგის დისციპლინირებულად ლოდინი დაიწყეს.

1990 წლის 19-დან 20 იანვრის ღამით აზერბაიჯანის ზოგიერთ ქალაქში საბჭოთა ჯარის ქვედანაყოფები შეიყვანეს. ამ პერიოდში ადამიანები ქუჩებში მიტინგებს მართავდნენ, და აზერბაიჯანისთვის დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქციის ჩახშობის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, 147 ადამიანი დაიღუპა, 744 დაიჭრა, 841 ადამიანი დააპატიმრეს.

 


ასევე წაიკითხეთ