ზოგიერთი მიიჩნევს, რომ პარტია „მუსავათის“ ხელმძღვანელობა უნდა გადადგეს " />

აზერბაიჯანელ ოპოზიციონერებს გერმანიაში უკანონო მიგრაციულ საქმიანობაში ადანაშაულებენ

ზოგიერთი მიიჩნევს, რომ პარტია „მუსავათის“ ხელმძღვანელობა უნდა გადადგეს

გერმანიიდან აზერბაიჯანის 61 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. მათ შორის – 21 ბავშვია. გერმანიის პოლიციამ ისინი არალეგალებად მიიჩნია, ასევე აზერბაიჯანის რამდენიმე მოქალაქე ამ უკანონო მიგრაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააპატიმრეს. 

• სომხები ჩინეთში ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ინგლისურის სასწავლებლად მიემგზავრებიან

• საქართველო  –  ახალი სახლი სამხრეთაფრიკელი მიგრანტებისთვის

მედია წერს, რომ დაპატიმრებულთა შორის აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ წევრები არიან. ამიტომ ამჯერად აზერბაიჯანში „მუსავათს“ ბევრი არცხვენს, თუმცა თავად პარტიაში ყველაფერს უარყოფენ.

პოპულარული მარშრუტი

გერმანია, ჰოლანდიასთან ერთად – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარშრუტია, სადაც აზერბაიჯანის მოქალაქეები მიგრირებას ცდილობენ. ამ ქვეყანაში ყოველწლიურად დევნილის სტატუსის მიღებას აზერბაიჯანის რამდენიმე ათასი მოქალაქე ცდილობს.

ზოგიერთს ამის რეალური საფუძველი აქვს – მაგალითად, მათ სამშობლოში პოლიტიკური შეხედულებების ან სექსუალური ორიენტაციის გამო დევნიან. სხვები კი მოგონილ მიზეზებს იყენებენ.

გერმანიაში საცხოვრებლად გადასვლის მსურველი ადამიანები ხშირად შუამავლების დახმარებას მიმართავენ.

როდესაც უკანონო მიგრანტებს ან ადამიანებს, რომლებსაც დევნილის სტატუსს არ ანიჭებენ, და უკან აზერბაიჯანში დეპორტირებას უპირებენ, ზოგიერთი მათგანი სუიციდს ან სუიციდის მცდელობასაც კი მიმართავს.

„მიგრაციული ბიზნესი“

13 ნოემბერს გერმანიის პოლიციამ ქვეყნის რამდენიმე ქალაქში რეიდები ჩაატარა. უკანონო მიგრანტების ძებნისას მათ ამავდროულად დააპატიმრეს და დააკავეს ასევე აზერბაიჯანის რამდენიმე მოქალაქე, რომლების  უკანონო მიგრაციულ ბიზნესში მონაწილეობაზე აიღეს ეჭვი.

დაკავებულთა უმრავლესობა – პოლიტემიგრანტია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ შორის არიან პარტია „მუსავათის“ წევრები.

პოლიციის აზრით, ისინი ადამიანებს ფულს ართმევდნენ იმის სანაცვლოდ, რათა ისინი აზერბაიჯანიდან გერმანიაში უკანონოდ გადაეყვანათ, ასევე ვიზის და ბინადრობის ნებართვის მიღებაში დახმარებას ჰპირდებოდნენ.

გადადგომის მიზეზი?

პარტია „მუსავათი“ აცხადებს, რომ სავარაუდო თაღლითებს, რომლებიც გერმანიაში დააკავეს, მათთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

მაგრამ ამის ბევრს არს სჯერა, და „მუსავათს“ ერთხმად გმობენ.

სოციალური ქსელებში ცხარე კამათი მიმდინარეობს.

„მუსავათის“ ხელმძღვანელობას, სხვა დანარჩენის გარდა, კიდევ წასვლის კულტურაც არ გააჩნია“, – წერს ცნობილი ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილოვა.

კომენტარებში ბევრი თანხმდება, რომ ამგვარ სიტუაციაში პარტიის ხელმძღვანელობა მართლაც უნდა წავიდეს.

 „ანუ ამიერიდან ყველა ცილისწამებისა და შანტაჟის შემდეგ უნდა გადავდგეთ?“ ამბობს ამის საპასუხოდ „მუსავათის“ ლიდერი არიფ გაჯილი.  


ასევე წაიკითხეთ