ვიდეო-კლიპი დეტალებს გვაცნობს" />

გერმანიაში როკ-ფესტივალზე – ლუდი მილსადენით

ვიდეო-კლიპი დეტალებს გვაცნობს

საერთაშორისო როკ-ფესტივალის Wacken Open Air-ის ორგანიზატორები გერმანიის ჩრდილოეთში აგებენ საკუთარ ლუდის მილსადენს, რომელიც გახსნის დღეს – 3 აგვისტოს ამუშავდება.

ყოველწლიურად ამ ფესტივალის დამსწრეები დაახლოებით 400 ათას ლიტრ ლუდს სვამენ. პატარა დაბა ვაკენში ამ მუსიკალურ დღესასწაულზე დაახლოებით 75 ათასი ტურისტი ჩადის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან – თავად ამ დაბაში კი მუდმივად 2 ათასზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს.

მილსადენს ორი მთავარი დანიშნულება აქვს. მთავარი ის არის, რომ მიწა იმ სატვირთო მანქანების საბურავებისგან დაიცვას, რომლებითაც ფესტივალზე ლუდი მოაქვთ. ასევე ეს მილი ფესტივალის მუშაკებს ცარიელი კასრების სავსე კასრებით წამდაუწუმ ცვლისგან დაიცავს.

ამავდროულად მიმდინარეობს კანალიზაციის განახლების სამუშაოები, და ასევე შენდება სასმელი წყლის მიწოდების საგანგებო სისტემა.

ამ სიახლეებში ჩადებული ინვესტიციების საერთო მოცულობა დაახლოებით მილიონ ევროს შეადგენს.

 


ასევე წაიკითხეთ