ვიქტორ ზოლოტოვმა ეს იმ დროს გააკეთა, როცა ალექსეი ნავალნი ციხეში ზის" />

რუსმა გენერალმა ოპოზიციის ლიდერი დუელში გამოიწვია

ვიქტორ ზოლოტოვმა ეს იმ დროს გააკეთა, როცა ალექსეი ნავალნი ციხეში ზის

რუსეთის გვარდიის მთავარსარდალმა, გენერალმა ვიქტორ ზოლოტოვმა რუსეთის ოპოზიციის ლიდერს, ალექსეი ნავალნის ვიდეომიმართვა გაუგზავნა.

წინა ისტორია

ეს მიმართვა ნავალნის მიერ შექმნილი კორუფციასთან ბრძოლის ფონდის მიერ ჩატარებული გამოძიების პასუხი გახდა. გამოძიებაში ირწმუნებიან, რომ რუსეთის გვარდიისთვის საკვების შეძენის დროს მილიარდი დოლარის ოდენობის გარიგებები ხდება.

გარდა ამისა, გამოძიება ეჭვქვეშ აყენებს ვიქტორ ზოლოტოვისა და მისი ოჯახის უზარმაზარი ქონების წარმოშობის კანონიერებას. გენერალი მთელი სიცოცხლე სახელმწიფო სამსახურში იყო – იცავდა პრეზიდენტ ელცინს, სანკტ-პეტერბურგის მერს სობჩაკს, პრეზიდენტ პუტინს, და მხოლოდ ორი წელია – „ავტორიტეტულ“ მეწარმეს – რომან ცეპოვს.

რეაქცია

ვიქტორ ზოლოტოვმა ალექსეი ნავალნისთვის საგნობრივად პასუხის გაცემა ვერ შეძლო. მას გამოძიებაში მოტანილ მრავალრიცხოვან ფაქტთაგან არც ერთი არ უარუყვია.

ამის ნაცვლად, მან ვიდეოს მაყურებელს შემდეგი რამ აცნობა:

• ნავალნი “ამერიკულ სინჯარაშია გაკეთებული”;

• ის “დამპალი და ჟანგიანი ადამიანია”;

• ასეთივე მახასიათებლები აქვთ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, გარდაცვლილ მეწარმე ბორის ბერეზოვსკის და საზღვარგარეთ მცხოვრებ მიხაილ ხადარკოვსკის.

თავისი თავი ზოლოტოვმა შემდეგნაირად დაახასიათა:

• პატიოსანი ადამიანი;

• მთელი ქონება საკუთარი შრომით აქვს მოპოვებული, მათ შორის – იმის წყალობით, რომ თავის დროზე ის „კომუნისტური შრომის დამკვრელი“ იყო;

• შელახულია მისი ოფიცრული ღირსება.

საკუთარი ოფიცრული ღირსების დაცვა ზოლოტოვმა დუელით ისურვა – „ტატამზე ან რინგზე“. იქ მას გადაწყვეტილი აქვს, რომ ალქსეი ნავალნი „დაკეპილი ხორცის წვნიან ნაჭრად“ აქციოს.

თუკი გამოწვევა მიღებული იქნება, ორთაბრძოლა ორ კვირაზე ადრე არ შედგება. მანამდე ალექსეი ნავალნი მიტინგების ჩატარების წესის დარღვევისთვის 30 დღე-ღამით პატიმრობის ვადას მოიხდის.

სოციალური ქსელები იცინიან

სოციალური ქსელების მომხმარებლებს გენერალ ზოლოტოვის გამოსვლაზე სარკასტული რეაქცია ჰქონდათ:

„ოფიცრული ღირსების კოდექსი პოლიციელებსა და ავყიებზე არ ვრცელდებოდა. მათ აზნაურთა კრებებზეც კი არ უშვებდნენ“.

„თუ ეს გვარდიაა, მაშინ ჩვეულებრივი ჯარის ნახვა ნამდვილად არ მსურს“;

„რადგანაც იარაღის არჩევანი დუელში გამოწვეულის საქმეა, ნავალნის რეპ-ბატლს ვურჩევდი“;

„რაც ბრწყინავს, ყველაფერი (ოქრო -„ზოლოტო“(რუსულად (რედ)) ზოლოტოვი არ არის“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ