შეტაკებებში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის 27 ადამიანი დაშავდა " />

გახარია: ჰესი პანკისში მაშინ აშენდება, როდესაც ამას ადგილობრივი მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს

შეტაკებებში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის 27 ადამიანი დაშავდა

შეთანხმება პანკისის ხეობის წარმომადგენლებსა და ხელისუფლებას შორის მიღწეულია, – ამის შესახებ პანკისის ხეობაში ჩასულმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჰესის მშენებლობა ხეობაში, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის კონფლიქტი მოხდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ ამას “მოსახლეობის 90% დაუჭერს მხარს”.

“ახლა ყველა უნდა გავჩერდეთ, დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ, უნდა გავარკვიოთ, სად შეგვეშალა, ვის შეგვეშალა, ვინ არის დამნაშავე. ახლა ვჩერდებით და ვაგრძელებთ ლაპარაკს”, – განცხადა გახარიამ.

ამავე დროს, მისი თქმით, ყველა, ვინც პოლიციის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, უნდა დაისაჯოს.

Срочно! Сейчас в Панкиси!!! Резиновые пули, слезоточивый газ. Столкновение местных жителей с силами МВД. Люди гонят спецназ из своих сел. Противостояние началось утром после попытки властей продолжить строительство ГЭС без переговоров с местным населением.

Posted by Пограничная ZONA on კვირა, 21 აპრილი, 2019

21 აპრილს პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყებას ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივებმა სპეცრაზმს ქვები დაუშინეს, სამართალდამცველებმა საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. შეტაკება დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ მოხდა.

ფოტო: Radio Way

შსს-ს ცნობით, დაშავდა სულ 27 ადამიანი, მათ შორის 12 ადგილობრივი მცხოვრები და 15 პოლიციელი. განადგურებულია პოლიციის რამდენიმე მანქანა.

თელავში ხელისუფლებასა და ხეობის უხუცესებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

რამდენიმე დღის წინ მთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობას ჰესების საკითხთან დაკავშირებით პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ, თუმცა სამუშაოები მაინც დაიწყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესის აშენებას არ დაუშვებენ.

ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება. ჰესის მშენებლობა 12 თვეში უნდა დასრულდეს. ჰესის წლიური გამომუშავება 27,5 მილიონი კლვტ/სთ-ია.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ