რუსეთი, აშშ და ბრიტანეთი - გახსნილი ფინანსური მაქინაციების უმრავლესობა კანონიერია, თუმცა არაეთიკური " />

მესამე მსოფლიოს ქვეყნების სიღარიბით დედოფალიც კი სარგებლობს – გამოძიება სამოთხის შესახებ

რუსეთი, აშშ და ბრიტანეთი - გახსნილი ფინანსური მაქინაციების უმრავლესობა კანონიერია, თუმცა არაეთიკური

REUTERS/Hannah McKay

გაზეთ Suddeutsche Zeitung-ის განკარგულებაში მოხვდა 13 მილიონზე მეტი დოკუმენტი, რომლებიც ოფშორების საქმიანობას უკავშირდება. ზუსტად ისევე, როგორც „პანამის არქივის“ შემთხვევაში, გაზეთმა დოკუმენტები გამომძიებელი-ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმს გადასცა. გაჟონილმა ინფორმაციამ უკვე მიიღო დასახელება „Paradise papers“.

მთელი ამ კვირის განმავლობაში ქვეყნდება ახალი მონაცემები ცნობილი ადამიანების შესახებ, რომლებიც ოფშორების მომსახურებით სარგებლობენ. BBC ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფინანსური მაქინაციების უმრავლესობა, რომლებზეც გამოძიებაში იქნება მსჯელობა, კანონს არ ეწინააღმდეგება, თუმცა ეთიკის თვალსაზრისით – საეჭვოა.

კვირას გამოქვეყნდა გამოძიების პირველი ნაწილი, რომელიც დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ II-ს ინვესტიციებს უკავშირდება. ამ მასალებიდან ირკვევა, რომ დედოფალი საკუთარი სახსრების ინვესტირებას ახდენდა (დაახლოებით $13 მილიონი) ოფშორულ ფონდებში კაიმანისა და ბერმუდის კუნძულებზე. ასევე, ელიზაბეტ II ინვესტიციებს დებდა კომპანიებში Bright House-სა და Threshers-ში. პირველ მათგანს მსოფლიოს მესამე ქვეყნებში დაბალანაზღაურებადი მუშახელის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ, მეორე კი გაკოტრდა და 6 ათასი ადამიანი უმუშევარი დატოვა.  

კიდევ ერთი ადამიანი, ვის ინვესტიციებსაც ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს, აშშ-ის ვაჭრობის მინისტრი უილბურ როსი აღმოჩნდა.

 

 

BBC-ის ინფორმაციით როსმა წილი შეინარჩუნა იმ კომპანიაში, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს რუსულ ჰოლდინგ „სიბურთან“, რომელიც უკრაინის მიმართ რუსეთის პოლიტიკის გამო,  აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება. „სიბურის“ აქციონერებს შორის არიან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გარემოცვის ადამიანები, მათ შორის – მისი სიძე.

 

 

 

დონალდ ტრამპის მთელი პრეზიდენტობის განმავლობაში, მისი და მისი გუნდის წევრთა რუსეთთან კავშირები ამერიკის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში ყველაზე განხილვადი თემაა; ყოველ ჯერზე, როდესაც ტრამპის გარემოცვის ადამიანების რუსებთან შეხვედრების ან მოლაპარაკებების შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება, აშშ-ის პრეზიდენტსა და მთელ მის გუნდს სერიოზულად აკრიტიკებენ.


ასევე წაიკითხეთ