გათავისუფლებული ამერიკელი მოხელის ფეთქებადსაშიში ჩვენებები" />

გამოძიებათა ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი რუსეთისა და ტრამპის შესახებ

გათავისუფლებული ამერიკელი მოხელის ფეთქებადსაშიში ჩვენებები

8 ივნისს აშშ-ის კონგრესში გამოძიებათა ფედერალური ბიუროს ყოფილმა დირექტორმა ჯეიმს კომიმ ჩვენება მისცა.  პრეზიდენტმა ტრამპმა ის დაკავებული თანამდებობიდან ერთი თვის წინათ გაათავისუფლა. გაჩნდა ეჭვები, რომ ეს გადაწყვეტილება ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებულ იმ გამოძიებას უკავშირდებოდა, რომელსაც გამოძიებათა ფედერალური ბიური ატარებდა.

აი, რა გახდა ცნობილი ჯეიმს კომის ჩვენებებიდან:

გამოძიებათა ფედერალურ ბიუროს ეჭვები ჰქონდა, რომ რუსეთი ასზე მეტი ამერიკული ორგანიზაციის წინააღმდეგ ცდილობდა კიბერშეტევების განხორციელებას. ეს ხდებოდა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, და თან რუსეთის ხელისუფლება ამის შესახებ საქმის კურსში იყო.

პრეზიდენტი ტრამპი პირდაპირ მითითებებს არ გასცემდა, მაგრამ „იმედს გამოთქვამდა“, რომ გამოძიებათა ფედერალური ბიურო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის,  ფლინის რუს ჩინოვნიკებთან კონტაქტების თაობაზე გამოძიებას შეწყვეტდა.  

ჯეიმს კომიმ ღიად დაადანაშაულა პრეზიდენტი ტრამპი ფაქტების დამახინჯებაში, და გამოძიებათა ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ ამ უკანასკნელის მიერ დასახელებულ მიზეზებს „სრული სიცრუე“ უწოდა.

ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე გამოძიება გრძელდება. მას სენატის დაზვერვის კომიტეტი და იუსტიციის სამინისტროს საგანგებო პროკურორი წარმართავენ.


ასევე წაიკითხეთ