მუსიკოსები ფიქრობენ, რომ საქართველოში მათი ჯგუფის სახელწოდება არ მოეწონათ. Rotting Christ ითარგმნება როგორც ხრწნადი ქრისტე" />

ბერძნული მეტალ-ბენდის წევრები თბილისში სატანისტები ეგონათ და დააკავეს

მუსიკოსები ფიქრობენ, რომ საქართველოში მათი ჯგუფის სახელწოდება არ მოეწონათ. Rotting Christ ითარგმნება როგორც ხრწნადი ქრისტე

ბერძნული ექსტრემალური მეტალ-ბენდის Rotting Christ-ის წევრები აცხადებენ, თბილისის აეროპორტში სატანიზმსა და ტერორირზმში ეჭვის გამო პოლიციამ ისინი 12 საათის განმავლობაში დააკავა.

ჯგუფის წევრების ვარაუდით, მათი დაკავების მიზეზი, შესაძლოა, ჯგუფის სახელწოდება გამხდარიყო. Rotting Christ ინგლისურიდან ითარგმნება როგორც ხრწნადი ქრისტე.

ამის შესახებ ინფორმაციას თავის ფეისბუკ გვერდზე ხმის ჩამწერი ლეიბლი Season of Mist-ი ავრცელებს.

ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ საპასპორტო კონტროლის შემდეგ, მათი საბუთებით უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა.

“მე და ჩემი ძმა პოლიციამ გაგვაჩერა და დასაკითხად წაგვიყვანეს, – ამბობს ჯგუფის სოლისტი საკის ტოლისი, – პასპორტები და მობილური ტელეფონები წაგვართვეს და ციხის საკანში შეგვიძღვნენ. როდესაც დაკავების მიზეზი მოვითხოვეთ გვითხრეს, რომ ინფორმაცია “კონფიდენციალური” იყო. მოგვიანებით ჩვენმა ადვოკატებმა გვითხრეს, რომ ეროვნული უსაფრთხოების არასასურველი ადამიანების სიაში ვიყავით.”

ბენდის წევრების მტკიცებით, ისინი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ციხეში აღმოჩნდნენ, “პატარა და ბინძურ საკანში, გარე სამყაროსგან მოწყვეტილები”.

“ჩვენი აგენტის, ქართველი იურისტების, ჟურნალისტების და აქტივისტების დიდი ძალისხმევის შედეგად გაგვათავისუფლეს. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო. საბოლოოდ, ჩვენ შევძელით და გავმართეთ შოუც. მადლობას ვუხდით ყველა ქართველ მეტალ-ძმას მათი მხარდაჭერისთვის.”

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავების ფაქტს უარყოფენ და ამბობენ, რომ ბენდის წევრების პროცედურული შემოწმება მოხდა, თუმცა რა დრო დასჭირდა ამ პროცედურას, არ აზუსტებენ.

Rotting Christ ბერძნული შავი მეტალ-ბენდია, რომელიც 1987 წელს შეიქმნა. ბენდი თავისი ახალი ალბომის მხარდასაჭერად ტურზე იმყოფება.  

საბოლოოდ საქართველოში მათ მოახერხეს კონცერტის გამართვა ერთ-ერთ კლუბში “ეს იყო დაუვიწყარი საღამო” – წერენ ჯგუფის წევრები საქართველოში გამართულ კონცერტზე. საქართველოდან ჯგუფი სომხეთში გაემგზავრა.


ასევე წაიკითხეთ