რისი სუნი დაჰკრავს სომხეთში ძვირ საწვავს" />

ბენზინის ბაზრის სუნი

რისი სუნი დაჰკრავს სომხეთში ძვირ საწვავს

 ”მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი ღარიბი ქვეყანაა, იქ 92 ოქტანობის ბენზინი დაახლოებით ერთი დოლარი ღირს. ასე რომ, უმჯობესია, მეტი ბენზინი ჩავასხათ საქართველოში, სადაც იგივე 92-იანი ბენზინის ფასი დაახლოებით 45 რუბლია’. ეს არის ციტატა  სტატიიდან , სახელწოდებით ‘რა დაგვიჯდება ავტომობილით მოგზაურობა სომხეთში’, რომელიც გამოაქვეყნა რუსულმა ინტერნეტპორტალმა ‘Автовзгляд’. სტატიის ავტორი, კონსტანტინ გუსევი სომხეთში, საქართველოს გავლით, საკუთარი ავტომობილით ჩამოვიდა.რა გასაკვირია, რომ მას საქართველოსა და სომხეთში ბენზინის ღირებულების სხვაობა აოცებს. ეს თავად ჩვენც, სომხეთის მაცხოვრელბლებსაც გვაკვირვებს.

მეზობელი ქვეყნის ფაქტორი

თავად განსაჯეთ _ 4 თებერვლის მონაცემებით, საქართვველოში 1 ლიტრი ბენზინი ‘რეგულარი’ 1,38 ლარი (დაახლოებით 55 ცენტი) ღირდა, ‘პრემიუმი’ კი _ 1,58 ლარი (დაახლოებით 63 ცენტი); იმავე დღეს სომხეთში ‘რეგულარი’ 390 (78 ცენტი), „პრემიუმი“ კი _ 410 დრამი (82 ცენტი); „რეგულარის“ 1 ლიტრი სომხეთში 116 დრამით (23 ცენტით) ანუ 42 %-ით მეტი ღირს, ვიდრე საქართველოში.

რატომ ხდება ასე? სომხეთის მსგავსად, ხომ საქართველოც ნავთობპროდუქტების იმპორტიორია! ბოლო დროს ეს საკითხი სულ უფრო ხშირად განიხილება, თუმცა ამ შეკითხვას დამაჯერებელი პასუხი არ აქვს.

სომეხი მძღოლები პასუხს არ ელოდებიან და არსებული რეალობის შესაბამისად იქცევიან. ისინი მანქანების საწვავს მეზობელ საქართველოში ყიდულობენ. ნუ გიკვირთ, ეს ელემენტარული მათემატიკაა. თუკი საქართველოში ავტომობილის სამოცლიტრიან ავზს სრულად გავავსებთ ბენზინით, 7000 დრამი ანუ თითქმის 15 დოლარი დაიზოგება.
ის მძღოლებს, რომლებიც სომხეთ-საქართველოს საზღვართან ცხოვრობენ, კვირაში ერთხელ საქართველოში გადასვლა და უახლოეს გასამართ სადგურზე ბენზინის ყიდვა არ ეზარებათ, თან საოჯახო ნივთებსაც გააყოლებენ ხელს. ბევრი პროდუქტი საქართველოში უფრო იაფია _ ბავშვის საფენებით დაწყებული,  სარეცხის ფხვნილით დასრულებული.

ნავთობის ფაქტორი

უფრო ზუსტად კი, ამ ფაქტორის არარსებობა. ბოლო დროს ნავთობის ფასები ორჯერ შემცირდა, თუმცა, სომხეთში გასაყიდი ბენზინის ფასი არ შეცვლილა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ბენზინს ტომატის წვენისგან ამზადებენ და მისი ფასს ნავთობის ღირებულებასთან საერთო არაფერი აქვს.

განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით სომხეთის ეკონომიკური კონურენციის დაცვის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ, არტაკ შაბოიანმა გააკეთა. გაირკვა, რომ… სომხეთში ბენზინის ფასი არც ტომატის წვენთანაა დაკავშირებული, და არც ნავთობთან. შაბოიანის თქმით, სომხეთში გასაყიდად გამზადებული ბენზინის ფასში ნავთობის ღირებულების წილი 5-8 პროცენტია. „სომხეთში სარეალიზაციოდ გამზადებული ბენზინის ფასზე მაღალი გადასახადები, ლოგისტიკის დანახარჯები და სხვა მიზეზები მოქმედებს. შედეგად, ნავთობის ფასის წილი თანდათან მცირდება“, – განაცხადა ჩინონიკმა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ბენზინის ფასის დამოკიდებულება ნავთობის ღირებულებაზე ძალიან მცირეა და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ათპროცენტიანი შემცირება სომხურ ბენზინის ფასს მაქსიმუმ 0,5-0,8 პროცენტით შეამცირებს. ანუ, თუკი ნავთობის ფასი 10%-ით გაიზრდება, სომხური ბენზინის ღირებულება 0,8%-ზე მეტით არ უნდა გაიზარდოს.

სხვათა შორის… 2012 წლის თებერვალ-მარტში სომხეთში ბენზინი 50 დრამით, ანუ დაახლოებით 10 პროცენტით გაძვირდა. ფასის მატება ვალუტის კურსის მერყეობით ვერ აიხსნებოდა, იმიტომ რომ ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებაში სამი თვის მანძილზე უცვლელი რჩებოდა (388-389 დრამი). 2012 წლის 30 მარტს, ბენზინის ფასის ზრდასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას არტაკ შაბოიანმა განაცხადა „საერთაშორისო ბაზარზე ფასების საყოველთაო ზრდა მიმდინარეობს, რაც ბუნებრივად აისახება სომხეთში არსებულ ფასებზეც“.

ერთი სიტყვით, ნავთობის ფაქტორი სომხეთში შერჩევით მოქმედებს.

შემოწმებები, შემოწმებები

ბენზინის ფასი ბოლოს, რამდენიმე დღის წინათ სომხეთის მთავრობის სხდომაზე (4 თსებერვალს) განიხილეს. არტაკ შაბოიანმა პრემიერმინისტრს წარუდგინა ბენზინისა და დიზელის საწვავის ბაზრებზე წარმოებული დაკვირვებებისა და გამოკვლევების შედეგები.

იგი კვლავინდებურად დაჟინებით აცხადებდა, რომ სომხეთში ნავთობი ბენზინის საბოლოო ფასის მხოლოდ 8%-ს წარმოადგენს. ეკონომიკური კონკურენციის დაცვის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმას, რომ სომხეთში ბენზინი ძირითადად  შედის რუსეთიდან, სადაც საწარმოო დანახარჯები პროდუქტის თვითღირებულებას ძალიან ზრდის. ამასთან, ბენზინის ფასში შესულია მაღალი გადასახადები და ბენზინის ტრანსპორტირებისათვის საჭირო დანახარჯები.

მიუხედავად ამისა არტაკ შაბოიანი ამბობდა, რომ 2015 წლის წლის მანძილზე ბენზინის ფასები 470 დრამიდან 390 დრამამდე დაეცა. მეტიც, თუკი 2014 წლის მონაცემებს გავითვალისწინებთ, ფასების შემცირების მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და 480 დრამისა და 390 დრამის სხვაობას წარმოადგენს. ამას გარდა, თუკი ბოლო ორი წლის მანძილზე დოლარის მდგომარეობის განმტკიცებას გავითვალისწინებთ, ბენზინის ფასები 28%-ით შემცირდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის მანძილზე სომხეთში ფასები ევროში 14%-ით შემცირდა, საფრანგეთში _ 8%-ით, გერმანიაში  _ 7%-ით, იტალიაში _ 8%-ით, ჩეხეთში _ 10 %-ით, რუმინეთში კი _ 7 %-ით. ამდენად, როდესაც დროის კონკრეტულ მონაკვეთს განვიხილავთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სხვა ევროპულ ქვეყნებში გაიაფების პროცენტული მაჩვენებელი გაცილებით უფრო მცირეა, ვიდრე სომხეთში. მოკლედ, ჩინოვნიკს უნდოდა, ეკითხა: „რატომ წუწუნებთ?“

ყველაზე გასაოცარი კი მაინც ისაა, რომ ამ შედარების მოყვანისას, როდესაც იგივე ევროპული ქვეყნები გაიხსენეს, მეზობელი საქართველო დაავიწყდათ.

უპასუხოდ დატოვებული კითხვები

და მაინც, რატომაა ბენზინი საქართველოში ბევრად უფრო იაფი, ვიდრე სომხეთში? ამ თემასთან დაკავშირებით არც ისე დიდი ხნის წინათ საინტერესო კვლევა ჩატარდა. გაირკვა, რომ სომხურ ბაზარზე მარჟა (სხვაობა ბენზინის ფასსა და მისი შეძენის, ტრანსპორტირებისა და დაბეგვრისათვის საჭირო თანხას შორის) ბევრად მეტია, ვიდრე საქართველოში. კერძოდ, 1 ლიტრი ‘პრემიუმის’ საბოლოო ფასში მარჟა 146 დრამია (30 ცენტი) სომხეთში, მაშინ, როცა საქართველოში ეს მაჩვენებელი 101 დრამს უტოლდება (დაახლოებით 20 ცენტი).

gnagoyacum-geo

თუმცა, ეს ფაქტი შეკითხვას არ პასუხობს და, ამავდროულად, ახალ კითხვას აჩენს _ რატომ გვაქვს ასეთი მაღალი მარჟა? უფრო ზუსტად კი, რამ გაუზარდათ სომხეთის ბენზინის ბაზრის მესვეურებს ასე მადა?

შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი, მოთამაშეების რაოდენობა იყოს. რაც უფრო მეტია მათი რაოდენობა, მით უფრო მძაფრია კონკურენცია და დაბალია ფასები.

საქართველოში ბენზინის იმპორტს რამდენიმე კომპანია ახორციელებს. „ლუკოილს“ საწვავი ბელარუსიდან შემოაქვს, „ვისოლს“ _ საბერძნეთიდან. ‘რომპეტროლი’ რუმინეთიდან იღებს ბენზინს, ‘გალფიც“ ევროპული ქვეყნებიდან მარაგდება; ‘სოკარს’ კი საწვავით აზერბაიჯანი  უზრუნველყოფს.

სომხეთში კი ამჟამად ბენზინის იმპორტით ძირითადად ორი კომპანიაა დაკავებული _ Flash და CPS . ამასთან, ისინი პროდუქციას იღებენ არა უშუალოდ გამყიდველისგან, არამედ ახლად გამომცხვარი კომპანიისგან სახელწოდებით Rosneft-Armenia. ანუ სომხეთ-საქართველოს საზღვარზე რუსეთიდან „როსნეფტის“ მიერ იმპორტირებული ბენზინსა და დიზელის საწვავს სწორედ ეს ორ კომპანია იღებს.

არტაკ შაბოიანი ამბობს, რომ ამ ბაზარზე შესასვლელად დაბრკოლებები არ არსებობს. თუმცა, მაინც გაურკვეველი რჩება, თუ რატომ მცირდება ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა და რატომაა მომწოდებელ ქვეყნებს შორის მხოლოდ რუსეთი. 2006-2007 წლებში ბაზარზე 5-6 კომპანია მუშაობდა და ბენზინს სხვადასხვა ქვეყნიდან (მ.შ. ბულგარეთიდანაც) იღებდნენ.

გაზის ფაქტორი

იქნებ ბენზინზე არსებული ფასების საიდუმლო მისი კონკურენტი გაზით აიხსნებოდეს? ბენზინის ბაზარი თანადათან მცირდება. თუკი სომხეთში შემოტანილი დიზელისა და ბენზინის შემცირებას გავითვალისწინებთ, ეს გარემოება აშკარაა.

ოფიციალური მონაცემებით, 2008 წელს სომხეთში 400 ათასი ტონა ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა. 2014 წელს იმპორტი 325 ათას ტონამდე შემცირდა. 2015 წლის მონაცემები ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი; მეტიც, თუკი სომხეთის ხელისუფლების ეკონომიკური ბლოკის პასუხისმგებელ პირებს ვენდობით, ბოლო წლებში ამ სფეროში ჩრდილოვანი წილი შემცირებულია. ანუ რამდენიმე წლის წინათ შემოტანილი ბენზინის მნიშვნელოვანი ნაწილი არსად აღირიცხებოდა, ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად იმპორტი და, შესაბამისად, რეალიზაცია კიდევ უფრო მეტად შემცირდა. ამდენად, შემცირდა იმ კომპანიების შემოსავლებიც, რომლებიც ბენზინის იმპორტითა და გაყიდვით არიან დაკავებულნი.

რატომ? პასუხი მოცემულია გრაფიკზე, რომელზეც აღნიშნულია, თუ რა ოდენობის გაზს მოიხმარენ საავტომობილო გაზგასამართი სადგურები სომხეთში. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 484,5 მილიონი კუბური მეტრით განისაზღვრა.

AGNKS-geo

შედარებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ 2009 წელს 305,6 მლნ კუბური მეტრის მოხმარება აღინიშნა, 2001 წელს კი წლიური მოხმარების მაჩვენებელი მხოლოდ 28,8 მილიონს შეადგენდა. ამდენად, 17 წლის მანძილზე სატრანსპორტო საშუალებების მხრიდან გაზის მოხმარების მასშტაბები 15-ჯერ გაიზარდა.

ეს მოხდა არა მანქანების რაოდენობის მომატების გამო, არამედ იმიტომ, რომ ყოველ წელს სულ უფრო ბევრი მძღოლი ამბობს უარს ბენზინზე და უპირატესობას გაზს ანიჭებს. ამჟამად სომხეთში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების 70% გაზზე მუშაობს. ამასთან, გაზის მოხმარებამ, ფასის ზრდის მიუხედავად, იმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ მძღოლებისთვის გაძვირებული გაზიც კი უფრო სარფიანია, ვიდრე ბენზინი.

ამდენად, სომხეთში ბენზინი გაზთან კონკურენციას ვერ უძლებს. ბენზინის მოხმარების მასშტაბების შემცირებამ ამ საწვავის ბაზარს შემოსავლებიც შეუმცირა. ბენზინის სეგმენტი იმდენად შევიწროვდა, რომ ამჟამად ამ ბაზარზე არა 5-6, არამედ 2-3 მოთამაშეა. ეს კომპანიები კი შემოსავლების დონის შენარჩუნებას მაღალი ფასების ხარჯზე ცდილობენ.


ასევე წაიკითხეთ