სამართალდამცავების გაფრთხილებით, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება " />

ბელარუსი აპირებს რუსეთს ჩეჩენი სამართალდამცავების მიერ ძებნილი სპორტსმენი გადასცეს

სამართალდამცავების გაფრთხილებით, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება

ბელარუსი ემზადება, რომ რუსეთს გადასცეს ცნობილი ჩეჩენი სპორტსმენი, რომელსაც, სამართალდამცავების მტკიცებით, უკვე რამდენიმე წელიწადია, უპირებენ  შეთითხნილი ბრალდებით გროზნოში სასამართლოს წინაშე წარდგენას.

“მზადდება საბუთები ამირიევის რუსეთში იძულებით გადასაგზავნად. ექსტრადიცია ერთი დღე-ღამის განმავლობაში მოხდება – დღეს საღამოს ან 9 ივნისს დილით“, – უთხრა პორტალ tut.by-ს ბელარუსის გომელსკის ოლქის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იური პილკევიჩმა.  

ამავე დროს, როგორც „ნოვაია გაზეტა წერს“, ჩეჩნეთის პოლიციის თანამშრომლებს ამირიევების ოჯახისადმი სისხლიანი შურისძიება აქვთ გამოცხადებული, და მურად ამირიევს წამება და, შესაძლოა, სიკვდილიც ემუქრებოდეს, თუკი ის ისევ ჩეჩნეთში მოხვდება.

მთელი ეს ისტორია 2013 წელს დაიწყო, როდესაც მურად ამირიევი ჩეჩნეთის პოლიციაში დააკავეს და აწამეს. თავად ახალგზრდა მამაკაცს არაფერში ადანაშაულებდნენ. მოთხოვნა ის იყო,რომ ჩეჩნეთში გერმანიიდან დაბრუნებულიყო მისი უფროსი ძმა, რომელსაც გროზნოს პოლიციის უფროსის მაგომედ დაშაევის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებდნენ.

მურად ამირიევმა გათავისუფლებისთანავე დაუყოვნებლივ დატოვა ჩეჩნეთი, შემდეგ კი რუსეთიც, და გერმანიაში ძმასთან გაემგზავრა. ამ წლების განმავლობაში მან სპორტულ კარიერაში დიდ წარმატებას მიაღწია და შერეულ ორთაბრძოლებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

რუსეთში მის წინააღმდეგ საქმე დაიხურა – თუმცა, მხოლოდ 2017 წლის თებერვლამდე, ვიდრე ჩეჩნეთში მასზე ისევ გამოაცხადებდნენ ძებნას. ამირიევმა ამის შესახებ არაფერი იცოდა, მაისში რუსეთში ახალი პასპორტის ასაღებად  ჩავიდა – და დააკავეს კიდეც.

როგორც კი ჩეჩნეთში მისი დაკავების შესახებ შეიტყვეს – იქიდან მაშინვე გაემგზავრა სპეცდანიშნულების ჯგუფი, ამირიევის ასაყვანად და ბადრაგით გროზნოში ჩასაყვანად. თუმცა, მათ დააგვიანდათ. დაკითხვის შემდეგ სპორტსმენი გაათავისუფლეს და ის ადვოკატთან ერთად მაშინვე ბელარუსში გაემგზავრა.

“წამების ფაქტების აღმკვეთი საერთაშორისო ორგანიზაცია“ აცხადებს, რომ ამირიევის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება“.


ასევე წაიკითხეთ