თურქეთის მინისტრმა ახმეტ არსლანმა განაცხადა, რომ დარჩენილია მხოლოდ საქართველოს საზღვრისპირა მონაკვეთის დასრულება " />

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნა 2017 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი

თურქეთის მინისტრმა ახმეტ არსლანმა განაცხადა, რომ დარჩენილია მხოლოდ საქართველოს საზღვრისპირა მონაკვეთის დასრულება

ბაქოთბილისიყარსის სარკინიგზი ხაზის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება, – თქვა თურქეთის ტრანსპორტის, ნავიგაციისა და კომუნიკაციების მინისტრმა აჰმეტ არსლანმა ტელეარხ TRT Haberთან ინტერვიუში.

მინისტრის თქმით, ამჟამად პროექტის საქართველოს მონაკვეთზე დასრულების სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც არსლანმა თქვა, ბაქოთბილისიყარსის მშენებლობის სექტემბერში დასრულების შემდეგ, მომდევნო თვის განმავლობაში, ანუ 2017 წლის ოქტომბერში შედგება რკინიგზის გახსნა.

არსლანის თქმით, ასევე მიმდინარეობს ყარსში ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობის სამუშაოები. „ პროექტი ბაქოტბილისიყარსი, მარმარისის პროექტთან ერთად, შექმნის სარკინიგზო კორიდორს, რომელიც ევროპას აზიასთან დააკავშირებს. თურქეთის მონაკვეთზე ახლა ტესტირება ტარდება, ხოლო სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვედება. თითქმის ყველაფერი მზადაა საქართველოშიც, სასაზღვრო მონაკვეთის გარდა. ეს სამუშაოები სექტემბერში დასრულდება. ამ პროეტის რეალიზების შემდეგ ტვირთი , ვთქვათ, ლონდონიდან შესაძლებელია დაუბრკოლებლად გაიგზავნოს პეკინში. პორტების აკტაუსა და თურქმენბაშის საშუალებით ჩვენ ტვირთის ჩინეთში, ინდოეთში, პაკისტანსა და ავღანეთში მიწოდებას შევძლებთ“, – თქვა ახმეტ არსლანმა.

ბაქოთბილისიყარსის სარკინიგზო ხაზი აზერბაიჯანულქართულთურქული სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე შენდება. პროგნოზის მიხედვით, ბაქოთბილისიყარსის კორიდორით საქონელგადაზიდვის მაქსიმალური მოცულობა წელიწადში 17 მილიონ ტონა ტვირთს გაუტოლდება. საწყის ეტაპზე ეს მაჩვენებელი ერთი მილიონი მგზავრისა და 6,5 მილიონი ტონა ტვირთის დონეზე იქნება.

ბაქოთბილისიყარსის პროექტის თავდაპირველი ღირებულება 422 მილიონ დოლარს შეადგენდა, მათ შორის 202 მილიონი დოლარი საქრთველოს მონაკვეთის მშენებლობას უნდა მოხმარებოდა, 220 მილიონი დოლარი – თურქული მონაკვეთის. თუმცა, მოგვიანებით ღირებულება ზრდის მიმართულებით გადაიხედა. საბოლოოდ პროექტის საერთო ღირებულება 2008 წლისთვის, სხვადასხვა შეფასებების მიხედვით, 600 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ