მთლიანობაში ბაქოში ირანთან თანამშრომლობის გაფართოების შესახებ რვა დოკუმენტს მოეწერა ხელი " />

ბაქო და თეირანი შეთანხმდნენ – აზერბაიჯანის გავლით ირანი რუსეთს დაუკავშირდება

მთლიანობაში ბაქოში ირანთან თანამშრომლობის გაფართოების შესახებ რვა დოკუმენტს მოეწერა ხელი

ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის ორდღიანი ვიზიტი აზერბაიჯანში ფრიად შედეგიანი აღმოჩნდა. ვიზიტის შედეგების მიხედვით, ხელი მოეწერა რვა სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებას, გაიხსნა სარკინიგზო ხაზი და ერთობლივი საავტომობილო საწარმო. და რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია – „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ განვითარების დერეფნის ფარგლებში, შეთანხმდნენ პროექტებზე, რომლებიც ირანს, აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით, რუსეთთან აკავშირებს.

ხელი მოეწერა შემდეგ ხელშეკრულებებს:

  • ოჯახის, ქალებისა და ბავშვების პრობლემათა კომიტეტებს შორის თანამშრომლობის პროგრამა;
  • ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის აღმასრულებელი გეგმა;
  • კულტურისა და ხელოვნების სფეროში გაცვლითი პროგრამა;
  • ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამოქმედო პროგრამა;
  • ურთიერთგაგების მემორანდუმი კასპიის ზღვის ენერგო ბლოკების ერთობლივი განვითარების შესახებ
  • ურთიერთგაგების მემორანდუმი მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის გამყარების შესახებ;
  • მემორანდუმი ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში თანამშრომლობის შესახებ;
  • შეთანხმება ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ასტრა-რეშტის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსების თაობაზე;

კომენტატორებს ბოლო პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. პროექტის ბიუჯეტი 500 აშშ დოლარს შეადგენს. 2018 წლის თებერვალში ასტარა (აზერბაიჯანი)-ასტარა (ირანის) სარკინიგზო ხაზით პირველი საცდელი სატვირთო მატარებელი გაემგზავრა, და ამით საფუძველი ჩაეყარა რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით ირანში მიმავალ „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფანს.

როუჰანის ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგა პირველი აზერბაიჯანულ-ირანული ერთობლივი საავტომობილო ქარხნის გახსნა. „დამფუძნებლები არიან კომპანიები Iran Khodro და Azeurocar. საწარმო გამოუშვებს Dena-ს, Rana-ს, Soren-ის и Samand-ის მარკის, აგრეთვე Peugeot-ს ზოგიერთი მოდელის ავტომობილებს. პროექტი შეფასებულია 25 მილიონ დოლარად, ქარხნის მაქსიმალური სიმძლავრე წელიწადში 10 000 ავტომობილს უდრის. იგეგმება ავტომობილების დსთ-ს ბაზრებზე ექსპორტირება“, – წერს ვებ-გვერდი moscow-baku.ru.

ირანის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა ორ მეზობელ ქვეყანას შორის თანამშრომლობას:

„ჩვენ აზერბაიჯანის გვერდით ვართ. თუკი ირანი უსაფრთხოდ იქნება, მაშინ აზერბაიჯანიც უსაფრთხოდ იქნება. თუკი აზერბაიჯანი განვითარდება, მაშინ ირანიც განვითარდება“, – თქვა როუჰანიმ.


ასევე წაიკითხეთ