შეგროვილი ნივთები ღარიბებს დაურიგდებათ " />

ბაქოში უსარგებლო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაგროვებელი ყუთები გაჩნდა

შეგროვილი ნივთები ღარიბებს დაურიგდებათ

ბაქოში გაჩნდა სპეციალური ყუთები, რომელშიც ადამიანები, უსარგებლო ტანისამოსსა და ფეხსაცმელს, გადაყრის ნაცვლად, დატოვებენ. ამგვარად შეგროვილი ნივთები ღარიბებს დაურიგდებათ.

მოცემულ მომენტში ყუთები ბაბეკის პროსპექტზე (ქალაქის განაპირას) რამდენიმე ადგილას არის დადგმული, მალე კი ბაქოს სხვა უბნებშიც გაჩნდება.

• „არატურისტული“ ბაქოს 10 მშვენიერი პეიზაჟი

• ბრძოლა დაღუპვის პირას არსებული პალმებისთვის

ყუთები საზოგადოებრივი გაერთიანება IDEA-ს ინიციატივით დაიდგა. ჩანაფიქრისამებრ, ეს არამხოლოდ ღარიბებს დაეხმარება, ასევე ქალაქს ნაგვის იმ ნაწილს მოაშორებს, რომლადაც გადაყრილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იქცევა ხოლმე.

ტანისამოსის ყუთში ჩადებამდე ის უნდა გაირეცხოს ან გაიწმინდოს.

სოციალურ ქსელებში ეს სიახლე აღფრთოვანებისა და ეჭვის შერეული გრძნობით აღიქვეს. ზოგიერთი კომენტარი:

„ნეტა ეს ნივთები მეორადი საქონლის მაღაზიაში არ გამოჩნდებოდეს…“

„კარგი იდეაა. მაგრამ, მთავარია, რომ ეს ყველაფერი გაკონტროლდეს. თორემ შეიძლება გაბრდღვნან;“

„მშვენიერი წამოწყებაა! ევროპაში, დიდი ხანია, ასე ხდება“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ